ვინც უმანკოების, ღვთიური განწმენდისა და უვნებობის გზაზე სიარულს ისურვებს, ჯერ უნდა გაიაზროს ის გარდაუვალი მოვალეობა, რასაც ტვირთულობს: მზად უნდა იყოს ნებისმიერი წარმომავლობის განსაცდელებთან შესახვედრად და იმისთვის, რომ სიმდაბლის ს...
იხილეთ სრულად
ვინც უმანკოების, ღვთიური განწმენდისა და უვნებობის გზაზე სიარულს ისურვებს, ჯერ უნდა გაიაზროს ის გარდაუვალი მოვალეობა, რასაც ტვირთულობს: მზად უნდა იყოს ნებისმიერი წარმომავლობის განსაცდელებთან შესახვედრად და იმისთვის, რომ სიმდაბლის სათნოებაში მტკიცედ გამოიწრთოს.
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.
რაც უფრო მეტად გამოიწრთობა ოქრო ცეცხლში, მით უფრო სუფთავდება. ასეა ქრისტიანიც, რაც მეტად გამოიცდება, მით უფრო განიწმინდება მისი სული. რაც უფრო ღრმად მოხნავს გუთანი მიწას, რაც უფრო ხშირად გავსხლავთ და მივხედავთ ვენახს, მით უფრო უხვ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მეტად გამოიწრთობა ოქრო ცეცხლში, მით უფრო სუფთავდება. ასეა ქრისტიანიც, რაც მეტად გამოიცდება, მით უფრო განიწმინდება მისი სული. რაც უფრო ღრმად მოხნავს გუთანი მიწას, რაც უფრო ხშირად გავსხლავთ და მივხედავთ ვენახს, მით უფრო უხვ და ტკბილ ნაყოფს მოვიწევთ.