არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს
თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი
ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და კურთხევა არის
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკე... იხილეთ სრულად
მონასტერში დღეში ერთხელ უნდა ჭამდე მწუხრით-მწუხრად და მუდამ მარხვაში გეთვლება, რაც უნდა ჭამო - ასე უმჯობესია, წმიდა მამებმა დაადგინეს. გარდამეტებული მარხვა კი - ეშმაკისაა.
წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება