image
image
24
25
26
27
28
image
image
Loading..
image

თემა: ვნებები,  მორჩილება,  სიმდაბლე

550. იმავე დიდი ბერისაგან, ძმას, რომელიც საერთო საცხოვრებელში სადურგლო სამუშაოებს ეწეოდა, სხვადასხვა აზრების გამო ბრძოლები ჰქონდა და ასე ფიქრობდა: აქ ყოფნას მცირედი სარგებელიც არ მოაქვს ჩემთვის, და მე ვერანაირი შემწეობა ვერ მივიღე ჩემი სულისთვის.ძმაო! ჩვენ თავად არ გვსურს მძიმე დღეებისა და ბოროტი წუხილისაგან განთავისუფლება. ღმერთმა ადამიანებს ორი ნიჭი მისცა, რომელთა მეშვეობითაც მათ ცხონება და ძველი ადამიანის ყველა ვნებებისაგან თავის დაღწევა შეუძლიათ. ესაა სიმდაბლე და მორჩილება, მაგრამ ჩვენ არ ვისწრაფვით მათკენ, არც მათში ყოფნა და არც მათით ხელმძღვანელობა გვსურს, რათა დახმარება მივიღოთ; რათა ბოროტებას თავი დავაღწიოთ და უდიდეს ექიმს, იესოს მივეჯაჭვოთ, რომელსაც შეუძლია ვნებების ანთებისაგან ჩვენი განკურნება. რატომ აგროვებ ყველანაირ ბოროტებას შენს საგანძურში? რატომ შფოთავ და დარდობ? შეწყვიტე მრისხანება, გაღიზიანება და შური. შეიგნე, რომ ასეთები საზიზღარნი არიან, და არა ღირსეულნი. არსად გადაუხვიო სიმართლის გზიდან, სიმდაბლითა და მორჩილებისათვის ქედი მოიხარე და წყალობას მიიღებ. თუ სიმდაბლით და მორჩილებით აღასრულებ იმას, რასაც მამებისაგან ისმენ, მაშინ ღმერთი თავის შეწევნას არა მარტო იმ საქმეში გამოგიგზავნის, რომელშიც ახლა ვარჯიშობ, არამედ ყველაფერს ისე მოგიგვარებს, რომ ყველაფერში წარემატები, რამეთუ ის იცავს მის მოშიშებს და მფარველობს მათ გზას. რატომ ხარ უკმაყოფილო? რატომ კამათობ? თუ ღვთისნიერ მოთმინებას მუდმივად შეინარჩუნებ, მოწყალე ღმერთი დაგეხმარება. მოკვდი, გულფიცხელო, ყველა ადამიანისთვის. უთხარი შენს აზრს: „ვინ ვარ მე? - მტვერი და ნაცარი (დაბ. 18, 27) და ძაღლი“ (მათე 15, 27). უთხარი საკუთარ თავს: „მე საერთოდ არაფერს წარმოვადგენ“. რატომ უმზადებ საკუთარ თავს სიკვდილს და ღვთისა არ გეშინია? როგორ არ გრცხვენია როდესაც ამბობ: „მე აქ შემწეობა არ მიმიღიაო?“ იცოდე, სატანა გულს გიბნელებს და უმადურობამდე მიჰყავხარ იმ აზრით, რომ შენ ამ წმინდა ადგილზე არანაირ სარგებელს არ იღებ. ო, უგუნურო ადამიანო! შენ რომ ღვთის ხელი და აქ მყოფი წმინდანების ლოცვები არ გიფარავდეს, მაშინ სად იქნებოდი ახლა, თუ არა გარესკნელის წყვდიადში! სად მიიღებდი ამდენ სარგებელს? - არსად. მაგრამ ეშმაკი, რომელსაც სურს, რომ წმინდანებთან გულწრფელ კავშირს, მათ მფარველობას და მათგან მიღებულ სარგებელს მოგწყვიტოს, დასაღუპავად სასიკვდილო თესლს გითესავს, რათა მთლიანად ჭეშმარიტების მტრების ხელში ჩავარდე და შეძლონ ტარიგის დაგლეჯა, რაშიც შენს სულს ვგულისხმობ. ნუ ანსხვავებ, ამცირებ და დასცინი სხვებს, რადგან შენ თვითონ ვარდები მტრის მახეში და შფოთდები; მტრები გაძევებენ წყნარი და მშვიდი გარემოდან, მუდმივი კეთილდღეობიდან, გონიერებიდან და ყოველგვარი სიკეთიდან და გაზიანებენ. მიატოვე ისინი, ჩემს სიტყვებს შეუდექი და მეც ვატარებ შენს ტვირთს; ამით შენც დახმარებას და წყალობას მიიღებ და იხსნი შენს სულს. ძმაო! იოლი არაა ცხონება. საკუთარი თავი აიძულე და ნუ იტყვი: „რა არის ის? რისთვისაა ეს? (ზირ. 39, 22) რატომ მეც არა მაქვს სხვებივით?“. არამედ შენს მცირდ ხელსაქმეში გულმოდგინედ და ღვთის შიშით იშრომე და ამისთვის მცირედ საზღაურს როდი მიიღებ. ნუ მიეცემი უსასოობას, რამეთუ ეს ეშმაკს ახარებს. დაე, არ დაუშვას ღმერთმა, რომ მან გაიხაროს, არამედ უფრო მალე, ის ატირდეს შენი ცხონების გამო, ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: ავადმყოფობა,  გარდაცვალება,  სტუმართმოყვარეობა

