სხვა დროს მამა გაბრიელი გვასწავლიდა: როდესაც ეშმაკს ახსენებთ, ის იმ წუთასვე მოდის. ამიტომ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, რომ ვერ მოგეკაროთო. ერის კაცს, რამდენიმე ეშმაკი ებრძვის, ხოლო ბერს ლეგიონიო.
ერთხელ, ჩემს სემინარიელ მეგობრებთან ერთად, მამა გაბრიელთან, კელიაში ვიყავით. ის კვლავ ანტიქრისტეს პერიოდზე გვესაუბრებოდა და გვარიგებდა. ჩვენ ჩავეკითხეთ, თუ როგორ შეძლებდა ხალხი ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას. მან გვიპასუხა: ბოლოჟამს...
იხილეთ სრულად
ერთხელ, ჩემს სემინარიელ მეგობრებთან ერთად, მამა გაბრიელთან, კელიაში ვიყავით. ის კვლავ ანტიქრისტეს პერიოდზე გვესაუბრებოდა და გვარიგებდა. ჩვენ ჩავეკითხეთ, თუ როგორ შეძლებდა ხალხი ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას. მან გვიპასუხა: ბოლოჟამს მორწმუნეები ტყეებში იცხოვრებთ. მე ვერ მოვესწრები იმ დროს. თქვენ ერთად უნდა იყოთ და არაფრის გეშინოდეთ. თქვენ სემინარიის სტუდენტები ხართ და რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა? ღმერთმა ებრაელი ერი ორმოცი წელი ატარა უდა...
link
ბერი ხანდახან ანტიქრისტეზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა: მისი მოსვლის დრო ისე ახლოს არის, რომ იგი უკვე კარზე აკაკუნებსო. როდესაც უფრო დაწვრილებით დავეკითხე, მაინც როდის იქნება მისი მოსვლა მეთქი, პასუხის გაცემაზე უარი მითხრა - რომ ...
იხილეთ სრულად
ბერი ხანდახან ანტიქრისტეზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა: მისი მოსვლის დრო ისე ახლოს არის, რომ იგი უკვე კარზე აკაკუნებსო. როდესაც უფრო დაწვრილებით დავეკითხე, მაინც როდის იქნება მისი მოსვლა მეთქი, პასუხის გაცემაზე უარი მითხრა - რომ გითხრა, შეგეშინდებაო. საუბრის დასაწყისში დამპირდა, რომ ანტიქრისტეზე წიგნს მაჩუქებდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მამა გაბრიელისგან სახსოვრად რაიმე მქონოდა და, როგორც კი გულში გავიფიქრე, ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა...
link
გაბრიელ ბერი თავის კელიაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მაცხოვრის ხატთან ყოფილა გარინდებული, შემდეგ კი უთქვამს: უფალი მოდის, მთელი სამყარო ძრწის, მაგრამ ადამიანები ვერ ხვდებიან მატერიალური სამყაროს დასასრულის მოახლოებასო. მამა...
იხილეთ სრულად
გაბრიელ ბერი თავის კელიაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მაცხოვრის ხატთან ყოფილა გარინდებული, შემდეგ კი უთქვამს: უფალი მოდის, მთელი სამყარო ძრწის, მაგრამ ადამიანები ვერ ხვდებიან მატერიალური სამყაროს დასასრულის მოახლოებასო. მამა გაბრიელის ამ გამოცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ფიზიკური მატერია მართლაც გრძნობს დიადი ძალის მოახლოებას და ამიტომაც ძრწის. სამწუხაროა, რომ ამას უსულო საგნები გრძნობენ, ხოლო ცოცხალი გონიერი არსებები - ვერა.
link
სამთავროს მონასტერში ერთი უცნობი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. როდესაც მამა გაბრიელმა დაინახა, დაუწყო ხმამაღლა ყვირილი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. უცნობი ქალი კარგა ხანს მშვიდად და მორჩილად უსმენდა მას. ლანძღვის მერე მამა გაბრიელმა სით...
იხილეთ სრულად
სამთავროს მონასტერში ერთი უცნობი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. როდესაც მამა გაბრიელმა დაინახა, დაუწყო ხმამაღლა ყვირილი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. უცნობი ქალი კარგა ხანს მშვიდად და მორჩილად უსმენდა მას. ლანძღვის მერე მამა გაბრიელმა სითბოთი აღსავსე ხმით გადაულაპარაკა სხვას: ეს მონაზვნად გამოდგებაო.
link
ეს ამბავი ახლობელმა მ. ჯ.-მ მიამბო: მამა გაბრიელთან ერთ მორწმუნეს სულიერად დაავადებული ქალი მიუყვანია. ამ ადამიანს, თურმე, მუდმივი გაუმაძღრობა სჭირდა, დანაყრებას ვერ გრძნობდა და დაუსრულებლად ჭამდა. მამა გაბრიელს ერთ-ერთი მონაზვნის...
