ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰქმნა ანგელოზის მსგავსი, სხეულის მქონე – სულიერი და გონიერი არსება, როგორც ახალი ანგელოზი, რომელიც თაყვანს სცემს და განადიდებს შემოქმედ ღმერთს; შეჰქმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისაგან – სულისა და სხეულისაგან, მჭვრეტელად მთ...
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდე...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, – იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ამ ნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამია...
სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიან...
იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიანის – ღვთის ქმნილებისა.
როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადამიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ–ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა ...
იხილეთ სრულად
როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადამიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ–ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა სურს და ვინ რისთვის ირჯება. ამგვარსავე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ის ეზმანება მას ძილში... ასე, რომ ვინც მუდამ საღმრთოზე ფიქრობს და ზეც...
მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა შეერთებული ღმერთთან, მთელი თავისი სიღრმით, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში ჩახედვით შევძლებთ ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.
მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ...
იხილეთ სრულად
მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღმერთისთვის, და იმადაც კი გავკადნიერდები, რომ ვიტყვი: ადამიანი არათუ ხილულ ქმნილებებზე უფრო აღმატებული და ღირებულია, არამედ უხილავ, სულიერ ქმნილებებზეც, ანუ ღმერთის მსახ...
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი „შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი სხეულისაგან“ (სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება, ნაწ. I, პასუხი მე–18 კითხვაზე); მაშასადამე, იგი შედგება ორი ნაწილისაგან, და ეს სწა...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი „შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი სხეულისაგან“ (სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება, ნაწ. I, პასუხი მე–18 კითხვაზე); მაშასადამე, იგი შედგება ორი ნაწილისაგან, და ეს სწავლება არის როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის სწავლება.
ძველ აღთქმაში მოსე, აღწერს რა ადამიანის წარმოშობას, ცხადად განარჩევს მასში ორ ნაწილს: ერთს, რომელიც შეიქმნება მიწისაგან, და მეორეს, რომელსაც შთაჰბერავს მასში...
თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებ...
იხილეთ სრულად
თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ.
თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვ...
იხილეთ სრულად
თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვთისა და მამისა საუკუნო დიდებაში.