793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს.აბბა იოანემ ასეთი პასუხი გასცა: მისი აღსასრული მოახლოებულია და მან თავის სახლის თაობაზე ანდერძი უნდა დატოვოს. განუცხადა რა ეს გამოგზავნილებს, მან თავის მომსახურე ძმას უთხრა: „წადი წმინდა ბერთან (ბარსანუფისთან) და სთხოვე ილოცოს, რათა უფალმა სტუმართმოყვარეობის კეთილი საქმეებისთვის სიცოცხლე გაუხანგრძილოვოს მას (ავადმყოფს), რადგან თუ ბერი ღმერთს სთხოვს, ის მადლს მიიღებს. მომსახურე ძმა ბერთან მივიდა და თხოვნით მიმართა; მან ლოცვა აღავლინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. აბბა იოანემ ის წმინდა დიდ ბერთან მეორედ და მესამედაც გაგზავნა, მაგრამ ბერი ისევ ლოცულობდა და არაფერს ამბობდა. აბბა იოანე მიხვდა რაში იყო საქმე და თავის მოწაფეს უთხრა: ის ავადმყოფი ჯერ არ მოკვდება, რამეთუ ბერს ღვთისაგან ნაბოძები აქვს ეს ნიჭი. აბბამ ყველაფერი აუწყა იმათ, ვინც ავადმყოფისთვის ლოცვა ითხოვა, ის ადამიანი კი სიკვდილის საშიშროებას მაშინვე გადაურჩა და წმინდა და დიდი ბერის, ბარსანუფის და მისი მიმბაძველის და თანამოსაგრის, აბბა იოანეს ლოცვებით სრულიად განიკურნა; შეიტყო რა თავისი განკურნების გარემოებების შესახებ, ის კაცი ღვთის სადიდებლად კიდევ უფო წარემატა სტუმართმოყვარეობაში.
link
image

თემა: მოთმინება,  ხელმძღვანელთა მოვალეობანი

660. სხვა ქრისტესმოყვარე კაცს ურგები მონა ჰყავდა, რომელიც გაიქცა მისგან, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა; იმ კაცმა ბერს, იოანეს ჰკითხა, მიეღო ის თუ არა. როდესაც ბერმა უთხრა არ მიიღოო, მსახური გამოსწორდა, მაგრამ ბატონს მისი გაშვება სურდა და კიდევ ერთხელ გაუგზავნა ბერს ამ საკითხზე შეკითხვა.ჯერჯერობით დატოვე ის მსახური და ასწავლე მას და შენც ისწავლე მისი მეშვეობით. თუ გამოსწორდა - კარგია; თუ ძველებურად გააგრძელა ცხოვრება და შენ მას ღვთის გულისათვის მოუთმენ - ესეც კარგია, რამეთუ მოთმინებისათვის საზღაურს მიიღებ. მაგრამ თუ დაინახავ, რომ მოთმინების ძალა არ გყოფნის და ის გაზიანებს, მაშინ გაუშვი და გაიხსენე ერთ-ერთი წმინდანის ნათქვამი: „თუ ხედავ, რომ მდინარეში ვიღაც იხრჩობა, ხელს ნუ გაუწვდი, რათა შენც არ დაგახრჩოს, არამედ ჯოხი გაუწოდე და თუ ჯოხის დახმარებით გადაარჩენ, კარგია; თუ არა, მაშინ ჯოხს ხელი გაუშვი, რომ შენც მასთან ერთად არ დაიღუპო“.661. რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ იმ მსახურს რომელიღაც ნივთის მოპარვით თავის ბატონის შეურაცხყოფა უნდოდა, მაგრამ წმინდანების ლოცვით ღმერთმა ეს არ დაუშვა, და მსახური კვლავ გაიქცა. მისი ბატონი ბერთან მივიდა, ლოცვით დახმარებისათვის მადლობა უთხრა მას და საკუთარ თავს კიცხავდა, რომ პირველი პასუხის შემდეგ, მაშინვე არ გაუშვა ის მსახური. ბერმა კი მას შემდეგი უპასუხა:მე მისი გაშვება სიძულვილის გამო კი არა, არამედ შენი აზრების უძლურების გამო გირჩიე, რამეთუ შენ ვერ მოუთმენდი მას შეურაცხყოფას. ჩვენც ასევე ცოდვილნი ვართ. ვინმეს გაგდება ჩვენი საქმე არაა. შენ რომ მისი სიზარმაცე მოგეთმინა, მაშინ მისი გულისთვის საზღაურს მიიღებდი. ერთხელ მამები აბბა პიმენის თანდასწრებით აბბა ნესტორის შესახებ ამბობდნენ, რომ ის სულგრძელად ითმენდა მოწაფის უდებებას. აბბა პიმენმა კი თქვა: „მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ბალიშსაც დავუდებდი თავქვეშ“. „ღმერთს რა პასუხს გასცემდი?“ - ჰკითხეს მას სხვებმა. „ღმერთს ვეტყოდი, - აღნიშნა აბბა პიმენიმ, - „შენ თავად სთქვი უფალო: „ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (მათე. 7, 5).662. და განა კარგად იქცეოდა ბერი, ძმის გამოსწორებაზე რომ არ ზრუნავდა?ძმაო! ბერი მას სწავლის გარეშე არ დატოვებდა, ბევრჯერ შეაგონებდა, მაგრამ ის არ იღებდა მის დარიგებებს და რადგანაც მოწაფე არ სწორდებოდა, ამიტომ ეს საქმე ღვთის მსჯავრს მიანდო და თქვა: „ღმერთმა იცის რა უფრო სასარგებლოა; ეს ძმა ჩემზე უკეთესია“. სრულყოფილები, ვერ ბედავდნენ რა ვინმეს განკითხვას, ასე იმათ შესარცხვენად იქცეოდნენ, რომლებიც თვითონ არაფერს წარმოადგენენ, ყველას კი განიკითხავენ.
link
image

თემა: ავადმყოფობა,  ამპარტავნება,  განსაცდელები,  ეშმაკი,  მარხვა,  საზრდელის მიღება,  სულიერი ბრძოლა,  ღვთისადმი მადლიერება

509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს.ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათა შემრგებოდა, მაგრამ ესეც დემონისეული ხრიკი აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტეს მადლით, მოთმინებით და მადლიერებით შეწყდა ის. იმდენად დავუძლურდი, ამას ვერც გამოვთქვამ, მაგრამ მტერს არ დავუთმე და საკუთარ თავს მანამ ვაიძულებდი, სანამ უფალმა არ გამაძლიერა. ძმაო! მე უძლური ასე ვიქცეოდი, შენ კი საკუთარ თავს უფრო კარგად უკვირდები, და ღმერთიც შენთანაა. მხოლოდ ერთის (ეშმაკის) გარდა, შენი არავის შურს. დაე, დაადუმოს იგი უფალმა. რაც შეეხება მარხვას, ქედი მოიხარე, გაიხსენე მამების ცხოვრება და მღვიძარება, გული დაიმდაბლე და თუ შეძლებ, მეცხრე საათამდე მოითმინე, ხოლო თუ ვერ შეძლებ, მაშინ არ იზრუნო; შეეცადე შინაგანი ადამიანის მარხვა შეინახო; „მცნება დაიცავი: ხის ნაყოფი არ შეჭამო“ (დაბ. 2, 17) და თავი სხვა ვნებებისაგან შეიკავე. შინაგანი ადამიანის ეს მარხვა ღმერთს სათნო-ეყოფა და ხორციელი მარხვის დანაკლისს აგინაზღაურებს. შენ ცრემლების შესახებ თქვი, რომ გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება გაშორებენ მას; ამოძირკვე ეს ვნებები, და მაშინ, წმიდათა შეწევნით, ცრემლებს მოიპოვებ. შენს ოფლს გულის გაცივება წარმოშობს, მცირეოდენ გათბი და ღმერთი შეგეწევა. ილოცე ჩემთვის; ჩემი უძლურება მრავალ საფრთხეში მაგდებს, მაგრამ მყავს რა მოწყალე ღმერთი, იმედს არ ვკარგავ.510. როდესაც ეს ძმა დაავადდა, ტანჯვას ვეღარ გაუძლო და დიდი ბერისაგან ლოცვა და დახმარება ითხოვა.უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმაო! მრწამს რა შენი, ქრისტესმიერი სულიერი სიყვარულით, ღვთის საიდუმლოებებს გიცხადებ. მე დღე და ღამე ვევედრები ღმერთს, რომ მან თავის საუკუნო სასუფეველში ბოროტისაგან გვიხსნას, რაც შენც იცი და დარწმუნებულიც ხარ ამაში. როდესაც ღვთისადმი ჩვეულებრივ შენთვის ლოცვა დავიწყე, მან მითხრა: „დაანებე თავი, მას მისივე სულის სარგებლისათვის გამოვცდი, რათა ხორციელი ტანჯვით გამჟღავნდეს როგორია მისი მოთმინება და რა უნდა დაიმკვიდროს მან ვედრებისა და შრომის ნაცვლად“. მე მივუგე: „მეუფეო, გამოსცადე იგი წყალობით, ვითარცა შვილი, და არა როგორც მემრუშე“. ამის განცხადების აუცილებლობა არც იყო, მაგრამ იმისთვის გეუბნები, რომ გააცნობიერო ის სიხარული, რომელიც შენთვისაა გამზადებული. ამიტომ, ნუ მწუხარებ, ღმერთი წყალობას იჩენს შენდამი. თუ ეჭვი გეპარება, მაშინ ქედი მოიხარე, რადგან იცი, თუ რა დაითმინეს წმინდა მოწამეებმა, და ვარდის ზეთი და ნაკურთხი წყალი გამოიყენე, და ჩვენი ღმერთი, თავის ნებისაებრ, ისეთ წყალობას გამოიჩენს შენდამი, როგორც მისთვისაა სათნო. არ მსურს, რომ შენ სულით ან სხეულით იტანჯო. დაე, ღმერთმა შეგიწყალოს. ილოცე ჩემთვის.511. კვალვ მისი, იმავე ბერისადმი. სადაც სთხოვს მას, რომ მისთვის ილოცოს და ტანჯვაში შეეწიოს.ნაღვლიანო და მდრტვინავო ძმაო! რატომ მწუხარებ, რატომ კვნესი, რას ეძებ შორს, როდესაც იესო გყავს ახლოს და სურს, რომ დასახმარებლად მას მოუხმო? დაუძახე მას: მოძღუარ! და ის გიპასუხებს. მისი სამოსის კიდეს შეეხე და ის არა მარტო ამ ტანჯვისაგან, არამედ ყველა ვნებებისაგან განგკურნავს. შენი გონება იქ რომ იყოს, სადაც მას მოეთხოვება, მაშინ შხამიანი გველები და მორიელები რომც გღრღნიდნენ, ფეხს არ მოიცვლიდი იქიდან და ვერც სხეულის ავადმყოფობას შეიგრძნობდი; „დავივიწყე - ამბობს წერილი, - ჭამად პური ჩემი, ხმითა სულთქუმისა ჩემისაითა“ (ფსალ. 101, 5). ნუ მწუხარებ, ღვთის წყალობა ახლოსაა შენთან. მოგესალმები მოუთმენელო, ვითარცა უფლის მიერ გამოჯანმრთელებულს.512. ეს ძმა ავადმყოფობამ ძლიერ დაამძიმა და ძალიან იტანჯებოდა. მან დიდი ბერისაგან განკურნება ითხოვა.დაე, ჩემმა ღმერთმა სწრაფი კურნება გამოუგზავნოს შენს სულს და სხეულს. მრწამს მისი წმიდა სახელისა, რომ შენ უკვე ახლაც კარგად გრძნობ თავს. ასე რომ, რამდენსაც შეძლებ, მისდამი მადლიერება შეინარჩუნე, რამეთუ მან შეგიყვარა, თავის წმინდა სიტყვებით შეგაგონა და შეგიწყალა.513. როგორც კი ბერმა ეს პასუხი წარმოთქვა, ძმა მაშინვე განიკურნა და ღმერთსა და ბერს მადლიერება შესწირა, და ამავე დროს მოუკლებელი ლოცვა ითხოვა სულიერი წარმატებისა და ცხონებისათვის.უსაყვარლესო ძმაო! ჩვენს მეუფესა და ღმერთს მოუკლებელად უნდა აღვუვლინოთ დიდებისმეტყველება, რამეთუ ის აწმყოსაც ჩვენი ცხოვრების დასამშვიდებლად აგვარებს. შეგვაგონებს, რათა მოგვიპოვოს და განსაცდელში მწუხარებათა დასათმენად შემსუბუქებას და ძალას გვიგზავნის; „აკვდინებს და აცოცხლებს“ (1 მეფ. 2, 6) რა თითოეულ ჩვენგანს, მან ამა სოფლის, ანგელოზებისა და ადამიანებისთვის სანახაობას წარმოვადგენთ (1 კორ. 4, 9) და დაე ჩვენც, ჩვენი სიმდაბლით, მოთმინებით, სიმშვიდით, სულგრძელებით, სიწმიდით, მშვიდობით და მადლიერებით გავახაროთ იგი. ჩემგან ფრიად შეყვარებულო, ის რაც ქრისტე იესოს მიერ ითხოვე, დაე აღსრულდეს შენზე; მოგესალმები მისგან და ვევედრები, რომ მან თავის სახელისათვის ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიფაროთ, ამინ.
link
 

თემა: მრწამსი

1407.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეხუთე წევრი?იკითხება ასე: ,,და აღსდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა".1408.რომელ დღეს აღსდგა უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით?აღსდგა ჯვარცმიდან მესამე დღეს, ე.ი. კვირას, დილით ადრე.1409.საიდან ვიცით, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა კვირა დღეს?ეს ვიცით წმიდა წერილიდან, რამეთუ ოთხივე სახარებაში ნათქვამია, რომ უფლის აღდგომა მოხდა შაბათის შემდეგ პირველივე დღეს (მთ.28,1; მკ.16,2; ლკ.24,1; ინ.20,1).1410.ვის სძლია უფალმა იესო ქრისტემ აღდგომით?სძლია სიკვდილს, ცოდვას და ეშმაკს.1411.როგორ სძლია უფალმა იესო ქრისტემ თვისი აღდგომით სიკვდილს?აღდგომით მან დასცა სიკვდილის მეუფებას, რომელიც დაეუფლა არა მარტო მის მკვიდრ სხეულს, რამეთუ წმ. მოციქული პავლე ამბობს: ,,ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწტყდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (Iკორ.15,22).1412.როგორ სძლია უფალმა იესო ქრისტემ აღდგომით ცოდვას?სძლია იმგვარად, რომ დასძლია თვისი მტრების ბოროტება და წყევა ცოდვისა საერთოდ, რამეთუ აღდგომით, მისი სამარხიდან მოგვეფინა მიტევების ნათელი.1413.როგორ სძლია უფალმა იესო ქრისტემ აღდგომით ეშმაკს?სძლია იმგვარად, რომ მან შემუსრა საკრველნი ცოდვისანი, ამით კი სძლია ეშმაკი, რომელიც ცოდვის დასაბამს წარმოადგენს.1414.რა მტკიცდება უფალ იესო ქრისტე აღდგომით?მტკიცდება მისი ღმრთაებრიობა და მისი მოძღვრების ჭეშმარიტება.1415.რას ნიშნავს სიტყვები ,,ვიცარცა წერილ არს" ?ნიშნავს იმას, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით არსდგა, როგორც მითითებული იყო ძველ აღთქმაში,1416.ძველი აღთქმის რომელ წიგნშია მითითებული უფალ იესო ქრისტეს აღდგმოის შესახებ?მითითებულია შემდეგ წიგნებში:
1. ფსალმუნთა წიგნში, რომელშიც ნათქვამია: ,,რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა ჰსცე წმიდასა შენსა ხილულად განსახრწნელსა" (ფს.15,10);
2.იონა წინასწარმეტყველის წიგნში, რომელშიც ნათქვამია, თუ როგორ დარჩა სამი დღე და სამი ღამე იონა ვეშაპის მუცელში და შემდეგ ხმელეთზე იქნა გადმოთხეული უვნებლად, რასაც თავად უფალი იესო ქრისტე მიანიშნებდა, ვითარცა წინასახეს მისი აღდგომისა (იონ.2,1,11; მთ.12,38-40).
1417.ეჩვენა უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ მოციქულებს და მოწაფეებს?დიახ, მრავალჯერ ეჩვენა მოციქულებსაც და მოწაფეებსაც.1418.მოწაფეთა და მოციქულთა წინაშე გამოცხადებათაგან რომელს აღწერს წმიდა წერილი უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?წმიდა წერილში აღწერილია, თუ როგორ ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე:
1. მარიამ მაგდალინელს (ინ.20,11-18);
2. მენელსაცხებლე დედებს, რომლებიც მოწაფეებთან აღდგომის საუწყებლად მოდიოდნენ (მთ.28,9);
3. ემაუსში მიმავალ ორ მოწაფეს (ლკ.24,13-33);
4. მოციქულ პეტრეს (ლკ.24,34; Iკორ.15,5);
5. ყველა მოციქულს, თომას გარდა, და მოწაფეებს, რომლებიც კარჩაკეტილ სახლში იმყოფებოდნენ (ინ.20,19-24);
6. შეკრებილ მოციქულებს და მოწაფეებს, რომელთა შორის თომაც იმყოფებოდა (ინ.20,26-29);
7. მოციქულებს და მოწაფეებს, ტიბერიის ანუ გალილეის ზღვასთან (ინ.21,1-14);
8. ხუთასზე მეტ მორწმუნეს (Iკორ.15,6);
9. იაკობ მოციქულს (Iკორ.15,6);
10.კვლავ შეკრებილ მოციქულებს და მოწაფეებს(ლკ.24,36-40);
11. მისი ცად ამაღლებისას შეკრებილ მოციქულთ (ლკ.24,50-52).
1419.ხომ არ იყო ეს მოციქულების და მოწაფეების მიერ თავის მოტყუება, რაც აიძულებდა მათ ეფიქრათ, რომ ისინი უფალ იესო ქრისტეს ხედავენ?არა, რამეთუ:
1. ისინი არ იყვნენ ადვილად მიმდობნი.
2. შეუძლებელია, რომ მათ ყველას ერთი და იგივე ზმანება ეხილა, თუკი ხილვა მოჩვენებითი იქნებოდა;
3. ისინი მას არა მარტო ხედავდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ და ეხებოდნენ კიდეც.
1420.საიდან ვიცით, რომ უფლის მოციქულნი და მოწაფეები ადვილად მიმდობნი არ იყვნენ?ვიცით ქმიდა წერილიდან, სადაც ნათქვამია:
1. რომ ისინი არ ერწმუნენ მარიამ მაგდალინელს მყისვე, როდესაც ესმათ მისგან, რომ მან უფალი იესო ქრისტე ცოცხალი იხილა, არამედ ირწმუნეს მხოლოდ მაშინ, როცა თავად იხილეს იგი (მკ.16,11-14);
