სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
უფალი ადამიანებს სამუდამოდ არც უბედურებაში ტოვებს, რათა არ დაუძლურდნენ და არც - ბედნიერებაში, რათა უზრუნველნი არ გახდნენ, არამედ სხვადასხვა საშუალებებით აწყობს მათ ცხონებას.
მექოთნემ იცის, რამდენ ხანს გააჩეროს ცეცხლში თიხის ჭურჭელი. რომელიც აიტანს მხურვალებას, გამოიწრთობა, ხოლო რომელიც ვერ აიტანს, სახმარად უსარგებლო იქნება. მით უმეტეს, იცის უფალმა, თუ რა ძალისა და ხარისხის ცეცხლია საჭირო ღვთის სიტყვიე... იხილეთ სრულად
ჯვრის სკოლა - საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად.
სულში ღვთაებრივი სიყვარულის ასაგიზგიზებლად უკეთესი ხე არ არსებობს, ვიდრე ხის ჯვარი (მწუხარებისა).
ადამიანთა დიდი ნაწილი ისეთია, რომ მათ გარედან უნდა უბიძგო, რომ საკუთარ თავში შესვლა შეძლონ.