სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ქრისტე, რომელიც მოწოდებული იქნა მეფობისათვის, განეშორა ამას, ხოლო ლანძღვასა და ჯვარზე სიკვდილისათვის მოწოდებისას, ნებაყოფლობით დათანხმდა; ამგვარად, ადამიანო, რომელსაც გსურს, ქრისტეს მიემსგავსო, მეტად უნდა გიხაროდეს შეურაცხყოფის მი... იხილეთ სრულად
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმდაბლოთ თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
სიმდაბლით შემოსილი უფალი ადამიანებს გამოეცხადა, და ვინც კაცთა შორის შეიმოსავს სიმდაბლეს, იგი ღვთის მსგავსი გახდება.
დაე, ყველაფერში შენი მასწავლებელი უფალი იესო ქრისტე იყოს; გონების თვალით მჭვრეტელმა საკუთარ თავს ხშირად ჰკითხე:რას იფიქრებდა, რას იტყოდა ან გააკეთებდა ამ შემთხვევაში უფალი იესო ქრისტე?
მეათე მცნებაა: "არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მხევალსა მისსა, არცა ხარსა მისსა, არცა კარაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი რაი არს მოყუსისა შენის... იხილეთ სრულად