2. რომ თომა მაციქულმა არამცთუ არ დაუჯერა მოციქულთა და მოწაფეთა კრებულს, როცა უამბეს, რომ უფალი იესო ქრისტე მათ შორისაა, არამედ თქვა: ,,უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა საე იგი სამშჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა სა დავსვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს" (ინ.29,19-25).
1421.ირწმუნა თომა მოციქულმა, რომ დანარჩენმა მოციქულებმა და მოწაფეებმა მართალი თქვეს უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?ირწმუნა, რამეთუ რვა დღის შემდეგ თავად იხილა იგი, მოწაფეებთან ერთად.1442.რა ჰქმნა თომა მოციქულმა, როდესაც აღმდგარი იესო ქრისტე იხილა?თომა მოციქულმა შესძახა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" (ინ.20,28).1443.რატომ ეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მოციქულებს და მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?ეცხადებოდა,
1. რათა განემტკიცებინა მათი რწმენა,
2. რათა ესწავლებინა მათთვის ღმრთის სასუფევლის საიდუმლოებანი, აგრეთვე, თუ როგორ მოეწყოთ მისი წმიდა ეკლესია (საქ.1,3).
1424.ქრისტიანია ის, ვისაც არ სწამს უფალ იესო ქრისტეს აღდგომა?არა, ის, არ არის ქრისტიანი.1425.რატომ არ არის ქრისტიანი, ვისაც არ სწამს უფალ იესო ქრისტეს აღდგომა?იმიტომ, რომ ის ამით უარყოფს მის ღმრთიურ მაცხოვარებას; ვისაც სწამს ღმრთაება ის ვერ უარყოფს მის მკვდრეთით არდგომას, რამეთუ უწყის ღმერთი ყოვლისშემძლეა და მისთვის არაფერია შეუძლებელი.1426.საკმარისია რომ უფალ იესო ქრისტეს აღდგომაში გულისხმავყოთ მხოლოდ ძლევა მისი მოძღვრებისა და არა ხორციელად აღდგომა მკვდრეთით?არ არის საკმარისი, რამეთუ, ქრისტე ხორციელად რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით;
1. არ იქნებოდა სარწმუნო, რომ მან ჭეშმარიტად გვიხსნა,
2. მძლეველი არ შეიქნებოდა მისი მოძღვრება.
1427.რა თქვა პავლე მოციქულმა უფალ იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ?პავლე მოციქულმა თქვა: ,,უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად საქმე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (Iკორ.15,14).1428.რამდენ ხანს იმყოფებოდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე?მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ ორმოცი დღე დაჰყო დედამიწაზე.
გამარტება:
I. უფალი იესო ქრისტე რომ რ აღმდგარიყო მკვდრეთით, ქრისტიანული სარწმუნოება ფესვებს ვერ გაიდგამდა. მისი სიცოცხლე რომ სამუდამოდ დასრულებულიყო გოლგოთაზე და სამარხში, სადაც მისი მკვდარი სხეული დაასვენეს, მაშინ მისი სამწლიანი მოღვაწეობა ეფემერული, წარმავალი იქნებოდა და ისეთ მოვლენად იქცეოდა, რადაც სურდათ ეს მის მოწინააღმდეგეებს წარმოეჩინათ. თვით მოციქულთა რწმენაც უკვალოდ გაქრებოდა. მაგრამ უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ დიდ სიხარულად გარდასცვალა მოციქულთა მწუხარება, რომელიც განიცადეს დიდ პარასკევს, მხნეობა და აღტაცება მოჰგვარა მათ და მოუწოდა მზადყოფნისკენ, რომ აღესრულებინათ ყოველივე შესაძლებელი, რათა განევრცოთ ადამიანთა შორის მისი მოძღვრების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. თავის მოტყუებით შეუძლებელია აღმოცენებულიყო და აღორძინებულიყო ისეთი დიდადშვენიერი დაწესებულება, რომელიც ქრისტიანული ეკლესიაა.
II. უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა დანდიდებული, უკვდავი სხეულით. მისი აღდგომა დასაბამია მართლმადიდებელი სარწმუნოების. ამიტომ პასექი ე.ი. ქრისტეს აღდგომის დღესასწაული, საეკლესიო წლის უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს ღმრთისმსახურება აღსავსეა სიხარულით და აღტაცებით: ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!" ესაა ურთიერთშენდობისა და ურთიერთშერიგების დღესასწაული. ხშირად ხდება, რომ თვით მოსისხლე მტრედების დღესასწაული. ხშირად ხდება, რომ თვით მოსისხლე მტრებიჩ კი ურიგებდებიან ერთმანეთს, საკვირველი გალობის მოსმენის შემდეგ: ,,აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ არ ერნო...", ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
III. უფალ იესო ქრისტეს აღდგომას ჩვენ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ვდღესასწაულობთ. აღდგომის სადიდებელ საგალობლებს აღვვავლენთ ამაღლების დღესასწაულამდე და ვიხსენებთ მას ყოველ კვირა დღეს.
link
 

