image

თემა: ავადმყოფობა,  გარდაცვალება,  სტუმართმოყვარეობა

793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს.
აბბა იოანემ ასეთი პასუხი გასცა: მისი აღსასრული მოახლოებულია და მან თავის სახლის თაობაზე ანდერძი უნდა დატოვოს. განუცხადა რა ეს გამოგზავნილებს, მან თავის მომსახურე ძმას უთხრა: „წადი წმინდა ბერთან (ბარსანუფისთან) და სთხოვე ილოცოს, რათა უფალმა სტუმართმოყვარეობის კეთილი საქმეებისთვის სიცოცხლე გაუხანგრძილოვოს მას (ავადმყოფს), რადგან თუ ბერი ღმერთს სთხოვს, ის მადლს მიიღებს. მომსახურე ძმა ბერთან მივიდა და თხოვნით მიმართა; მან ლოცვა აღავლინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. აბბა იოანემ ის წმინდა დიდ ბერთან მეორედ და მესამედაც გაგზავნა, მაგრამ ბერი ისევ ლოცულობდა და არაფერს ამბობდა. აბბა იოანე მიხვდა რაში იყო საქმე და თავის მოწაფეს უთხრა: ის ავადმყოფი ჯერ არ მოკვდება, რამეთუ ბერს ღვთისაგან ნაბოძები აქვს ეს ნიჭი. აბბამ ყველაფერი აუწყა იმათ, ვინც ავადმყოფისთვის ლოცვა ითხოვა, ის ადამიანი კი სიკვდილის საშიშროებას მაშინვე გადაურჩა და წმინდა და დიდი ბერის, ბარსანუფის და მისი მიმბაძველის და თანამოსაგრის, აბბა იოანეს ლოცვებით სრულიად განიკურნა; შეიტყო რა თავისი განკურნების გარემოებების შესახებ, ის კაცი ღვთის სადიდებლად კიდევ უფო წარემატა სტუმართმოყვარეობაში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები