მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
რაკი ქრისტე მაცხოვარს ანგელოზებრივი მოქალაქეობის ერთგულებით შეუდექით, უდიდეს მოვალეობად გეკისრებათ მწუხარებათა დათმენა, განურჩევლად მიზეზისა – ბუნება იქნება თუ მცონარობა, ცოდვები თუ ადამიანები
მრავალ სულს უნდა შეებრძოლო. ამათგან ყველაზე დიდი სიძვის სულია, რომელიც ანძას ცამდე აღმართავს, უფსკრულში კი იძირება. შენ მარხულობ, ძილს იკლებ, ღაღადებ, უფალს მოუხმობ, ტირი, გტკივა, ის კი სატანის შემწეობით წამითაც არ ცხრება, არამედ ... იხილეთ სრულად
თუ მოეწონება ის, რაც გინდა და რაზეც ოცნებობ, ყველა შემთხვევაში მოხდება, მაგრამ საჭიროა მთელი სულით ლოცვა და მოთმინებით ლოდინი.
გინდა, რომ ყველაფერი ელვისებრად მოგვარდეს, მაგრამ ასე არ არის. უფალი მოთმინებას ეძიებს, რათა ჩვენი რწმენა დაინახოს!. საჭირო მარტო ლოცვა კი არაა, რომ ადამიანმა თუთიყუშივით იმეოროს, არამედ ყველაფერი დანარჩენიც. მოთმინების გარეშე ადა... იხილეთ სრულად
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე მოთმინება და სულგრძელება. უფრო მეტად და მეტად გაძლიერდი, ჩემო დაიკო, გასაჭირებში, რამეთუ ნელ-ნელა წავალთ აქედან. გაზაფხული ახლოვდ... იხილეთ სრულად
თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვა, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი ... იხილეთ სრულად