თემა: ავადმყოფობა,  მოთმინება,  სასწაულები

ნეტარი პიმენი (პეჩორელი, 1110, ხსენება 7/20 აგვისტო) კიევო პეჩორის სავანეში მოღვაწეობდა (XII). ის ბავშვობიდან სუსტი იყო, მაგრამ სხეულის უძლურება სულის სისუსტეს ეწინააღმდეგებოდა. იგი ყოველგვარი სულიერი მანკიერებისგან თავისუფალი და... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის – ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რომბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სასულიერო ხელისუფლება

803. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: აუცილებლად იმ სამი პიროვნებიდან მისცემდა მათ ღმერთი ეპისკოპოსს თუ არა?თუ მათ ეს თანხმიერად, გულის სიმართლით და ღვთის რწმენით სურთ, არა მარტო ერთ-ერთ მათგანს მისცემს, არამედ როდესაც სთხოვენ, ღმერთი მათ ზეციდან ანგელოზსაც, ანუ ანგელოსთასწორ პიროვნებასაც გამოუგზავნის, რამეთუ არ შეუძლია იცრუოს მან, ვინც თქვა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს“ (მათე 7, 7-8); ხოლო, ვინც უსარგებლოდ ითხოვს, მათთვის ნათქვამია: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“ (იაკ. 4, 3).804. ამ სამიდან ერთ-ერთი სხვებზე უკეთესია, მას ხომ არ მისცემს მათ ღმერთი?თუ ერთ-ერთი მათგანის არჩევას იმ ქალაქის მცხოვრებლები არქიეპისკოპოსს მიანდობენ, მაშინ ღმერთი მათ იმას მისცემს, რომელიც მისი ხედვით, მათთვის უფრო სასარგებლოა. როცა, მაგალითად, მათ რიცხვში არის მკაცრი და ისინი გამოსასწორებლად სიმკაცრეს საჭიროებენ, მაშინ ასეთიც მიეცემათ მათ.805. თუკი ქალაქი ამის გამო ორად იყოფა და ზოგიერთები რწმენით ითხოვენ, ხოლო სხვები მიდრეკილებით, ხოლო ორივე მხრიდან წარმოდგენილი პიროვნება ღირსეულია, მაშინ რა მოხდება?რომლებიც რწმენით ითხოვენ, ღმერთი იმათ მისცემს, სხვებს კი - არა; არა იმიტომ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ პირს უარყოფს, არამედ მათ ბოროტ თხოვნას უკუაგდებს.806. თუ რწმენით მთხოვნელთა წარმომადგენლის ნაცვლად, რწმენის გარეშე მთხოვნელთა წარმომადგენელს აირჩევენ, ეს როგორღა გავიგოთ?ე.ი. გულთამხილავი ღმერთი, უყურებს რა კეთილი განზრახვით მთხოვნელთა ნებას, მათ სხვების მიერ წარდგენილ პიროვნებას მისცემს, არა იმათი თხოვნის გამო, რომელთაც ის წარადგინეს, ხელმძღვანელობდნენ რა ბოროტი აზრით, არამედ ამათი კეთილი ნებისთვის, რომლებიც უკეთესის ასარჩევად გულმოდგინეობდნენ და უცოდინრობის გამო ასეთი ვერ წარადგინეს.807. ზოგჯერ ისინიც, რომლებიც თხოვნისას არასწორი აზრით ხელმძღვანელობდნენ, კეთილს იღებენ, მაგრამ არა ღირსების გამო. რატომ ხდება ასე?ღირსეულთა გულისთვის ღმერთი უღირსებსაც იწყალებს; რამეთუ ის „აწვიმებს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათე 5, 45). მან ეს ღვთაებრივი წერილიდან გაგვიცხადა, როდესაც აბრაამს უთხრა: „თუ ვპოვე ქალაქში ათი მართალი, არ დავღუპავ მაგ ადგილს მათი გულისთვის“ (დაბ. 18, 32). თუ ათი მართლისთვის მზად იყო ქალაქის დასანდობად, მით უმეტეს ესოდენთათვის სხვებსაც დაინდობს.808. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეპისკოპოსთა კანდიდატებს კეთილი რწმენით წარადგენენ, მაგრამ წარდგენილებიდან არც ერთი არ იქნება მათთვის სასარგებლო, მაშინ ღმერთი თვითონ ხომ არ მისცემს მათ სხვა ვინმეს?რადგან ისინი ღირსნი არიან ქველმოქმედებისა, ამიტომ ღმერთი მათი არჩევანის მიხედვით არ წარმართავს საქმეს, არამედ დროთა განმავლობაში როგორღაც შთააგონებს მათ, რომ ან თვითონ აირჩიონ სხვა ვინმე, ან ვისაც ხელდასხმის უფლება აქვს, იმან დაუდგინოს მათ წარდგენილ პირებზე უფრო გამოსადეგი სხვა პიროვნება.809. მაგრამ თუ ყველა მთხოვნელი თხოვნისას მცდარი აზრით იხელმძღვანელებს და, მიუხედავად ყველაფრისა, ღირსეულ კანდიდატს აირჩევენ, მიეცემა ის მათ, თუ არა?ყოვლისმხედველი ღმერთი, თუ ხედავს, რომ ისინი შეინანებენ, მაშინ მისცემს მათ მას, რადგან ისინი ამის ღირსნი მომავალი სინანულის გამო აღმოჩნდებიან. თუ დაინახავს, რომ არ შეინანებენ, მაშინ მათი უღირსების გამო არ მისცემს.810. შენ თქვი, ჩემო მამაო, რომ თუ ქალაქი შეხედულებებში ორად გაიყოფა, მაშინ ღირსეულთა გამო უღირსებიც სიკეთეთა თანამოზიარენი ხდებიან. როგორ ეთანხმება ეს წერილის გამონათქვამს: „ყოველი მეუფებაი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, მოოხრდის“ (მათე 12, 25); რამეთუ აი, ქალაქი ორად გაიყო და განა კეთილთა (მოქალაქეების) გამო ის ისევ მთლიანი იქნება?