ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - O ???? N. ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“ ანუ „მყოფს“, ითარგმნება: „ის, რომელიც არ... იხილეთ სრულად
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. ... იხილეთ სრულად
უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.
როცა ღვთისგან მოვლინებულ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის, როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც - კეთილისმოქმედი.
ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.
არა ასპარეზის სირთულით იზომება უფლის წინაშე ჩვენი დამსახურება, არამედ - მისდამი სიყვარულისა და ერთგულების საზომით, რითაც ყოველი ჩვენთაგანი ემსახურება მას, სულ ერთია, დიდი იქნება თუ მცირე. - მიწიერი გაგებით.
უფალი ჩვენგან არასდროს მოითხოვს ანგარიშს დიდებულ საქმეებში, არამედ მხოლოდ მცირეზე ერთგულებას ითხოვს.
ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან.
როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში