image
image
20
21
22
23
image
image
Loading..
image

თემა: ძვირის ხსენება

529. როგორ მოვიქცე, როდესაც მავანი ძვირს მეუბნება?ძვირს თუ ვინმე გეტყვის, დაფიქრდი, ხომ არაფერი ჩაგიდენია ღირსი ძვირისსიტყვისა, თუ არა – მაშინ ის ბოროტი სიტყვა განქარვებად კვამლად შერაცხე.
link
image

თემა: მრისხანება

სიმშვიდე კაცისა მოხსენებულია ღვთის წინაშე (ფს.131,1). ურისხველი სული სულიწმიდის ტაძარი ხდება. ქრისტე დიდადმომთმენის სულში თავს მოიდრეკს და აღუშფოთებელი გონება წმინდა სამების სავანე ხდება. ძვირისმომხსენებლის სულში მელიები ბინადრობე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიძვა

თუ დაინდობ მტერს, მტერი გეყოლება, და თუ ვნებას დაინდობ, აღსდგება შენზე. თავშეუკავებელში ავხორცობას აღვიძებს ქალისადმი მიხედვა, უმანკოს კი ღვთის სადიდებლად განაწყობს. თუ ქალებთან შეხვედრისას ვნება არ აღგეძვრება, ნუ დაიმედდები, რომ ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიძვა

როცა შენ თავადაც ახალგაზრდა ხარ, სჯობს მიუახლოვდე მოტყინარე ცეცხლს, ვიდრე ახალგაზრდა ქალს, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მაშინვე უკან დაიხევ, ქალის მუსაიფით დაშაქრული კი მას უცბათ ვერ მოსწყდები. წყალთან ბალახი აბი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ძვირის ხსენება

352. შეიძლება თუ არა მონათესავე ადამიანზე ცუდის თქმა?თუ გინდა შენს ოჯახს ყოველგვარი სატანჯველი ააშორო, მონათესავე ადამიანზე ნუ იტყვი ცუდს, რამეთუ სამართლიანად განრისხდება ამისთვის უფალი.
link
image

თემა: მრისხანება

მრისხანება მძაფრი ვნებაა, ადვილად აკარგვინებს წონასწორობას თვით გამოცდილთაც კი, ამხეცებს სულს, აიძულებს განერიდოს ყოველგვარ ურთიერთობას. ძლიერი ქარი ვერ არყევს სვეტს და ურისხველ სულს ვერ აიყოლიებს გაღიზიანება. წყალი მოძრაობაში მოყ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ვერცხლისმოყვარება

ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი. გააორმაგა მან თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მზვაობრობა

302. როგორ განვაგდოთ მზვაობრობის ვნება?თუ მართლაც გსურს ამაო და ღვთისთვის საძულველი მზვაობრობის თავიდან აცილება და გსურს ნეტარი საბოძვრის მფლობელი გახდე, დაე, ყოველივე – გარეგნობაც, სამოსიც, სიარულის სახეც, დასაჯდომელიც, საზრდოც, საწოლიც, – ერთი სიტყვით, ყველაფერი – უაღრესი ზომიერებით იქონიე. დაე, შენი სიტყვაც, სხეულის მოძრაობაც და მოყვასთან საუბარიც თავმდაბლობისაკენ იყოს მიქცეული. კეთილი და მშვიდი იყავი შენი ძმის წინაშე, უბოროტო – მოწინააღმდეგეთა წინაშე, კაცთმოყვარე და თანამლმობი – დამცირებულთა და შეჭირვებულთა წინაშე, გამზადებული – სნეულთა ნუგეშსაცემად და მოსანახულებლად.
link
image
image
20
21
22
23
image
image