სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლა მდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობის მქონე ადამიანები პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებიან თავისზე მაღლა მდგომთ, მაგრამ მათ წინაშე თავს მონებად უნდა გრძნობდნენ, არ უნდა ემლიქვნებოდნენ მათ და, მითუმეტეს, არაფერი არ უნდა გააკეთონ მათთვის - ღვთისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ისინი პლანეტებს უნდა ჰგავდნენ, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, როგორც მორჩილნი თავიანთი მეუფისა და ამასთან, იოტისოდენადაც არ არღვევენ დროის კანონებსა და სივრცის საზღვრებს, რომელიც მათ სამყაროს შემოქმედმა დაუდგინა. დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ

ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გაგიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა. ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა

როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს, რომ ყოვლადძლიერი ხედავს ყოველივეს, რაც ხდება, და ეცადე, ღმერთს აამო და არა - მიწიერ ძლიერებას. როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს

ნუ ეცდები, ქრისტეს გარდა ვინმეს მოაწონო თავი, და ღვთის გარდა ნურავის მრისხანებისა ნუ შეგეშინდება. ნუ ეცდები, ქრისტეს გარდა ვინმეს მოაწონო თავი

უფრო მეტად ღვთისა და მარადიული ტანჯვისა გეშინოდეს, ვიდრე - ადამიანებისა და ხანმოკლე განრისხებისა. უფრო მეტად ღვთისა და მარადიული ტანჯვისა

საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთმა დაგვაკისრა, არასოდეს არ უნდა გადადო იმისათვის, რომ ადამიანს აამო. საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთმა დაგვაკისრა

ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელსჰყოფ ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ

ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა. ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის

მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან. მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ, მაგრამ თვითონ

ცუდი და უაზროა ადამიანებზე მბრძანებლობა, როცა თვითონ ვნებებისგან ხარ შეპყრობილი. ცუდი და უაზროა ადამიანებზე მბრძანებლობა, როცა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2