წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
560. მაგრამ თუ ის ადგილი, სადაც ეშმაკისეული მოწყინება იჩენს თავს, ფრიად მცხუნვარეა, რომელიც მოწყინებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანს, იმდენად რომ მას ძალები არ ჰყოფნის ორივეს შესაწინააღმდეგებლად? ამისთვის ხომ არ უნდა განერიდოს ის იქაურობას ბრძოლების დროს? იხილეთ სრულად
558. შესაძლოა ვინმე ძვირს არ ამბობს სხვაზე, მაგრამ სიამოვნებით ისმენს ძვირის ხსენებას, ამის გამო ედება თუ არა მას მსჯავრი?
557. ვინც სხვის ძვირის ხსენებას დაიწყებს და გონს მოეგება, როგორ უნდა მოიქცეს?
556. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ვინმეს შესახებ გავიგებ, რომ ის ჩემზე აუგად ლაპარაკობს, როგორ მოვიქცე?
555. წერილი ამბობს: „თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ“ (ეკლეს. 10, 4). რას ნიშნავს ეს?
554. თუკი რომელიმე საქმეში პირადი ნება არა მაქვს, მაგრამ მსურს, რომ აბბას ვასიამოვნო და საქმის შესახებ გავახსენებ მას, რამეთუ ვიცი, რომ მას ესიამოვნება მისი შესრულება, ასევე თუ მე შემთხვევით რაიმეს გაკეთებას დამავალებს და არ შევასრულებ, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევახსენებ, რომ საქმე დასამთავრებელი მაქვს? იხილეთ სრულად
553. როცა რაიმე საქმეში ჩემი ნება მაქვს, მაგრამ აბბას საქმის შესახებ წინასწარ არ ვკითხავ, ის კი თვითონ მიბრძანებს მის გაკეთებას, მეთვლება თუ არა ეს თვითნებობაში?
552. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა და უთხრა: რადგან ჩემს გამო აბბამ უნდა აგოს პასუხი, მაშინ როგორ ვკითხო მას საქმის თაობაზე? ასე ხომ არა: აბბა, დამრთავ ამა და ამ საქმის კეთების ნებას?
551. იმავე ძმამ მეორე ბერს ჰკითხა: ვინაიდან მე სადურგლო სამუშაოებში სარგებელს ვერ ვღებულობ და ის მრავალ შფოთსა და მწუხარებაში მაგდებს. აზრი მეუბნება: თუ ცხონება გსურს, საერთო საცხოვრებლიდან გამოდი და მამათა სწავლების მიხედვით, მდუმარებას შეუდექიო იხილეთ სრულად