სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ...
იხილეთ სრულად
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმა ჭვრეტით, ანუ თვითშემეცნებით მიიღწევა.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები... რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა და...
იხილეთ სრულად
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია.
ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებით, ასაკით... რათა არ დაირღვეს წონასწორობა მათ შორის მსხვერპლის გაცემასა და მის მიღებაში. მეორე პირობა კი არის მათი უნარი, მთლიანად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს, ხელი შეუწყონ ურთიერთს ნაკლოვანებათა დაძლევასა და განწმენდაში, რათ...
ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლის, შვი...
იხილეთ სრულად
ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლის, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე.
ბოლო დროს, სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვ...
იხილეთ სრულად
ბოლო დროს, სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვიან და ავიწყდებათ, რომ ოჯახი არის მოწოდება, რომლის წმინდა ვალდებულებებიც მათ ღირსეულად უნდა აღასრულონ, რადგანაც ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთ...
სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდები...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდებიან და მეუღლის ნებართვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ უდროოდ უსპობენ სიცოცხლეს ნაყოფს. იმას კი ივიწყებენ, რომ ეს არის ნამდვილი მკვლელობა, მკვლელობა საკუთარი ვაჟის ან გოგონასი; რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნის იქნება იგი, ახლა...
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით, ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავი...
იხილეთ სრულად
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით, ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის სწორთან ურთიერთობა, სურვილი კლავს, დაამციროს იგი; აღიზიანებს დაბალი მდგომარეობის ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი, ეშინია, მას არ გაუტოლდნენ, ან მასზე მეტად არ დაწინაურდნენ.