არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს
უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემს თავს, რა ნაგავიც ვარ
იღუმენიობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმენდელად. თუ იღუმენია სიმდაბლისაკენ მიდის - საცხოვნებელია
მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო, იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს
დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ, მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპებ... იხილეთ სრულად