წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა–განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა, ნაცვლად ზემოჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნულად შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება. რა დაუფასებელი საუნჯე იქნება

ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვის მოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ–ქმრობის, მამა–შვილობის, ოჯახური ცხოვრების დამყარებელი და ამღორძინებელი იყოს. ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და

ბოროტ დედაკაცთან ერთად ცხოვრება დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელია. დედაკაცის სიბოროტე ყოველივე სხვას იმიტომ აღემატება, რომ ღმერთმა ქალს ჩვილი გული და ლმობიერი ხასიათი მისცა, მაგრამ თუ ქალმა ეს ბუნებითი თვისება შეიცვალა და ბოროტი შეიქნა, მასზე უფრო საძაგელი არაფერია. ბოროტ დედაკაცთან ერთად ცხოვრება დიდი

ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა

ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქოს ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმინდა გიორგიმ და სხვა მისთ. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ. ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავია, რომ მისი ჭკუა კი არ მართავს ენას, არამედ მის ჭკუას ენა წარიტაცებს და ჯურღმულში აგდებს ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა

ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ არს, ეს მას არ ესმის. ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ

სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი სულით – თავმდაბალი და მშვიდია, რაცარუნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული. სულიერი გლახაკი ანუ სულით ისაა, ვინც გრძნობს

ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ. ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო

ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნამეტნავისაგან გულის იტყუან ბაგენი (I, 432-433). ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და

ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არამხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისათვისაც. ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1