დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას, და ნუ დაეძებთ დაცვას იმისგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს.
უმჯობესია კარგი იყო და სხვის თვალში ცუდად დარჩე, ვიდრე კეთილი სახელი გქონდეს და ადამიანთათვის დარჩე მატყუარა კუბოდ, რომელიც სავსეა გახრწნილი ცხედრების სიმყრალით, გარედან კი თეთრად ბრწყინავს და თვალისთვის სასიამოვნო ფერები აქვს.
ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს ანდა საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე განა არ იქნება, ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წ...
იხილეთ სრულად
ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს ანდა საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე განა არ იქნება, ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წინაშე საძაგელი ის, ვინც სათნოებისა და სიწმინდის წინაშე მხოლოდ გარეგნულად გამოხატავს მოკრძალებას, რომელიც გულში არა აქვს?
ნუ იყოფინ, რომ ბაგეზე ერთი რამ გვქონდეს და გულში კი - მეორე. "ღმერთი არა შეურაცხ იქმნების" (გალ. 6, 7). იგი ერთნაირად ხედავს როგორც დაფარულს, ისე - გაცხადებულს.