image
image
258
259
260
Loading..
 

თემა: მრწამსი

1364.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეოთხე წევრი?იკითხება ასე: ,, და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო და დაეფლა".1365.თვისი ნებით და ადამიანებისადმი სიყვარულით ივნო უფალმა იესო ქრისტემ, თუ ვნება მისი იძულებით იყო?უფალმა იესო ქრისტემ კეთილინება და ადამიანებისადმი სიყვარულით ევნო.1366.საიდან ვუწყით, რომ უფალი იესო ქრისტე თვისი ნებით ევნო?ვუწყით შემდეგი წყაროებიდან:
1. მან ბრძანა, რომ ,,მე დავსდებ სულსა ჩემსა. მე დავსდებ მას თავით ჩემით" ე.ი. ნებაყოფლობით (ინ.10,17-18).
2. მიუხედავად იმისა, რომ მან უწყოდა საკუთარი ჯვარცმის შესახებ და შეეძლო მისგან თავის დახსნა, წარდგა ვნებათა პირისპირ (მთ.20,18-19; 26,2);
3. როდესაც მღვდელმთავრის მსახურები მივიდნენ გეთსიმანიის ბაღში მის შესაპყრობად, თვით ჰკითხა მათ ,,ვის ეძიებთ?" მათ პასუხზე, რომ იესო ნაზარეველს ეძიებდნენ, უპასუხა: ,,მე ვარ!" - და ნება მისცა შეეპყროთ და შეეკრად იგი (ინ.18,3-13);
4. როდესაც პეტრე მოციქულს სურდა დაეცვა იგი თავის მახვილით, უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა ჩაეგო მახვილი ქარქაშში და უთხრა: ,,სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?" (ინ.18,11).
1367.იყო თუ არა წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში აღთქმული მესიის მიერ ნებაყოფლობით თავისშეწირვის და ვნების შესახებ?დიახ, იყო, უმთავრესად, ესაისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელმაც დაწერა:
1. რომ მესია გვემული და მოწყული იქნება ჩვენისა ცოდვების და უსჯულოებისათვის (ეს.53,5);
2. რომ არ აღაღებს ის თავის ბაგეს, და მიიყვანს მას, ვითარცა ცხოვარს დასაკლავად, და ნებსით თვისით შესწირავს თავს (ეს.53,7);
3. რომ სულსა თვისსა დასდებ ჩვენისა ცოდვებისთვის (ეს.53,10).
1368.ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ თავის თავზე, რომ ის აღთქმული მესიაა?დიახ, ბრძანა სამარიტელ დედაკაცთან საუბრის დროს. სიტყვებზე: ,,ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე" იესომ უპასუხა: ,,მე ვარ, რომელი გეტყვი შენ" (ინ.4,25-26).1369.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ მისი ვნება ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ?როდესაც უკანასკნელად აღვიდა იერუსალიმად, მან თავად ბრძანა, რომ მისი ვნება ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ.1370.რომელი სიტყვებით გამოხატა ეს უფალმა იესო ქრისტემ?გამოხატა შემდეგი სიტყვებით: ,,აჰა, ესერა აღვალთ იერუსალიმად, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინასწარმეტყველთანი ძესა ზედა კაცისასა; რამეთუ მიეცეს ხელთა წარმართთასა, და ეკიცხევდნენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდეს და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს" (ლკ.18,31-33).1371.საიდან ვიცით, რომ უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი სიყვარულისთვის შესწირა თავი მსხვერპლად?ეს ვიცით მისივე გამონათქვამიდან, რამეთუ მან ბრძანა:
1. ,,მე ვარ მწყემსი კეთილი:მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის" (ინ.10,11);
2. ,, ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ" და ,,უფროის ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვის მეგობართა თვისთათვის" (ინ.15,9-13);
3. აგრეთვე, იოანე მოციქულმა უფალ იესო ქრისტეს შესახებ ბრძანა: ,,ამით ვცნათ სიყვარული მისი, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დადვა" (1ინ.3,16).
1372.ვინ იყო პილატე პონტოელი?ის იყო მთავარი იუდეველთა ანუ ებრაელთა ქვეყანაში, რომელიც იმ დროს რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.1373.რატომ მოიხსენება სარწმუნოების სიმბოლოში პილატე პონტოელი?იმიტომ, რომ მან განუსაჯა უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი.1374.რატომ განუსაჯა პონტოელმა პილატემ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილი?მან ებრაელი მღვდელმთავრისა და მწიგნობრების დაჟინებული მოთხოვნითა და მათი მუქარით შეწუხებულმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად განაცხადა, ვერ ჰპოვა მასში დანაშაული (ინ.18,38).1375.რატომ სძულდათ ებრაელ მღვდელმთავრებს და მწიგნობართ უფალი იესო ქრისტე?იმიტომ,
1. რომ, ის ამხელდა მათ ღმრთის ნების წინააღმდეგ მოქმედებებში (მთ.23),
2. რომ, ხალხმა მათ ზურგი აქცია და გაჰყვა უფალ იესო ქრისტეს (ლკ.21,38; 22,2; ინ.11,45-48; 12,11).
1376.რაში ადანაშაულებდნენ უფალ იესო ქრისტეს ებრაელი მღვდელმთავრები და მწიგნობარნი?ადანაშაულებდნენ იმაში:
1. რომ ის თავის თავს ძე ღმრთისას უწოდებდა და თავს ღმერთად რაცხავდა, რაშიც ისინი ღმრთის გმობას ხედავდნენ, ეს კი უსამართლობა იყო, რამეთუ ის ნამდვილად არის ძე ღმრთისა და ღმერთი ჭეშმარიტი (მთ.26,63-65; ლკ.22,70; ინ.10,33; 19,7);
2. რომ მან თავი იუდეველთა მეფედ გამოაცხადა, (ინ.18,33; 19,12), რაც ცხადი სიცრუე იყო, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა, რომ ,,მეუფება ჩემი არა არს ამიერ სოფლით" (ინ.18,36);
3.რომ ის კრძალავს რომის იმპერატორისთვის ხარკის გადახდას (ლკ.23,2), იესო ქრისტემ კი პირიქით განაცხადა: ,,მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა" (მთ.22,16-21).
1377.როგორი იყო უფალ იესო ქრისტეს ვნება?მისი ვნება იყო ხორციელი და სულიერი.1378.რაში მდგომარეობა უფალ იესო ქრისტეს ხორციელი ვნება?ხორციელი ვნება მდგომარეობდა იმაში, რომ:
1. შეიპყრეს და შეკრეს (ინ.18,12);
2.სცეს ებრაელთა მღვდელმთავარ ანნას სახლში და პილატე პონტოელის სასახლეში (ლკ.22,63; მკ.15,19-20; ინ.18,22);
3. შოლტით სცემეს და თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს (მთ.27,26,29,30; მკ.15,17; ინ.19,2-3);
4. მძიმე ჯვარი მიჰქონდა თხემის ადგილისკენ, რომელსაც ებრაულად ჰქვია გოლგოთა (ინ.19,17);
5. ის მიამსჭვალეს ჯვარზე და აღსასრულამდე ითქმის უმძიმეს ტკივილებს.
1379.ვითარ ევნო უფალი იესო ქრისტე სულიერად?სულიერად ევნო, რამეთუ:
1. მოციქულმა იუდამ გასცა (ლკ.22,48);
2. პეტრე მოციქულმა უარყო (ლკ.22,56-60);
3. მოციქულთა და მოწაფეთა დიდი ნაწილი გაიქცა, იგი დატოვეს მისივე სიტყვების თანახმად: ,,დავსცე მწყემსი, და განიბნინემ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი" (მთ.26,31);
4. დასცინოდნენ და აგინებდნენ, როცა ასამართლებდნენ და მაშინაც, როცა ჯვარზე იყო გაკრული (ლკ.22,63; მკ.15,20; ლკ.23,35);
5. მიათვალეს ავაზაკებს, რომელთა შორისაც ჯვარს აცვეს (მკ.15,27-28);
6. უწყოდა, რომ მრავალნი დარჩებიან მის მიმართ გულგრილნი და საუკუნოდ დაიღუპებიან თავიანთ ურწმუნოებასა და ცოდვაში.
1380.ვინ შეეწია უფალ იესო ქრისტეს ჯვრის ზიდვაში?შეეწია სიმონ კვირინელი (ლკ.23,26).1381.ვინ სტიროდა უფალ იესო ქრისტეს, როდესაც თვისი ჯვარი მოჰქონდა ჯვარცმის ადგილისკენ?მაშინ მრავალი იერუსალიმელი დედაკაცი სტიროდა და გოდებდა მისთვის (ლკ.23,27).1382.რა უთხრა უფალმა იესო ქრისტემ დედაკაცებს, რომელნიც სტიროდნენ მისთვის?მან უთხრა: ,,ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა" (ლკ.23,28).1383.სად და კვირის რომელ დღეს აცვეს ჯვარს უფალი იესო ქრისტე?ჯვარს აცვეს იერუსალიმთან ახლოს, გოლგოთის მთაზე,სადაც საერთოდ იყო დასჯის ადგილი, პარასკევ დღეს.1384.რას ნიშნავს სიტყვა გოლგოთა?სიტყვა გოლგოთა ნიშნავს ,,თხემის ადგილს".1385.რატომ ერქვა იმ ადგილს ,,თხემის ადგილი"?იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი თავის ქალა და ძვლები ეყარა დასჯილებისა, რომლებსაც, თუკი არ იყვნენ ებრაელები, არ მარხავდნენ, არამედ მათ გვამებს მხეცებს უტოვებდნენ საჭმელად.1386.რას აკეთებდნენ უფალ იესო ქრისტეს მტრები, როდესაც ის ჯვარზე იყო გაკრული და საშინლად იტანჯებოდა?ისინი დასცინოდნენ და გმობდნენ ღმერთს.1387.რით უპასუხა ჯვარცმულმა მაცხოვარმა ტვის მაგინებელ მტრებს?მაცხოვარი მხურვალედ ლოცულობდა მათთვის: ,,მამაო, მიუტევე ამათ, რამთუ არა იციან, რასა იქმან" (ლკ.23,34).1388.რას იქმოდნენ უფალ იესო ქრისტესთან თანა ჯვარცმული ავაზაკები?ერთი, მისგან მარცხით ჯვარცმული ,,ჰგმობდა მას და იტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა", მარჯვენით გაკრულმა ავაზაკმა ,,შეჰრისხა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა" და სთხოვდა იესოს: ,,მომიხსენე მე, უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლკ.23,39-42).1389.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ კეთილგონიერ ავაზაკს?მან უპასუხა: ,,ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ.23,43).1390.რა მოხდა მაშინ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ჯვარზე აღესრულებოდა?მაშინ მზე დაბნელდა, ბნელმა მოიცვა ყოველი ქვეყანა, და მიწა იძრა, და იესრუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი ორად განიპო (ლკ.23,45; მთ.27,51).1391.ვის ჩააბარა ჯვარცმულმა მაცხოვარმა ყოვლადწმიდა დედა თვისი?თავის საყვარელ მოციქულს იოანეს; ისინი იდგნენ ჯვართან მარიამ მაგდალინელთან და მაცხოვრის სხვა კეთილმსახურ მოწაფეებთან ერთად.1392.რა სიტყვებით ჩააბარა უფალმა იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა დედა თვისი მზრუნველობისთვის იოანე მოციქულს?ჩააბარა სიტყვებით: ,,აჰა, დედაი შენი!"-და დედას მიმართა ,,დედაკაცო, აჰა ძე შენი!" - რის შემდეგაც წმიდა იოანემ თავისთან წაიყვანა იგი.1393.რა წარმოსთქვა დიდი ხმით ჯვარცმულმა უფალმა იესო ქრისტემ უშუალოდ სიკვდილის წინ?უშუალოდ სიკვდილის წინ მან წარმოსთქვა: ,,აღსრულებულ არს"... ხოლო შემდეგ ,,ხმა-ყო, ხმითა დიდითა და თქუა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრეს სულსა ჩემსა და ესე რა თქუა, მიიდრიკა თავი და განუტევა სული". (ინ.19,30; ლკ.23,46)
link
 

თემა: ეკლესია

1543. რატომ არის ეკლესია მხოლოდ ერთი?იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე მუდამ საუბრობდა მხოლოდ ერთი ეკლესიის, მისი ერთი უმაღლესი მწყემსის შესახებ, აგრეთვე დააარსა მხოლოდ ერთი ეკლესია.
