რაც უფრო ფართოა ჩვენი მოღვაწეობის სარბიელი, მით უფრო მნიშვნელოვანია პატივი, რომლითაც ვსარგებლობთ; მით მეტად ვართ ვალდებულნი, საკუთარი კეთილი მაგალითით წინ აღვუდგეთ ბოროტს და შევეწიოთ სიკეთეს.
როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბალისკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობებიც კი, ასევე საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლა მდგომში გადადის - მიუხედავად გაურკვეველი წინააღმდეგობე...
იხილეთ სრულად
როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბალისკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობებიც კი, ასევე საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლა მდგომში გადადის - მიუხედავად გაურკვეველი წინააღმდეგობებისა, რომელსაც წოდების განსხვავება შობს.
დიადი, მაგრამ საზოგადოებისთვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ, მაგრამ გამუდმებით შ...
იხილეთ სრულად
დიადი, მაგრამ საზოგადოებისთვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ, მაგრამ გამუდმებით შიშველი და უნაყოფო დარჩება - სიცოცხლის ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებული.
ცნობილი, მაგრამ უგუნური დიდებული მთაზე მდგომ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ქვემოთ მოსიარულე ადამიანები პატარებად ეჩვენება, მაგრამ მათთვის თვითონაც ასეთივე ჩანს.
დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლა მდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარე...
იხილეთ სრულად
დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლა მდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობის მქონე ადამიანები პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებიან თავისზე მაღლა მდგომთ, მაგრამ მათ წინაშე თავს მონებად უნდა გრძნობდნენ, არ უნდა ემლიქვნებოდნენ მათ და, მითუმეტეს, არაფერი არ უნდა გააკეთონ მათთვ...