გაიხსენე, რა ბევრი გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი; როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, უძილო ღამეებს ატარებდა შენს გამო; რა დ...
იხილეთ სრულად
გაიხსენე, რა ბევრი გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი; როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, უძილო ღამეებს ატარებდა შენს გამო; რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს გამოსაკვებად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო შენს მშობლებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ შენთვის გასწიეს.
მშობლებისადმი მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ - სასარგებლოცაა ჩვენთვის. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია, მისი გახანგრძლივება; რამეთუ მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6, 2).