სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღვთის დიდი სიკეთეა, რომ წერილის ზოგიერთი ადგილი ნათელია, ზოგიერთი კი - ბუნდოვანი, რათა ერთით ჩვენ განვმტკიცდეთ რწმენასა და სიყვარულში და სრული გაუგებრობით ურწმუნოებასა და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, მეორით კი ძიებისა და შრომისკენ გვიბიძგოს, რათა გავთავისუფლდეთ სიამაყისაგან და სიმდაბლე შევიძინოთ - სიმდაბლე იმისათვის, რომ არ შეგვიძლია, ჩავწვდეთ მას ღვთის დიდი სიკეთეა, რომ წერილის ზოგიერთი

თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვა, სამაგიეროდ ეშმაკებს ესმით, რომ შენ კითხულობ მას და ძრწიან. თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვა, სამაგიეროდ

დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი - მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ - არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგებთ, ღვთის მადლით, რომელიც უხილავად განხსნის ჩვენს გონებას - წმიდა წერილის შესამეცნებლად. დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ

წმიდა წერილს მრავალი ადამიანი კითხულობს იმისათვის, რომ შეძლოს მასზე ლაპარაკი, მრავალნი კი, ჰეროდეს მაგალითით (მთ. 2, 8), მის მნიშვნელობას ქრისტეს წინააღმდეგაც კი შეაბრუნებენ: შენ კი, აღმოსავლელ ბრძენთა მაგალითისამებრ, იკითხე იგი ქრისტეს მოსახვეჭად. წმიდა წერილს მრავალი ადამიანი კითხულობს

"ეს დიდებული წიგნი - ასე დააწერა თავის ბიბლიას ბაირონმა, - შეიცავს საიდუმლოთა საიდუმლოს. ბედნიერნი არიან ის მოკვდავნი, რომლებსაც ღვთისგან მიეცათ მადლი, წაიკითხონ, შეიმეცნონ, მოწიწებით, ლოცვით წარმოთქვან ამ წიგნის სიტყვები! ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ცდილობენ, გააღონ კარი და წინ მიისწრაფიან, მაგრამ უმჯობესია, არ შობილიყვნენ ისინი, რომლებიც იმისათვის კითხულობენ, რომ ეჭვი შეეპაროთ მასში და შეიძულონ". ეს დიდებული წიგნი - ასე დააწერა თავის ბიბლიას

ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს, და არ ვაიძულოთ იგი, ილაპარაკოს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი

საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულის თვალი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულეა საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები

რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა იმიტომ, რომ ჩვენ (მხოლოდ) ვიცოდეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ აღვასრულოთ რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა

საღვთო წერილის სიტყვა საქმით იკითხე და მრავალსიტყვაობას თავი ანებე, რაც მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არის საღვთო წერილის სიტყვა საქმით იკითხე და

ეცადეთ, რომ ყოველთვის იყოთ არა მხოლოდ მსმენელნი ქრისტეს სიტყვისა, არამედ - ცხონების საქმის მოქმედნი ეცადეთ, რომ ყოველთვის იყოთ არა მხოლოდ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2