სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა

როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს. როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი

რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის - ძალების შესანარჩუნებლად, იგივეა წმიდა წერილის კითხვა სულისათვის რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის - ძალების

ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმიდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას

ბიბლიას მხოლოდ კი არ უყურო, არამედ გულისყურით წაიკითხე, წაკითხული კი გონებაში დაიცავი ბიბლიას მხოლოდ კი არ უყურო, არამედ გულისყურით

ბიბლიას გონება მიწიერიდან სულიერისკენ გადაჰყავს ბიბლიას გონება მიწიერიდან სულიერისკენ

წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი. მაგრამ თუ ქვის თავზე მილია მოთავსებული, საიდანაც წვეთ-წვეთობით ჩამოდის წყალი, ნელ-ნელა იგი ქვასაც კი გახვრეტს და მასში ჩავა, ასევე ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული კი უხეში. მაგრამ თუ ადამიანი ხშირად უსმენს, ან კითხულობს ღვთის სიტყვას, ღვთის შიში მის გულშიც შედის წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი.

ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე? ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? - "მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცოცხლო", - უმასუხა მან. - "მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო"! - უპასუხა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყოველდღიური საზრდელი სიცოცხლისათვის. ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ

ერთი სათნოთმოყვარე კაცი ოცი წლის მანძილზე მუდმივად კითხულობდა ბიბლიას, ამასთან, არც სამსახურეობრივ, არც ლიტერატურულ საქმიანობას არ იკლებდა. ერთხელ ჰკითხეს მას, ნუთუ არ მობეზრდა, ერთიდაიგივეს გამუდმებით კითხვა. ვინ გითხრათ, - უპასუხა მან, რომ ეს ერთიდაიგივეა. მე დღითიდღე ახალ-ახალს აღმოვაჩენ წმინდა წერილში, რაღაც ისეთს, რაც უწინ არ შემიმჩნევია, და ღმერთია მოწამე, რომ ჩვენი დროის ადამიანს მათუსალასავით რომ ეცხოვრა, მაშინაც ვერ წაიკითხავდა ამ წიგნს ბოლომდე, თუნდაც ბოლომდე ეკითხა იგი". ერთი სათნოთმოყვარე კაცი ოცი წლის მანძილზე

იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი მხოლოდ ბუნებრივ საგნებს პოულობს. როცა იგი თავად ამაღლდება, წერილის სიტყვები მისთვის უფრო ამაღლებულია. საერთოდ, რაც უფრო მაღლა დგას იგი, მით უფრო ამაღლებულ საიდუმლოებებს აღმოაჩენს ღვთის სიტყვაში. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2