განმარტება:
უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი… სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი იგინიცა ჯერ არიან მოყვანებად ჩემდა… და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს” (ინ.10,14,16). მწყემსში ის საკუთარ თავს გულისხმობდა.
1544. თუ ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ერთია, რისი დაცვაა აუცილებელი მასში? მასში აუცილებელია შინაგანი ერთიანობის დაცვა1545.რაში მდგომარეობს ეკლესიის ერთიანობა?მდგომარეობს იმაში, რომ 1.მისი წევრები უფალ იესო ქრისტეს მიიჩნევენ, როგორც თავიანთ საერთო თავს, რომელთან ერთადაც ერთ სხეულს შეადგენენ,
2. ისინი აღიარებენ ერთ მოძღვრებას,
3.ისინი განიწმიდებიან ერთი სული წმიდით, ერთი და იგივე წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებით,
4.ისინი ერთსა და იმავე საერთო წესებს იცავენ.
1546.პასუხობს მოძღვრებას ერთიანი ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური ლოცვა: ,,კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის”?პასუხობს, რამდენადაც ეს ლოცვა იკითხება ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებში, რომლებიც ქრისტეს ერთიანი ეკლესიის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.1547.ხომ არ ეწინააღმდეგება ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების წარმოქმნა ერთიანობას?არ ეწინააღმდეგება, თუ ისინი საერთო მოძღვრებას და საერთო წესებს იცავენ.1548.რით აიხსნება ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების წარმოქმნა? აიხსნება იმით,
1.რომ, არსებობს სხვადასხვა ხალხები, რომელთაგან თითოეული მოწოდებულია ეზიაროს ქრისტიანულ სარწმუნოებას და აქვს უფლება იღვაწოს ქრისტს ეკლესიაში;
2.რომ თითოეულ ხალხს აქვს მშობლიური ენა და აქვს უფლება ილოცოს და ღმრთისმსახურება აღასრულოს მშობლიურ ენაზე, რამეთუ ღმერთს ყველა ენა ესმის;
3.რომ წმიდა მოციქულებმაც, სული წმიდის მოფენით ამეტყველდნენ რა სხვადასხვა ენებზე, საერთო სარწმუნოებაზე დაყრდნობით, დააფუძნეს სხვადასხვა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიები.
1549.როელი მთავარი ადგილობრივი ეკლესიები იყო მოციქულების დროს?მოციქულთა დროს იყო:
1.იესრუსალიმის ეკლესია პალესტინელთათვის (საქ.1),
2.ანტიოქიის ეკლესია სირიელთათვის (საქ.11),
3.ეფესოს ეკლესია მცირე აზიის დასავლეთი ოლქებისთვის (საქ.19),
4.კორინთოს ეკლესია ჩრდილო საბერძნეთისთვის (IდაIIეპისტოლეები კორინთელთა მიმართ; საქ.18),
5.თესალონიკის ეკლესია ჩრდილო საბერძნეთისთვის (IდაI ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ; საქ.17),
6.ფილიპიის ეკლესია მაკედონიისთვის (ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ),
7.ღომის ეკლესია შუა იტალიისათვის (ეპისტოლე რომაელთა მიმართ; საქ.28),
8.ალექსანდრიის ეკლესია ეგვიპტისთვის (ზეპირი გადმოცემა).
განმარტება:
ამ ეკლესიების თანმიმდევრობა შეესაბამება მათი შექმნის დროს.პირველ ადგილზე სახელდებოდა რომის ეპისკოპოსი, რამეთუ რომი იყო იტალიის ვრცელი იმპერიის მთავარი ქალაქი. მეორე ადგილზე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი, რამეთუ ალექსანდრია იმპერიის ყველაზე დიდი და მდიდარი პროვინციის, ეგვიპტის მთავარი ქალაქი, ხოლო სიდიდით რომის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქი იყო; მესამე ადგილზე – სახელდებოდა ანტიოქიის ეპისკოპოსი, რამეთუ ანტიოქია სირიის მთავარი ქალაქი, წესის მიხედვით კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსანდრიისა გადავიდა მესამე ადგილზე, ანტიოქიისა – მეოთხე, იერუსალიმისა კი მეხუთეზე. ეს წესი მხოლოდ ურთიერთპატივისცემის წესი იყო და სრულიად არ აღნიშნავდა იმას, რომ რომის ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსზე უპირატესი იყო, კონსტანტინოპოლისა – ალექსანდრიის ეპისკოსს აღემატებოდა და ა.შ. რამეთუ ისინი თავიანს ეპარქიებში დაოუკიდებელნი და ურთიერთთანასწორნი იყვნენ. მოგვიანებით ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს იმ მიმდევრობით ასახელებდნენ, რომელიც შეესაბამებოდა სახელმწიფოში იმ ქალაქების მნიშვნელობას, რომლებშიც მათი მეთაურების ადგილსამყოფელი იყო.
1550. ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიათაგან, რომელი იყო დანარჩენთა დედა?დანარჩენთა დედა იყო იერუსალიმის ეკლესია, რამეთუ იერუსალიმის ეკლესიიდან განივრცო სარწმუნოება სხვა ქალაქებში და ქვეყნებში, როგორც ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეებში.1551.ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ადგილობრივი სამოციქულო ეკელსიების შემადგენლობაში დარჩა?არა, არამედ მას შეუერთდა ყველა ახალი ადგილობრივი და ეროვნული ეკლესია. ღამდენადაც ქრისტიანული სარწმუნოება ვრცელდება ამა თუ იმ ქვეყანასა და ხალხებში.1552.ვინ ჩაუყარა საფუძველი ქართულ ეროვნულ ეკლესიას?ქართული ეროვნული ეკლესიის ჩამოყალიბება დასრულდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, დაახლოებიტ 466-468 წწ. მან შემოიღო მმართველობის ახალი სისტემა საკათალიკოსოს სახით, დააარსა საეპისკოპოსოები, რომელთა ულაღლესი მესაჭე – კათალიკოსი იერარქიულად დამოუკიდებელი, ავტოკეფალური გახდა. ქართლის პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.1553. ვინ იქადაგა პირველად საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება?ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ქრისტეს მოწაფეებმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა წილი ჰყარეს და გაიყეს ქვეყნები საქადაგებლად, ღმრთისმშობელს წილად ივერიის ქვეყანა ერგო, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ყოვლადწმიდა ღვტიმშობლის წილხვედრს უწოდებენ.წმ. მარიამს სურდა ჩვენს ქვეყანაში წამოსვლა საქადაგებლად, მაგრამ რადგან მისი მიძინების დრო მოახლოებული იყო, რაც გამოცხადებით ეუწყა, ეს საქმე ღმრთის ბრძანებით ანდრია მოციქულს მიანდო. ანდრია მოციქული წამოვიდა საქართველოში სიმონ კანანელთან და მატათა მოციქულთან ერთად. მან ორჯერ შემოიარა თითქმის მთელი საქართველო და ყველგან ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა.1554. ვინ ითვლება ქართველთა განმანათლებლად?ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობიდან სამი საუკუნის შემდეგ უფალმა საქართველოში მოავლინა წმ. მოციქულთა სწორი ნინო. მან ჩამოაბრძანა საქართველოში ვაზის ჯვარი, რომელიც გამოცხადებით მისცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მოციქულობაზე აკურთხა. სწორედ წმ. დედა ნინოს ღვაწლითა და ქადაგებით მოექცნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე ქართლის მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. მათი თხოვნით შედგა ნათლობა არაგვის და მტკვრის შესართავში, 326 წელს. ამიტომ საქართველოს განმანათლებლად ითვლება წმ. ნინო.1555. სად მოღვაწეობდა და აღესრულა მოციქულთა სწორი ნინო?წმ. დედა ნინო საქართველოში შემოვიდა ფარავნის ტბასთან, ფეხით ჩავიდა მაშინდელ დედაქალაქ მცხეთაში და ძირითადად მის შემოგარენში მოღვაწეობდა. შემდეგ დიდხანს ქადაგებდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში. წმიდა მოციქულთა სწორი ნინო აღესრულა ბოდბეში, 333 წლის 14 იანვარს, 67 წლისა. დაკრძალეს იქვე, სადაც ეხლა ასვენია მისი წმიდა სხეული. ვაზის ჯვარი თავიდან ბოდბეში ინახებოდა, ხოლო ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.1556. კიდევ ვინ იქადაგა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება?ქრისტიანული სარწმუნოება კიდევ იქადაგეს წმიდა მამებმა, რომლებიც VI საუკუნეში მოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში ასურეთიდან. რიცხვით ისინი სულ ცამეტნი იყვნენ, ხოლო მოძღვარი მათი იყო წმიდა იოანე. მას ერთხელ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, აერჩია თვისთა მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი და მათთან ერთად წასულიყო ივერიაში, რათა განემტკიცებინა ისინი ქრისტეს სჯულზე. ამ მამებმა ფრიად ნაყოფიერად იღვაწეს საქართველოში მოვლეს მისი მრავალი კუთხე. გარდაცვალების შემდეგ მათ სახელი იმ ადგილების მიხედვით ეწოდათ, სადაც მოღვაწეობდნენ: იოანეს-ზედაზნელი, დავიტს – გარეჯელი, შიოს – მღვიმელი, ანტონს – მარტყოფელი, ისეს – ალავერდელი, სტეფანეს – ხირსელი, აბიბოს – ნეკრესელი, ზენონს – იყალთოელი, თადეოზს – სტეფანწნდელი, ისიდორეს – სამთავნელი, პიროსს – ბრეთელი, მიქაელს – ულუმბოელი.1557.რა აერთიანებს ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებს ქრისტეს ერთიან ეკლესიად?ისინი შეერთებულნი არიან:
1.საერთო მრწამსით,
2.საერთო წმიდა საიდუმლოებებით,
3.საღმრთისმსახურო ურთიერთობით,
4.საერთო საეკლესიო წესებით ანუ კანონებით.
