image
792. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბერი იოანე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი და საკვირველი საქმე უნდა აღსრულებულიყო, სიმდაბლის გამო, ზოგიერთებს შეკითხვით დიდ ბერთან, აბბა ბარსანუფისთან აგზავნიდა. ბერი ბარსანუფი გამოგზავნილ შეკითხვაზე არასოდეს ისეთ პასუხს არ სცემდა, რომელიც მის აზრს არ ეთანხმებოდა. ამიტომ, ერთხელ ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა ამ ბერს იოანეს უთხრა: რატომ დაგვცინი მამა იოანე, როდესაც შეკითხვებით წმინდა და დიდ ბერთან ბარსანუფისთან გვაგზავნი, მაშინ, როცა მისი თანაბარი სულის (სულიწმიდის) ძალა გაქვს?
მე არაფრად შესარაცხი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცასაც რომ წარმოვადგენდე, ეს მაშინაც არ იქნებოდა დაცინვა. მე რომ გაგზავნიდეთ და ის ჩემს ნათქვამს არ ადასტურებდეს, ეს დაცინვა იქნებოდა. თქვენთვის კი ორნი თუ ილოცებენ უფრო სასარგებლოა: „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ“ (ეკლ. 4, 9). როგორც ვხედავთ, უფალიც ასე იქცეოდა, რამეთუ ამბობს: „მამაი ჩემი უფროის ჩემსა არს“ (იოანე 14, 28). ის, ვისაც თვითონ შეეძლო მამის საქმეების აღსრულება და ამბობდა, რომ: „ყველაფერი, რაოდენსა-იგი მამაი იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს“ (იოანე 5, 16), მან არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ გააგზავნა თავისი მოწაფეები მამასთან და უთხრა: „რაოდენიცა-რაი სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ“ (იოანე 16, 23), და კიდევ: „თავით ჩემით არა გეტყვი, არამედ მამაი ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (იოანე 14, 10).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები