წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმერთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის ადამიანი გრძნობს. ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის

ყოველი შესაწირავი და მსხვერპლი ჩვენი მხოლოდ მაშინ არის სათნო და სიყვარული ღმრთისათვის, თუ გული გვაქვს მიქცეული მისდამი, თუ სიყვარული და კეთილი ყოფაქცევა გამოგვარჩევს. ყოველი შესაწირავი და მსხვერპლი ჩვენი მხოლოდ

სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლესიასაც შემოსავლების, წიგნების, სამკაულის, შენობების მოვლისა და შეკეთებისათვის მცირე არა აქვს; ხოლო თუ აქედან რაიმე გადარჩება, ის ობლების გამოსაზრდელადაა გამიზნული სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ

გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს, ამიტომ, ყოველ ღმრთისმოყვარე კაცს თავისი ნაყოფისგან ღმრთისთვის შეწირვა უნდა უყვარდეს. იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ძველთაგანვე ეკლესიაში ხატთა წინაშე წმიდა სანთლის ანთებაა მიღებული. ხატის წინაშე სანთლის ანთებით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისადმი მისი გულიცა და სულიც ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ

მაცხოვარი ზეცად ამაღლდა, მაგრამ მოწაფეებს არ განშორებია, მიეფარა თვალთა მათთაგან, მაგრამ გულთა მათთა მიეახლა. ადამიანის გულს ასეთი თვისება აქვს, თუ იგი უმანკო, წმინდა სიყვარულითაა სავსე, განშორება უფრო ძვირფასს ხდის იმას, ვინც უყვარს და ამრიგად, ხორციელი განშორება სულიერად კიდევ უფრო დააახლოებს მასთან. მაცხოვარი ზეცად ამაღლდა, მაგრამ მოწაფეებს არ

ძმაო ერისკაცო, ღმერთის საქმის მოქმედი მარტო საყდარში კი არ უნდა იყო, არამედ ყველგან და ყოველთვის. ღმერთის სიტყვა და მცნება მოკლედ და ვიწროდ არ უნდა გვესმოდეს, ვრცელ არს ცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი. ძმაო ერისკაცო, ღმერთის საქმის მოქმედი მარტო

ოღონდ კი სარგებელი საქმე აკეთე, და რაც გინდა მცირე იყოს იგი, თუ გულმოდგინედ აღასრულებ, ამით ღმერთს ემსახურები. მაშასადამე, ეს სიტყვა არამხოლოდ მათთვისაა სანუგეშო, რომელთაც დიდ-დიდი სახელმწიფო საქმეები აბარიათ, არამედ თვით უკანასკნელი დღიური მუშა კაცისათვისაც, რადგან თუ გულმოდგინედ და სინდისიანად მუშაობს, მასაც უნდა უხაროდეს, ვინაიდან ისიც ღმერთს ემსახურება. ოღონდ კი სარგებელი საქმე აკეთე, და რაც გინდა

მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არამხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც, მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა, ღმერთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქველ საქმეს ან სათნოებას აღვასრულებთ, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენს საკუთარ, სოფლიურ საქმეს ვაკეთებთ, - თუკი იგი ღმრთის წინაშე პატიოსნად და ერთგულად იქნება შესრულებული. მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ

მართალია, ტაძარში ლოცვებსა და გალობებს სამღვდელო პირნი წარმოთქვამენ, მაგრამ ერისკაცნიც ღმრთისმსახურების მოზიარენი არიან მართალია, ტაძარში ლოცვებსა და გალობებს

პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე. ან დააბრკოლე; ან შეიძლება პირდაპირი ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე. პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გონია, რომ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1