1558.რაში მდგომარეობს საღმრთისმსახურო ურთიერთობა?მდგომერეობს იმაში:
1. რომ ადგილობრივი და ეროვნული ეკლესები ღმრთისმსახურების დროს ერთმანეთისთვის ლოცულობენ,
2 .რომ ერთი ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების ღმრთისმსახურებაში და ეზიარონ წმიდა საიდუმლოებებს, რამდენადაც მათი ღმრთისმსახურება არსებითად ერთი და იგივეა, თუმცა ერთმანეთისაგან ენობრივად და ზოგიერთი ადგილობრივი ეროვნული წეს-ჩვეულებებით განსხვავდებიან.
1559. რაში მდგომარეობს ურთიერთობანი ადგილობრივ ეკლესიათა შორის?მდგომარეობს იმაში: 1. რომ ისინი, რამდენადაც მათ ჰყავთ არანაკლებ სამი ეპისკოპოსისა, თანასწორუფლებიანნი არიან და არა ერთმანეთს დაქვემდებარებულნი, რამეთუ თთოეულს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც მას მართავენ; თანასწორუფლებიანობასთან ერთად ისინი ერთ საერთო სწავლებას მიჰყვებიან და მსოფლიო საეკლესიო კრებების განჩინებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც ყოველი მათგანისთვის სავალდებულოა.
განმარტება:
რამდენადაც ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებს ჰყავთ სამი ან მეტი ეპისკოპოსი, ის განაგებს თავის თავს და ავტოკეფალური ეწოდება. Mაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ახალი ეკლეიის დამოუკიდებლობა აღიარონ დანარჩენმა დამოუკიდებელმა ეკლესიებმა. მსოფლიო საეკლესიო კრებებმა ავტოკეფალურ ეკლესიათა წარმომადგენლებს აუკრძალეს გაევრცელებინათ თავიანთი გავლენა დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე და მათი მოქცევა თავიანთ დაქვემდებარებაში (პირველი საეკლესიო კრების მე-5 კანონი და მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონი).
1560.ჩვეულებრივ რის საფუძველზე დგინდება ადგილობრივ ეკლესიათა ტერიტორიული საზღვრები?დგინდება თანახმად სახელმწიფო ანუ ეროვნული საზღვრებისა.1561. ვინ დაადგინა ასე?ამის თაობაზე დადგენილება მიიღო IV საეკლესიო კრებამ, რომელიც შედგა 451 წელს ქალკედონში. მე-17 კანონში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ეკლესიათა საზღვრები დადგინდეს
link
 

თემა: ღვთისმსახურება

2146.როგორი უნდა იყოს სეფისკვერი?სეფისკვერი უნდა იყოს:
1. ხორბლის ფქვილის, აფუებული,
2. მსგვალი,
3. შედგებოდეს ერთმანეთზე დადებული ნაწილისაგან, ნიშნად მხსნელის ორბუნებოვნებისა ღმრთიურისა და ადამიანურისა,
4. ზემოდან იყოს ბეჭედდასმული.
2147.რამდენი სეფისკვერია საჭირო წმიდა ლიტურღიისთვის?წმიდა ლიტურღიისთვის საჭიროა ხუთი სეფისკვერი.2148.როგორ ამზადებს მღვდელი პურს და ღვინოს წმიდა მსხვერპლშეწირვისათვის?ამზადებს ამგვარად:
1. პირველი სეფისკვერისგან ამოჭრის ლახვრით შუაგულს, რომელიც დაბეჭდილია ბეჭდით. ამ ნაწილს ეწოდება ტარიგი. მას მერე მხრიდან გაუკეთებს ნაჭდევს ჯვრის სახით და მოათავსებს ფერხუმზე ბეჭდით ზევით, შემდეგ მარჯვენა მხრიდან ამაგრებს ლახვარს, ჩაასხამს ბარძიმში წყალნარევ წითელ ღვინოს;
2. მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატივად და დაასვენებს ფეხშუმზე ტარიგი მარჯვნივ;
3. მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ცხრა ნაწილს იმ წმინდანთა სახელზე, რომლებიც მოხსენებულნი არიან კონდაკში და აგრეთვე იხსენებიან იმ დღეს და დაასვენებს ტარიგის მარცხნივ;
4. მეოთხე სეფისკვერიდან ამოიღებს ჯერ ორ მოზრდილ ნაწილს სახელმწიფოს მეთაურისთვის, ვისთვისაც აღესრულება ლიტურღია და აწყობს მათ ტარიგის ქვეშ;
5. მეხუთე სეფისკვერიდან იღებს ნაწილებს გარდაცვალებულთათვის, ვისთვისაც აღესრულება ლიტურღია და დაასვენებს მათ ტარიგის წინ, ცოცხალთათვის განკუთვნილ ნაწილთა შემდეგ.
2149.რატომ ასვენებს მღვდელი ფეხშუმზე ტარიგთან ერთად ყველა ნაწილებს?იმიტომ, რომ ფეხშუმზე იესო ქრისტეს ირგვლივ ეკლესია წარმოდგენილ უნდა იყოს სრულად.2150.რას აღასრულებს მღვდელი ყველა ნაწილის ფეხშუმზე დასვენების შემდეგ?ამის შემდეგ მღვდელი
1. დადებს ტარიგზე ვარსკლავს, ნიშნად იმ ვარსკლავისა, რომელიც გაბრწყინდა ბეთლემში ქრისტეშობის ჟამს,შემდგომ დაბურავს ფეხშუმს და ბარძიმს ორი პატარა დაფნით, და ბოლოს, ორივეს დააფარებს ერთ დიდ დაფარნას, რომელიც იწოდება ,,ჰაერად";
2. ლოცულობს, რომ უფალმა მიიღოს ეს ძღვენი და მოიხსენოს ისინი, ვინც შესწირა იგი და ვისთვისაც შეწირულ-არს;
3. შეასრულებს რა საუფლო ძღვენის კვეთას, შეუდგება საღმრთო ლიტურღიის აღსრულებას.
