იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი სიყვარული ხალხისა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული შენს გვერდით მდგომი გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისა, რომელსაც შენი თანადგომა სჭირდება.
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქ...
იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქარვებს.
ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის...
იხილეთ სრულად
ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის შენდობა, არამედ მისი სიყვარული მოსთხოვა. ხშირად სვამენ კითხვას: ხომ არ არის ეს ჩვენთვის განუხორციელებელი რამ?უფალმა ჩვენზე კარგად უწყის ადამიანის შესაძლებლობანი. "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არ...
მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის სრული გამოვლინება როდია. არსებობს სრულყოფის სხვა უფრო მაღალი საფეხური, რომელიც ღრმა რწმენით, სათნოებით, მორჩილებით, ღვთისადმი დიდი სასოებითა და სიყვარულით მოიპოვება. აი, როგორ გვარიგე...
იხილეთ სრულად
მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის სრული გამოვლინება როდია. არსებობს სრულყოფის სხვა უფრო მაღალი საფეხური, რომელიც ღრმა რწმენით, სათნოებით, მორჩილებით, ღვთისადმი დიდი სასოებითა და სიყვარულით მოიპოვება.აი, როგორ გვარიგებს მაცხოვარი: "გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელ...
თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბა...
იხილეთ სრულად
თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბარია კეთილ სამარიტელზე, რომელმაც ყოველგვარი რელიგიური მოვალეობის გარეშე დახმარება გაუწია ავაზაკის მიერ გაძარცულ და ნაგვემ სხვა სარწმუნოების ადამიანს, რადგან ამ კაცის მძიმე მდგომარეობა თავისთავად განაპირობებდა მასზე ზრუნვი...
ღვთის სიტყვის განხორციელებით ჩვენ გაგვეხსნა განღმრთობის გზა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა, რადგან სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება იესო ქრისტეში იყო კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის გაღებული უდიდესი მსხვერ...
იხილეთ სრულად
ღვთის სიტყვის განხორციელებით ჩვენ გაგვეხსნა განღმრთობის გზა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა, რადგან სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება იესო ქრისტეში იყო კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი.