სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი უფროსი მოგქცეოდათ. თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც

ისეთი იყავი მომსახურეებთან, როგორიც გინდა, რომ იყოს უფალი შენს მიმართ ისეთი იყავი მომსახურეებთან, როგორიც გინდა

ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისთვის, თითქოსდა თვითონ სრულიად მართალი იყო; და ნურც ხშირად ამხილებ, რამეთუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ. ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისთვის

უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას. უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე

ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგან მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისთვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღიზიანებას, რათა თავისი მრისხანე თავდასხმით ყველა ურჩი არ დაღუპოს. ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი

ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა - დაღუპვა ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა -

ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი მოპასუხისათვის დატოვე. ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი

ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენადაც ხელქვეითთა შორის არიან კეთილნიც და ბოროტნიც, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სიკეთეცა და სიმკაცრეც, რათა თავისი სიკეთით კეთილზნეობრივ ადამიანებში სიკეთის სიყვარული განამტკიცოს, ხოლო შიშით ავები დანაშაულის ჩადენას გადაარჩინოს. ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი

ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს მწუხარება მოჰყვეს; ნურასოდეს იქნები მწუხარე ისე, რომ ამ ნაღველისაგან მადლი არ მიიღო. ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს

დამნაშავეთა შეწყნარება კარგია, მაგრამ უფრო მეტად საჭიროა ის, რომ უდანაშაულო არ დავამძიმოთ. დამნაშავეთა შეწყნარება კარგია, მაგრამ უფრო

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2