2151.რატომ იწოდება ლიტურღიის პირველი ნაწილი კათაკმეველთა ლიტურღიად?იმიტომ, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მისი შესრულების დროს დასწრების ნება ჰქონდათ და არა მარტო მორწმუნეებს, არამედ კათაკმეველთაც.2152.ვინ იყვნენ კათაკმეველნი?კათაკმეველნი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქრისტიანად გახდომის სურვლის გამოთქვამდა, მაგრამ მონათლული არ იყვნენ; მათ ასწავლიდნენ და ამზადებდნენ წმიდა ნათლისღებისთვის.2153.რას წარმოადგენს კათაკმეველთა ლიტურღია?კათაკმეველთა ლიტურღია ასეთია:
1. იწყება მღვდლის ასამაღლებლით: ,,კურთხეულ არს მეუფება მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე",
2. შემდეგ მღვდელი წარმოსთქვამს ერთ დიდ და ორ მცირე კვერექსს,
3. შემდეგ იგალობება ,,მხოლოდ შობილი ძე და სიტყვა ღმრთისა",
4. შემდეგ მცირე შესვლა,
5. იგალობება ,,წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ",
6. წარდგომა,
7. იკითხება სამოციქულო,
8. იკითხება სახარება,
9. ქადაგება,
10. მრჩობელი კვერექსი,
11. კათაკმეველთა კვერექსი.
2154.რას ეწოდება საღმრთო მსახურებისას ასამაღლებელი?საღმრთო მსახურებისას ასამაღლებელი ეწოდება ლოცვას, რომელსაც მღვდელი ხმამაღლა წარმოსთქვამს.2155.რა არის კვერექსი?კვერექსი არის მცირე ლოცვათა წყება, რომელსაც წარმოთქვამს მღვდელი ან დიაკვანი.2156.როგორ იწყება დიდი კვერექსი?დიდი კვერექსი იწყება ასამაღლებლით: ,,მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ".2157.რატომ იწყებენ მორწმუნენი ლოცვას მშვიდობით უფლისა მიმართ?იმიტომ, რომ ისინი უნდა იყონ მშვიდობით ყველასთან, რათა უფალმა ისმინოს მათი ლოცვა.2158.რატომ ვლოცულობთ დიდ კვერექსში ზეგარდმო მშვიდობის და ჩვენი სულების ხსნაზე?იმიტომ, რომ უპირველესად გვმართებს აღვავლინოთ ლოცვები ჩვენი სულების ხსნისთვის, რათა სათნო ვეყვნეთ და მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე.2159.რატომ ვლოცულობთ შემდგომ მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთ ერთობისათვის?ამგვარად ლოცვა გვმართებს, რამეთუ ქვეყნად არაფერია ისეთი აუცილებელი, როგორც მშვიდობა, ეკლესის ერთიანობა და სათნოების გამრავლება.2160.რატომ ვლოცულობთ სამშობლოსათვის?იმიტომ, რომ თავად უფალ იესო ქრისტეს უყვარდა თავისი ქვეყანა, სადაც იშვა და ცხოვრობდა.2161.რატომ ვლოცულობთ ჩვენი უწმიდესი მეუფის, პატიოსანი მღვდლების, ქრისტეს მიერ დიაკონთა, სულიერი და-ძმებისა და ყოველი ადამიანისათვის?ამგვარად ლოცვა გვმართებს, რამეთუ:
1.ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, მმართველი ეპისკოპოსის და სამღვდელოების მსახურება და მოვალეობანი იმდენად დიდია, რომ მათ ღმრთის შემწეობა სჭირდებათ;
2. ადამიანთა ერთობა ხალხს შეადგენს, რომლის შვილნი ვართ ჩვენც და რომლის კეთილდღეობისათვის უნდა შევთხოვდეთ უფალს რწმენის სისრულეს.
2162.რატომ ვლოცულობთ ქალაქებისა და სოფლებისათვის და ყოვლისა ქვეყანისა და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა?იმიტომ, რომ გვსურს ჩვენი მამულიც, როგორც სხვა ქვეყნები, წარემატებოდეს კეთილ საქმეებში.2163.რატომ ვლოცულობთ კეთილშეზავებისთვის ჰაერთასა, მიწის ნაყოფთა სიუხვისა და ჟამთა მშვიდობისათვის?იმიტმ, რომ მიწამ გაამრავლოს თავისი ნაყოფიერება, რაც ფრიად საჭიროა ყველა ადამიანისთვის ისევე, როგორც მშვიდობა.2164.რატომ ვლოცულობთ მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, ტყვეთა და გამოხსნისა მათისათვის?ვლოცულობთ, რომ მიწაზე, წყალსა და ჰაერში მოგზაურნი დაიცვას უფალმა, განკურნოს სნეულნი, შეეწიოს ტყვეებს, დააძლევინოს მწუხარება და განსაცდელი, მოჰმადლოს მათ ხსნა და სიმშვიდე.2165.რატომ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გამოგვიხსნას ყოველგვარი მწუხარებისაგან, რისხვისა და გაჭირვებისაგან?ასე იმიტომ ვლოცულობთ, რომ მწუხარება, რისხვა და გასაჭირი დიდი განსაცდელია.2166.რატომ მოვიხსენებთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს და ყველა წმიდანს?იმიტომ, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და ყველა წმიდანი ჩვენთვის ევედრებიან ღმერთს.2167.რატომ ვავედრებთ ურთიერთს და ჩვენს ცხოვრებას კვერექსის დასასრულს ქრისტე ღმერთს?იმიტომ, რომ ამას ქრისტიანული სიყვარული მოითხოვს.2168.