ერთ მშვენიერ ქალბატონს კითხეს: - როგორ შეინარჩუნეთ ასეთი სილამაზე, მან უპასუხა... ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს, ხმისთვის სათნოებას, თვალებისთვის თანაგრძნობას, ხელებისთვის მოწყალებას, გულისთვის სიყვარულს, მათთვის ვინც მემტერება ლოცვას!811. მოქალაქეები ბერის პასუხის თანახმად მოიქცნენ, ანუ ის სამი პიროვნება წარადგინეს და ეპისკოპოსად მათ წმინდა და ღვთისათვის სათნო კაცი დაუდგინდათ. ხოლო ძველი ეპისკოპოსი, რომელსაც ფულის იმედი ჰქონდა, ეპისკოპოსის საყდრის დასაბრუნებლად ბიზანტიაში წავიდა. როდესაც ქალაქში ხმა დაირხა, მან წარმატებას მიაღწიაო, მოქალაქენი დაფრთხნენ და შიშის გამო ასეთი იმედგაცრუება და ეკლესიის დაზარალება მეფეს ვერ შეატყობინეს, რისთვისაც შეკითხვა გაუგზავნეს ბერს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ბერმა შემდეგი განუცხადა მათ?გააგზავნეთ თხოვნა, რომელიც დაარწმუნებს მეფეს, რომ ეპისკოპოსის განდევნა სამართლიანი იყო, ასევე უარყოფითი სიგელები წარუდგინეთ, რომელთა ძალითაც ის საყდრიდანაა გადაყენებული და მადლობაც შეუთვალეთ ეპისკოპოსის არჩევისათვის, იმდენად რამდენადაც ეს ღვთის საქმე იყო და არა ადამიანების. ასე მეფეს გაუძლიერდა აზრი, რომ ძველი, ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსი უარით გაისტუმროს. ხოლო, რომელთაც ამ საქმის მოგვარება ბოროტი განზრახვით სურთ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, არამედ მხოლოდ ტყუილუბრალოდ დახარჯავენ ფულს და შემდეგ შერცხვებათ. რაც შეეხება ეკლესიის ზარალს, ვიტყვი იმას, რაც წერილშია ნათქვამი: „მოკვდი სამსონ, ფილისტიმელებთან ერთად“ (მსაჯ. 16, 30). 812. მათ ეს მოისმინეს, მაგრამ თხოვნის გაგზავნა დაეზარათ. ხოლო ამასობაში ეპისკოპოსი მიტროპოლიაში ეპარქიის მმართველთნ მეფის ბრძანებით გამოცხადდა და ძველი საყდრის დაბრუნება მოითხოვა. როდესაც ამას ქალაქში დიდი არეულობა და შფოთი მოჰყვა, მოქალაქეებმა კაცები აფრინეს ბერთან და მდაბლად ჰკითხეს ამის თაობაზე.მან უპასუხა მათ: ცუდად მოიქეცით, სიზარმაცის გამო, მეფეს რომ არ შეატყობინეთ. ღმერთს სძულს სიზარმაცე. მაგრამ, უფლის სახელით გეუბნებით: იმ ეპისკოპოსმა ქალაქის კარიბჭეს რომც მიაღწიოს, ქალაქში ვერ შევა, რამეთუ ამას ღმერთი არ დაუშვებს.
ბერმა ეს რომ თქვა, ამის შემდეგ ადგილობრივი მმართველი მეფის ბრძანების შესასრულებლად ქალაქში ჩავიდა; ყველა მწუხარებამ და შიშმა მოიცვა, მაგრამ მოულოდნელად მეფის გარდაცვალების შესახებ ცნობა მოვიდა. ყველაფერი, რაც მოსალოდნელი იყო ჩაიშალა და წარუმატებელმა ეპისკოპოსმა, ფუჭად დახარჯა რა ვერცხლი, იქაურობა დატოვა, როგორც ეს ბერმა იწინასწარმეტყველა. მისი წინასწარმეტყველება თვით საქმით დამტკიცდა, რამეთუ უფლის სიტყვის თანახმად: „რაც შეკრულია ქუეყანასა ზედა, კრულია იგი ცათა შინა“ (მათე 18, 18).
813. დადგენილი ეპისკოპოსი, რომელიც წმინდა მსახურებისთვის საკუთარ თავს უღირსად და საეკლესიო საქმეების მართვისთვის მოუმზადებლად თვლიდა, წასვლაზე ფიქრობდა და ამის თაობაზე შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.გიხაროდეს უფლის მიერ, მონაო ღვთისაო და წმინდა საიდუმლოებების მღვდელმოქმედო! შენ იცი რა იგულისხმა წმინდა მოციქულმა პავლემ, როდესაც თქვა: „ძმანო, კაცად-კაცადი, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ“ (1 კორ. 7, 24). მე კი მრწამს, რომ შენ ეპისკოპოსი ღვთის მინიშნებით გახდი. ამიტომ დაქირავებული მუშაკი კი არა ხარ, არამედ - მწყემსი. ამრიგად, ღმერთი რომ არ გაარისხო, ნუ ფიქრობ წასვლაზე, რამეთუ თქვა მან: „ცანი და ქვეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ“ (მარკ. 13, 31). ნუ შეშინდები, ვინაიდან წერილში ნათქვამია, რომ როდესაც მოსეს აღსრულების შემდეგ, ისუ ნავეს-ძეს აღთქმულ ქვეყანაში ხალხის შეყვანისა ეშინოდა, გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: „გამაგრდი და მტკიცედ დეგ, ნუ შედრკები, როგორც მოსესთან ვიყავი ასევე შენთან ვიქნები“ (ისუ 1: 6, 7,9, 5), ჩემისთანა უღირსისგანაც იგივე სიტყვები მოისმინე: გამხნევდი და განმტკიცდი უფლის მიერ!
link
image

