სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას, რათა სული, სიყვარულით გათამამებული, ღვთის უპატივცემულობამდე არ მივიდეს.
82. პირველი სახის შიშს სრულყოფილი სიყვარული „გარე განსდევნის“ (1იოან. 4,18) სულიდან, მის მომპოვებელს აღარა აქვს ტანჯვის შიში; ხოლო მეორე - როგორც უკვე ითქვა - ყოველთვის თან ახლავს სულს. პირველს შეესატყვისება წმინდა წერილის შემდეგი სიტყვები: „უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღის დიდებას“ (იგავ. 15,33), „უფლის შიში ცოდნის სათავეა“ (იგავ. 1,7), მეორეს: „შიში უფლისაი წმინდა არს და ჰგიეს იგი უკუნით უკუნისამდე“ (ფს. 18,9) „და არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა“ (ფს. 33,9).
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
73. ყური უგდე რას ამბობს ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს მიაღწია: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? რამეთუ წერილ არს; შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ. რადგან გვწამს, რომ სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღვთისას უფლის ჩვენის იესოს მიერ (რომ. 8, 35-39).
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
58. ყურს ნუ მიაპყრობ მაწყევარის ენას, ნურც ავსიტყვაობის მოყვარულისას, სიამოვნებით რომ ამბობს ან ისმენს მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვას; რათა არ განეშორო ღვთის სიყვრულს და უცხო არ გახდე მარადიული ცხოვრებისათვის.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
53. თუ ღვთის სიყვარულის დაკარგვა არ გინდა, მაშინ ძმაზე გამწყრალი ნუ დაიძინებ და ნურც მას დააძინებ შენზე ნაწყენს. "არამედ ჯერ შენი ძმა შემოირიგე, და მხოლოდ შემდეგ მიდი" (მათ.5,24) წმინდა სინდისით, და მიუძღვენი ქრისტეს სიყვარულის შესაწირავი ძილის წინა ლოცვებში.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
48. ღვთის მოშიშს ჰყავს თავისი მუდმივი თანამოსაუბრე - სიმდაბლე, და მისი კარნახით ღვთის სიყვარულსა და მადლიერებამდე ამაღლდება. ღმერთი შეახსენებს მას, რომ ადრე წუთისოფლის მოთხოვნილებათა მიხედვით ცხოვრეობდა, შეახსენებს მის სხვადასხვა ცოდვას, სიჭაბუკის ჟამს ჩადენილს და იმას, თუ როგორ იხსნა უფალმა ყოველივე ამისაგან და ვნებებით აღსავსე ცხოვრებიდან როგორ მოაქცია უფლისმიერი ცხოვრებისაკენ. ის შიშით მიიღებს სიყვარულსაც და ღრმა სიმდაბლით მადლობას შესწირავს უფალს, ჩვენი ცხოვრების კეთილისმყოფელსა და ხელმძღვანელს.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
46. ვინც ღვთის შემეცნების ღირსი გახდა და სიყვარული მოიპოვა, მის ცოდნას არასდროს დაეუფლება პატივმოყვარეობის სული, ხოლო ვინც ამას ვერ მიაღწია, მას ადვილად შეიპყრობს იგი. ხოლო, თუ ასეთი ადამიანი, რასაც არ უნდა იქმოდეს, ღმრთზე იფიქრებს, ყველაფერს მისთვის გააკეთებს, მაშინ, ღვთის შემწეობით, ადვილად დაძლევს ამ სენს.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
42. ღვთის მოყვარული დედამიწაზე ანგელოზივით ცხოვრობს, მარხულობს და ფხიზლობს, გალობს და ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ ყოველთვის სიკეთეს განიზრახავს.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
41. ღვთის მოყვარული არავის აწყენინებს და არავიზე განაწყენდება წარმავალის გამო: ის სხვას აწუხებს და თვითონაც წუხს მხოლოდ ცხონების დარდით, რითაც ნეტარი პავლე დამწუხრდა და კორინთელებიც დაამწუხრა (2კორ. 2,4).
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
39. ნუ იტყვით, რომ ტაძარნი ხართ ღვთისანი, ამბობს ღვთაებრივი იერემია (7,4). ნურც იმას იტყვით, რომ მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს რწმენა გიხსნით, რადგან ეს შეუძლებელია, თუკი არ მოიპოვებთ უფლისადმი სიყვარულს, საქმით დამტკიცებულს. რაც შეეხება შიშველ რწმენას, "ეშმაკთაც ჰსწამთ და ჰსძრწიან მისგან" (იაკ. 2,19).
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
34. წმინდაა ვნებათაგან თავისუფალი და დაუცხრომელი ღვთიური სიყვარულით გამხიარულებული გული
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