სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობის აღსრულებისთვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა. იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე

აირჩიეთ არა ის, ვინც თანამდებობას ეძიებს, არამედ ის - ვისაც თანამდებობა ირჩევს. აირჩიეთ არა ის, ვინც თანამდებობას ეძიებს

ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ იმსახურებს, არა მარტო წყალობას არ წარმოადგენს მისდამი, არამედ - უსამართლობას სხვათა მიმართ. ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ

სახელმწიფო ბედნიერია, როდესაც მას ბოროტები არ განაგებენ სახელმწიფო ბედნიერია, როდესაც მას ბოროტები არ

თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ბოროტია, მაინც სუფთაა, მშვიდობიანი, როდესაც მისი არაწმიდა სტიქია ფსკერზეა; როდესაც უკეთური ადამიანები, სამოქალაქო აზრით სამართლიანად დამცირებულნი, ვერ აღწევენ ხელისუფლებას, პატივსა და სხვებზე გავლენას, მაშინ ისინი ამღვრევენ სუფთა წყალსაც და კეთილ ადამიანებსაც, ანდა თავიანთი გავლენით აცდუნებენ, ან თავიანთი ძალით შეჭირვებისა და მწუხარებისკენ უბიძგებენ; თანაც, როდესაც ძლიერდებიან, მთელ საზოგადოებას აზიანებენ. თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა

სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის პატივი და დიდებაა. ქვეშევრდომებზე ზრუნვით იგი საკუთარ თავზე ზრუნავს. სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის

ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის მამულში, ვინც თესავს მასში ერთადერთ მარადიულს - ზნეობრივ სიკეთეს. ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის

პატიოსანი და კეთილი მოქალაქე თავის საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს და ემორჩილება თავისი სახელმწიფოს კანონებს, არა მათი დარღვევის გამო სასჯელის შიშის, ანდა - გამორჩენისა თუ ჯილდოსთვის, არამედ - სინდისისა და სიყვარულის გამო. პატიოსანი და კეთილი მოქალაქე თავის

თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისთვის? თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას

კანონის მორჩილება მხოლოდ შიშის გამო ნიშნავს დამდაბლებას გარეგნული მხეცების მდგომარეობამდე, რომლებიც ასევე არ ესხმიან თავს ფარას, როცა მათ მოდარაჯე ადამიანებსა და ძაღლებს ხედავენ. კანონის მორჩილება მხოლოდ შიშის გამო ნიშნავს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2