თემა: მოთმინება,  მრისხანება,  სინანული

486. ოდესღაც იმ საცხოვრებელში, სადაც წმიდა ბერები იყვნენ, ერთი ბერი ცხოვრობდა. როცა მას მომსახურე ძმა ეკითხებოდა, თუ რა მოემზადებინა ტრაპეზისთვის, ის რისხვით პასუხობდა: „რაც გინდა ის მოამზადე“. ძმა კი წუხდა ამაზე და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სხვებმა დიდ ბერს ჰკითხეს: კარგად იქცევა თუ არა ის მამა, რომელიც ასე პასუხობს?მე სხვას ვერ განვიკითხავ, რამეთუ ნათქვამია: „კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს“ (გალ. 6, 5); შესაძლოა ბერი ასე იმიტომ იქცევა, რომ ძმა მოთმინებაში გაწვრთნას, მაგრამ როგორც მე მეჩვენება, მსგავსი პასუხი ძმას ამწუხრებს, ამიტომ მან სიმდაბლით უნდა უთხრას: ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მე ახლა ასეთი საკვები მჭირდება. ბერი მაშინაც მადლიერი უნდა იყოს, თუ ძმა ცუდად მოუმზადებს ტრაპეზს, რამეთუ ის, თუმცა კი ცუდად, მაგრამ ემსახურება მას. ხოლო, თუ ძმა კარგად ან ცუდად ასრულებს თავის საქმეს, ბერი კი მაინც ურისხდება მას, ეს ყველა ვნებაზე უარესია; ასეთი ადამიანი უგუნურად მრისხანებს და ეს ღვთისნიერი განსჯა არაა, არამედ უფრო ეშმაკისეული ქმედებაა. მაგრამ მომსახურე ძმამ უნდა მოითმინოს ეს, იმიტომ რომ, ვინც თავის ძმას ღვთის შიშით თანაუგრძნობს, მასზე ღვთის სული განისვენებს.487. ამ ბერს აბბაც და საცხოვრებლის ძმებიც ღვთის შიშით პატივს სცემდნენ და სათნოდ ექცეოდნენ, ის კი ვერ ხვდებოდა ამას. პირიქით, თითოსდა შევიწროებულმა, რადგან საკადრისი ყურადღება ვერ დაინახა, ფარულად დატოვა იქაურობა. ხოლო მათ, როცა გაიგეს სად ცხოვრობდა იგი, უნდოდათ მისულიყვნენ და უკან დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ, რამეთუ შეიტყვეს, რომ ის მწუხარებდა, რის თაობაზეც დიდ ბერს ჰკითხეს, და მოციქულის სიტყვაც დაიმოწმეს: „ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი“ (2 კორ. 2, 7).მოციქულმა ეს იმიტომ თქვა, რომ მან ის (კორინთელი) სატანას გადასცა; რამეთუ იმას, როგორც მოციქულისაგან განყენებულს, ჰქონდა მწუხარების მიზეზი; და ხედავდა რა მის სინანულს, მან ამიტომაც თქვა: „განამტკიცეთ მის ზედა სიყვარული“ (2კორ. 2, 8). თუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ ბერი გააგდეთ, მაშინ მიდით და ქედი მოუხარეთ და სთხოვეთ დაბრუნება. თუ ის თავის ნებით წავიდა, მაშინ თქვენ, თუმცა ღვთის გულისთვის მიხვალთ მასთან, მაგრამ მას თავის მართლება გაუძლიერდება; რამეთუ მის გულს ისეთი განწყობა დაეუფლება, თითქოს კვლავ მწუხარებას უბრუნდება; და როგორც კი რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, ყოველთვის იტყვის: „მე შორს ვიყავი, მათ კი დაბრუნება მაიძულეს“. უმჯობესია მოეშვათ, დაე, ის აზრებმა ცოტათი შემუსრონ და შეინანებს აქედან წასვლას. რამეთუ, თუმცა მას ფიზიკურად გაუჭირდება, მაგრამ სული ისარგებლებს, იმიტომ რომ, როდესაც საკუთარ თავს ფრიად გაჭირვებაში დაინახავს, ქედმაღლობა დ თავის მართლება დაეხსნებიან მას და უკმაყოფილების ნაცვლად დამდაბლებული და მადლიერების გრძნობით გამსჭვალული დაბრუნდება.488. მაგრამ რა შედეგი ექნება, თუ ის, თუნდაც შეინანებს, მაგრამ დაბრუნების შერცხვება?თუ ის შეინანებს, მაშინ საკუთარ თავს უსაყვედურებს და იტყვის: „ყველაფერში მე ვარ დამნაშავე“, და ღმერთი, რომელმაც წინასწარმეტყველის პირით თქვა: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), დაინახავს რა, მის მოთვინიერებულ გულს, მისდამი შიშს შთააგონებს და დაანახვებს, თუ რა არის მისთვის სასარგებლო, რამეთუ ნათქვამია: „უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი“ (ფსალ. 24, 9). და თუ ის იქ უფრო მეტ სარგებელს იღებდა, სადაც პირველად ცხოვრობდა, მაშინ თავის თავს დაარწმუნებს, რომ უკან სიმდაბლით დაბრუნდეს.
link
image

თემა: დათმობა,  სიყვარული მოყვასისადმი

483. ერთ-ერთმა ბერმა, რომელიც სხვის სენაკში ცხოვრობდა, იქვე ახლოს თავისთვის სენაკი აიშენა. ერთხელ მასთან მივიდა ძმა, რომელსაც სენაკი სჭირდებოდა და მანაც მას თავისი აშენებული სენაკი დაუთმო, ხოლო იმ ძმამ ხელწერილით დადასტურება ითხოვა. ბერი თანახმა იყო, თუ ბერები ნებას დართავდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ ის კვირაში ერთხელ იმ სენაკთან მივიდოდა და თავის ორ ჭურჭელს წყლით შეავსებდა. მათ ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხეს.ეს მონაზვნური საქმე არაა, იმიტომ რომ, თუ თქვენ ერთმანეთისაგან წერილობით აქტებს ითხოვთ, მაშინ დავაც მოგიწევთ, ეს კი სიყვარულს არ ახასიათებს. ამიტომ, სჯობს ძმამ სენაკში ყოველგვარი ხელწერილის გარეშე იცხოვროს, და თუ მისი მფლობელი რაღაც დროით სენაკიდან მის გამოყვანას მოისურვებს, მაშინ ის სიმდაბლით უნდა გამოვიდეს, და არამც და არამც არ შეეპასუხოს. ხოლო, თუ სენაკის მფლობელი მოისურვებს, რომ თავის ორი ჭურჭელი ძმის სენაკთან წყლით შეავსოს, ხოლო სენაკში მცხოვრები ძმა არ დათანხმდება, მაშინ არც ის უნდა დამწუხრდეს, არამედ სიმდაბლით უნდა მოუხაროს ქედი და უთხრას: „ძმაო! თუ შეურაცხგყავი, ღვთის გულისათვის შემინდე, და ილოცე ჩემთვის“ და განეშოროს. და ამის შემდეგაც საკუთარ თავს დაუკვირდეს, რომ რისხვამ არ აღაშფოთოს. და მისი სიმდაბლისათვის ღმერთი მასაც და მის ძმასაც ეშმაკისეული მტრობისაგან დაიფარავს ისე, რომ ძმას გული მოულბება, დაედევნება მას, ქედს მოუხრის, დაბრუნებას და ჭურჭლის ავსებას სთხოვს და თვითონაც ხელს შეაშველებს. მაშინ ღვთის სიყვარული ერთსაც და მეორესაც მოეფინება და კაცთმოყვარე ღმერთი იხსნის მათ.
link
image
image
24
25
26
27
28
image
image