რას პასუხობენ მორწმუნენი დიდი კვერექსის თითოეულ ვედრებას?პასუხობენ: ,,უფალო შეგვიწყალე."2169.რა არის ანტიფონი?ანტიფონი ეს არის წმიდა წერილიდან და ფსალმუნიდან ამოკრებილი გალობა.2170.როგორ აღესრულება წმიდა ლიტურღიაზე მცირე შესვლა?აღესრულება ამგვარად: მღვდელი წმიდა ტრაპეზიდან ააბრძანებს სახარებას, მასთან ერთად გარსშემოუვლის წმიდა ტრაპეზს, გამოდის საკურთხევლიდან ჩრდილოეთის კარით და დგება საუფლო კარის წინ, ზე აღმართავს სახარებას და ხმამაღლა იტყვის: ,,სიბრძნით აღემართენით", რის შემდეგაც შედის საკურთხეველში და სახარებას წმიდა ტრაპეზზე დააბრძანებს.2171.რა მოაქვთ მღვდლის წინ მცირე შესვლისას?მოაქვთ ანთებული სანთელი, რომელიც წმიდა წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელს, მაცხოვრის წინამორბედს განასახიერებს.2172.ჩვეულებრივ რა იგალობება მცირე შესვლის წინ?იგალობება ნეტარების მცნებანი.2173.რას ნიშნავს მცირე შესვლა?მცირე შესვლა ნიშნავს იესო ქრისტეს მოსვლას დედამიწაზე და მის ქადაგებას.2174.რას ნიშნავს სიტყვა ,,სიბრძნით"?სიბრძნით აღნიშნავს იმას, რომ წმიდა სახარება შეიცავს უმაღლეს სიბრძნეს კაცობრიობისთვის.2175.რას ნიშნავს სიტყვა აღემართენით?ამ სიტყვით სნეულებს, უძლურთ და მოხუცებულებს ასადგომად უხმობენ, თუ ისინი მანამდე ისხდნენ და ყველას უხმობს განეშორონ თავიანთ მიწიერ საზრუნავებს და ამაღლდნენ გონებით ღმერთთან, გულისყური მიაპყრონ მას, რაც წმიდა ლიტურღიაზე აღესრულება. ,,აღემართენით" ნიშნავს: ვსდგეთ სწორად და კეთილკრძალულობით.2176.რა იგალობება მცირე შესვლის დროს სიტყვებით ,,სიბრძნით აღემართენით" წართქმის შემდეგ?იგალობება: ,,მოვედით თაყვანი ვსცეთ და შევურდეთ ქრისტესა", მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და თავს ხრიან.2177.რა იგალობება ,,მოვედით თაყვანი ვსცეთ"-ის შემდეგ?იგალობება მიმდინარე დღის, ტაძრის ან იმ დღეს ხსენებულ წმიდანთა ტროპარები და კონდაკები.2178.რა არის წარდგომა?წარდგომა არის საგალობელი, რომელიც ფსალმუნიდან ამოღებული ორი მუხლისგან შედგება.2179.რას ნიშნავს სიტყვა ,,პროკიმენი" ანუ წარდგომა?ეს სიტყვა ბერძნულად ნიშნავს წინასწარ სამღერ საგალობელს, იმიტომ, რომ იგი ყოველთვის იგალობება სამოციქულოს კითხვამდე.2180.რა მოსდევს წარდგომას?მოსდევს სამოციქულოს კითხვა.2181.ვინ კითხულობს სამოციქულოს?კითხულობს მედავითნე და არა მღვდელი.2182.რით მთავრდება სამოციქულოს კითხვა?მთავრდება ,,ალილუია"-ს გალობით.2183.რას ნიშნავს სიტყვა ,,ალილუია"?სიტყვა ,,ალილუია" ნიშნავს - ,,აქებდით უფალსა".2184.რა მოსდევს სამოციქულოს კითხვას?მოსდევს წმიდა სახარების კითხვა.2185.ვინ კითხულობს წმიდა სახარებას?კითხულობს მედავითნე ან მღვდელი.2186.როგორ უნდა იქცეოდნენ მორწმუნენი წმიდა სახარების კითხვის დროს?სახარების კითხვის დროს მლოცველები უნდა იდგნენ და დასაწყისში და დასასრულს გამოისახონ პირჯვარი.2187.როგორ უნდა ვუსმინოთ სამოციქულოს და წმიდა სახარებას?უნდა ვუსმინოთ ისეთი კრძალვით, თითქოს თავად უფალ იესო ქრისტეს ვუსმენთ.2188.რომელი კვერექსი ითვლება მრჩობლად?მრჩობლად ითვლება ის კვერექსი, რომლის დროსაც, მორწმუნენი ყოველი თხოვნის შემდეგ სამგზის გალობენ ,,უფალო შეგვიწყალენ".2189.ვისთვის ვლოცულობთ მრჩობლი კვერექსით?ვლოცულობთ:
1. წმიდა ტაძრის აღმაშენებელთა და ყოველთა გარდაცვალებულთა მამათა და ძმათათავის,
2. წმიდა ეკლესიისათვის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა და ყოველთა იქ მდგომარეთათვის.
2190.რაზედ ვლოცლობთ კათაკმეველთა კვერექსში?ვლოცულობთ, რომ უფალმა გამოუცხადოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა და შეაერთოს ისინი თვისსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან.2191.რას უნდა ვფიქრობდეთ ამ კვერექსის კითხვის დროს კათაკმეველთა შესახებ?უნდა ვფიქრბდეთ მათზე, ვინც არ არის წევრი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და შევთხოვოთ უფალს, რათა მოწყალებითა თვისითა ღირსყოს ისინი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დამკვიდრებისა.
link
 

თემა: გარდაცვალება,  გარდაცვლილთა პატივისათვის,  სული გარდაცვალების შემდეგ

ბიზანტიაში ლევ ბრძენის მეფობის დროს სამეფო ქალაქში მოღვაწეობდა წმიდა ბასილი ახალი (ხსენება ( 944) 26 მარტი/8 აპრილი) - ღვთივსათნო ბერი და უდიდესი მასწავლებელი.
