მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ჩვენი ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურთა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება.
ნუ შეძრწუნდები, თუნდაც ყოველდღიურად ეცემოდე და ღვთის გზას ზურგს ნუ შეაქცევ, არამედ მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი შენს ამ მოთმინებას უეჭველად დააფასებს.
გზა სასუფევლისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა.
კეთილი სული მოყვასისათვის წყალობას გაიღებს და არა მხოლოდ მის უმადურობას იტანს სულგრძელად, არამედ მოთმინებით იღებს მისგან შეურაცხყოფასაც.
ცრემლით ითხოვე და მორჩილებით ეძებე, მოთმინებით დარეკე; რადგან ის, ვინც ამგვარად ითხოვს, მიეცემა; ვინც ეძიებს - იპოვის და ვინც რეკს - გაეღება
106. თავი დააღწიე განსაცდელს მოთმინებისა და ლოცვა–ვედრების გზით, ხოლო თუ ამათ გარეშე შეეწინააღმდეგები, უფრო მეტად დაგესხმის თავს.
ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს.
91. ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში იწვრთნება, ამქვეყნად შემდეგი სამი სახის საცდურით გამოიცდება: ან კეთილდღეობათა მინიჭებით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სილამაზე, მრავალშვილიანობა, სიმდიდრე, დიდება და ამის მსგავსნი; ან განსაცდელის... იხილეთ სრულად