იხილეთ სრულად
ეს ამბავი ახლობელმა მ. ჯ.-მ მიამბო: მამა გაბრიელთან ერთ მორწმუნეს სულიერად დაავადებული ქალი მიუყვანია. ამ ადამიანს, თურმე, მუდმივი გაუმაძღრობა სჭირდა, დანაყრებას ვერ გრძნობდა და დაუსრულებლად ჭამდა. მამა გაბრიელს ერთ-ერთი მონაზვნისთვის დაუვალებია, ხაბიზგინები გამოეცხო, რათა ამ ქალისათვის მიერთმია. როდესაც ხაბიზგინები მოიტანეს, ბერმა ყველა ამ ქალბატონს დაუდო წინ. ქალს, თურმე, ბოლოს აღარ შეეძლო და ორი ცალი დაუტოვებია. მამა გაბრიელმა ისინი თან გაატან...
link
ერთხელ, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავით, მისმა ნაცნობმა ქალბატონმა ერთი მეცნიერი მოიყვანა სტუმრად, იმის საჩვენებლად, თუ როგორი ბრძენი იყო ბერი. საიდან არ მიუდგნენ, რა არ სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მამა გაბრიელს მათთან საუბ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავით, მისმა ნაცნობმა ქალბატონმა ერთი მეცნიერი მოიყვანა სტუმრად, იმის საჩვენებლად, თუ როგორი ბრძენი იყო ბერი. საიდან არ მიუდგნენ, რა არ სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მამა გაბრიელს მათთან საუბრისას "კი" და "არას" მეტი არაფერი უთქვამს. უმეტესად კი მორჩილი კრავივით უსმენდა მათ. სტუმრები ბოლოს მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ და წავიდნენ.
link
ერთი ჩემი ახლობელი ა. კ., თავის მეგობართან ერთად, მამა გაბრიელთან იყო ჩასული. წამოსვლისას ბერმა მკაცრად გააფრთხილა, არსად წახვიდეთ, აქ დარჩითო. მის მეგობარს უთქვამს: წამოდი, მაგ ლოთს რას უსმენო. ჩემი ახლობელი კარგად იცნობდა მამა გ...
იხილეთ სრულად
ერთი ჩემი ახლობელი ა. კ., თავის მეგობართან ერთად, მამა გაბრიელთან იყო ჩასული. წამოსვლისას ბერმა მკაცრად გააფრთხილა, არსად წახვიდეთ, აქ დარჩითო. მის მეგობარს უთქვამს: წამოდი, მაგ ლოთს რას უსმენო. ჩემი ახლობელი კარგად იცნობდა მამა გაბრიელს და იმდენი ქნა, რომ წასვლა მაინც გადადო. რამდენიმე საათში შეიტყვეს, რომ იმ ადგილას, სადაც მათ უნდა გაევლოთ, სროლები ამტყდარა და ვიღაც მოუკლავთ
link
ერთხელ, ჩემს უსინათლობასთან დაკავშირებით მითხრა: შენ უფალი აუცილებლად აგიხელს თვალებს ისე, რომ სათვალეც არ დაგჭირდება. იმიტომ ვერ ხედავ, რომ შენზე უფლის დიდება უნდა გამოცხადდესო; და, ამ სიტყვების შემდეგ, ციტატა მოიყვანა იოანეს სახ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, ჩემს უსინათლობასთან დაკავშირებით მითხრა: შენ უფალი აუცილებლად აგიხელს თვალებს ისე, რომ სათვალეც არ დაგჭირდება. იმიტომ ვერ ხედავ, რომ შენზე უფლის დიდება უნდა გამოცხადდესო; და, ამ სიტყვების შემდეგ, ციტატა მოიყვანა იოანეს სახარებიდან, სადაც უფალი შობითგან ბრმაზე ბრძანებდა: "არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა. [იოანე 9.3], თუმცა, ამ სასწაულს უფალი როდის ან რა გზით მოახდენს, არ უთქვამს.
link
ერთხელ, სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან ერთად, ტრაპეზს ვუსხედით; მე მამა გაბრიელის პირდაპირ ვიჯექი. უეცრად იგი სუფრიდან წამოდგა, სამჯერ გააკეთა დიდი მეტანია და უფალს მთელი გულით ევედრებოდა: ღმერთო, ამას ახადე და მე დამხადეო. ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან ერთად, ტრაპეზს ვუსხედით; მე მამა გაბრიელის პირდაპირ ვიჯექი. უეცრად იგი სუფრიდან წამოდგა, სამჯერ გააკეთა დიდი მეტანია და უფალს მთელი გულით ევედრებოდა: ღმერთო, ამას ახადე და მე დამხადეო. არ ვიცი, იგი უფალს ჩემთვის თვალების ახელას სთხოვდა, თუ კიდევ სხვა რაიმე განსაცდელი მომელოდა და მან აიღო თავის თავზე.
link