ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები ეკლესია, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა.
მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი "ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს", მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა ს... იხილეთ სრულად
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია. მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმა... იხილეთ სრულად
იულიანე განდგომილი ქრისტეს ეკლესიას დაუნდობლად ებრძოდა, მაგრამ ბასილი დიდი და ათანასე დიდი მას არ შეუშინდნენ. უშჯულო იმპერატორს მათ ბოროტი აღსასრული უწინასწარმეტყველეს, რაც აღსრულდა კიდეც. "გადაივლის ეს ღრუბელი", ეუბნებოდა წმინდა ... იხილეთ სრულად
ეკლესიას არაერთხელ დადგომია მძიმე ჟამი, მაგრამ ქრისტეს მხედრები სულით არ დაცემულან. გავიხსენოთ ბასილი დიდის მოღვაწეობის დრო - მღელვარე ზღვა და უკუნი ღამე, სამყაროს აღსასრულის მოლოდინი.
კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია. ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირის... იხილეთ სრულად
ეკლესია ტექნიკურ პროგრესს არ ებრძვის. პირიქით იგი მას ახარებს. ეკლესია მხოლოდ ტექნიკის დესპოტურ მბრძანებლობას ეწინააღმდეგება.
ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.