ფილოსოფიაც თავისი თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით ზნეობრივი ადამიანის სრულყოფისაკენ, მაგრამ მისმა მისწრაფებამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს, ვინაიდან ფილოსოფია თავისი ზნეობრიობის წესების ვერანაირ გარანტიას ...
იხილეთ სრულად
ფილოსოფიაც თავისი თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით ზნეობრივი ადამიანის სრულყოფისაკენ, მაგრამ მისმა მისწრაფებამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს, ვინაიდან ფილოსოფია თავისი ზნეობრიობის წესების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა: ის სიყვარულის, მოთმინების და სხვა სათნოებათა ღვაწლისათვის არ გვიჩვენებს და არ გვანიჭებს იმ გვირგვინებს, როგორსაც მოიპოვებს რელიგიის ჭეშმარიტი აღმსარებელი, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების მწუხარებებშიც იგემებს მ...
ერთი ხუცესი (ალექსანდრიის სიახლოვეს) იმყოფებოდა ურწმუნოთა გარემოცვაში, რომლებიც არა მხოლოდ ბოროტსიტყვაობას დასჯერდნენ, არამედ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როდესაც დაცინვით ეკითხებოდნენ: რა გაგიკეთათ ასეთი არაჩვეულებრივი...
იხილეთ სრულად
ერთი ხუცესი (ალექსანდრიის სიახლოვეს) იმყოფებოდა ურწმუნოთა გარემოცვაში, რომლებიც არა მხოლოდ ბოროტსიტყვაობას დასჯერდნენ, არამედ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როდესაც დაცინვით ეკითხებოდნენ: რა გაგიკეთათ ასეთი არაჩვეულებრივი ქრისტემ? მან უპასუხა: "ის, რომ მე არ აღმაშფოთებს და შეურაცხმყოფს არც ეს და არც ამაზე უმეტესი წყენა, რომელსაც მომაყენებთ".
არქიმედე მოითხოვდა, მიეცათ მისთვის საყრდენი წერტილი და სამყაროს ამოაბრუნებდა. იესო ქრისტემ დაადგინა ასეთი წერტილი და მისი მეშვეობით განაახლა მიწის პირი. ესაა რწმენა, რომლის შესახებაც თავად ამბობდა: ვისაც ექნება მდოგვის მარცვლისოდე...
იხილეთ სრულად
არქიმედე მოითხოვდა, მიეცათ მისთვის საყრდენი წერტილი და სამყაროს ამოაბრუნებდა. იესო ქრისტემ დაადგინა ასეთი წერტილი და მისი მეშვეობით განაახლა მიწის პირი. ესაა რწმენა, რომლის შესახებაც თავად ამბობდა: ვისაც ექნება მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, მთების გადაადგილებას შეძლებს (მთ. 17, 20).
ქრისტიანული რელიგია - საოცრად სასწაულებრივი მოვლენაა; იგი როგორც ჩანს, თავის საგნად, მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარებას ისახავს, მაგრამ, ამავე დროს, ახლანდელი ცხოვრების ნედნიერებასაც ქმნის.
შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება.
ყველა იმ რელიგიას შორის, რომლებიც დედამიწაზე არსებობს, მხოლოდ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და ამიტომ მხოლოდ ქრისტიანობას ძალუძს, მიანიჭოს ცალკეულ ადამიანს და მთელ კაცობრიობას სიკეთე და ბედნიერება - ზეციური და მიწიერი.
უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრი...
იხილეთ სრულად
უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრისტიანულ მისიონერულ მოღვაწეობას მიეკუთვნება.