სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ნორჩ ხეს სარზე აბამენ და ის სწორად და გამართულად იზრდება. ასევე სული, ასევე სული, რომელმაც თავისი ნება ღვთის ნებას მიუერთა, ადის ზეცაში, უფალთან.
ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის, როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ.
ღმერთს ადვილად არ სწყინს და ადამიანის შრომასა და მოთმინებას აჯილდოებს; ადამიანიც ასეთივე უნდა იყოს ღმერთთან მიმართებაში - არ დაიშუროს შრომა და მოთმინება მისთვის.
ყოველი საქმის შესახებ, რომელსაც განიზრახავ, ნუ იკითხავ წინასწარ, იქნება თუ არა სასიამოვნო, გამოსადეგი შენთვის და საქებარი ადამიანთა წინაშე, არამედ, უწინარეს ყოვლისა გამოსცადე, იქნება თუ არა იგი უფლისთვის სათნო, ხომ არ ეწინააღმდეგე... იხილეთ სრულად
ვიღაცამ ჰკითხა აბბა პიმენს: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? ბერმა უპასუხა: "შევხედოთ დანიელს (წინასწარმეტყველს): მას გარდა ღვთისადმი მსახურებისა, სხვა ბრალდება ვერ მოუძებნეს.
ღვთისთვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი მოწოდება, შენი ყველა ქმედების კანონი.