მის მრავალ მოწაფეთა შორის იყო ბერი გრიგოლი და ულამაზესი ქალი თეოდ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ზიარება

1808.ვის და როგორ მიაქვს წმიდა ნაწილები ავადმყოფთან?წმიდა ნაწილები ავადმყოფებთან მიაქვს მღვდელს, განსაკუთრებული ,,სანაწილეთი", რომელსაც მკერდზე ატარებს.1809.რა ეწოდება პურს, რომელიც გამოიყენება კურთხევისა და ქრისტეს ხორცად გარდასახვისთვის?ეწოდება სეფისკვერი.1810.სეფისკვერი მტლიანად იკურთხევა და იქცევა ქრისტეს ხორცად?არა, არამედ მხოლოდ შუა ოთკუთხა ნაწილი, რომელიც ამ მიზნით ამოიჭრება სეფისკვერიდან.1811.რა აქვს სეფისკვერიდან ამოჭრილ შუა ნაწილს, როდესაც უკვე მზად არის წმიდა სამსხვერპლოდ?სეფისკვერიდან ამოჭრილ შუა ნაწილი აღბეჭდილია ბეჭდით.1812.რა ეწოდება სეფისკვერის ამ ნაწილს?სეფისკვერის ამ ნაწილს ,,ტარიგი" ეწოდება.1813.რატომ ეწოდება სეფისკვერის ამ ნაწილს ,,ტარიგი"?იმიტომ, რომ იკურთხევა და გარდაისახება უფალ იესო ქრისტეს ხორცად, რომელმაც, ვითარცა ტარიგმან ღმრთისამან, აღიღო ცოდვანი სოფლისანი და თავი თვისი შესწირა ჩვენი გამოხსნისათვის.1814.როგორი ბეჭედი აქვს სეფისკვერის ტარიგს?ტარიგი დაბეჭდილი ჯვრის გამოსახულებით და ბერძნული წარწერით ,,იესო ქრისტე ძლევაი".1815.როდის კეთდება ბეჭდის ტვიფარი სეფისკვერზე?ტვიფარი სეფისკვერზე ჯერ კიდევ გამოცხობამდე კეთდება.1816.წმ. მსხვერპლის მომზადებისას რატომ ემატება ღვინოს მცირეოდენი წყალი?იმიტომ, რომ
1. საიდუმლო სერობის დროს უფალმა იესო ქრისტემ გამოიყენა წყლით შეზავებული ღვინო, მის მსგავსად იქცეოდნენ მოციქულებიც;
2. ევქარისტიის საიდუმლო დადგენილ იქნა, აგრეთვე, იესო ქრისტეს ვნებისა და სიკვდილის მოსახსენებლად, ამას გარდა, როგორც ცნობილია, მისი გვერდიდან გარდამოხდა სისხლი და წყალი, როდესაც ერთმა მხედართაგანმა ლახვარი უგმირა (ინ.19,34).
1817.რა მოეთხოვება იმას ვისაც წმიდა საიდუმლოსთან ზიარება სურს?მოეთხოვება:
1. ღმრთის წინაშე გამოსცადოს საკუთარი სინდისი და აღსარების საიდუმლოთი განიწმიდოს ცოდვებისაგან;
2. რომ წმიდა ზიარებისთვის მოემზადოს ლოცვებით და მარხვით, ხოლო უშუალოდ ზიარების დღეს, საიდუმლოს მიღებამდე, არაფერი შეჭამოს და დალიოს.
1818.როგორც გამონაკლისმა, ვინ არ უნდა იმარხულოს ზიარების წინ?წმიდა ზიარების წინ არ უნდა იმარხულონ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებმა.1819.აუცილებელია წმიდა ზიარება?აუცილებელია, რამეთუ იესო ქრისტემ ბრძანა: ,,უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (ინ.6,53).1820.რომელ ცხოვრება გულისხმობდა ქრისტე, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა?გულისხმობდა ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას ღმერთში, ე.ი. ცხოვრებას, რომელსაც საუკუნო ნეტარებასთან მიჰყავს ადამიანი.1821.რას მოიპოვებს ის, ვინც ღირსეულად მიუდგება წმ. ზიარების საიდუმლოს?მოვიპოვებთ:
1. მადლის მიერ შეერთებას უფალ იესო ქრისტესთან, იმგვარად, რომ ის ჩვენშია და ჩვენ-მასში,
2. გამოუთქმელ შინაგან სიხარულს და ბედნიერებას,
3. სულისა და სხეულის განწმედას,
4. სასოებას აღდგლომისა და საუკუნო ნეტარების დამკვიდრებისა.
1822.მოიპოვებს ქრისტესთან შეერთებას ის, ვინც უღირსად ეზიარება წმიდა საიდუმლოს?უღირსად მაზიარებელი, არამცთუ ვერ მოიპოვებს ქრისტესთან ერთობას, არამედ პირიქით, დაუტევებს და ღალატით გასცემს ქრისტეს, როგორც იუდა, და ახალ მძიმე ცოდვას ჩადის.1823.როდის უნდა ვეზიროთ წმიდა ლიტურღიაზე?უნდა ვეზიროთ მას შემდეგ, როდესაც მღვდელი საუფლო ძღვენით გამოვა საკურთხევლიდან და წარმოთქვამს ასამაღლებელს: ,,შიშითა ღმრთისათა, და სარწმუნოებით მოვედით".1824.რომელი ლოცვა იკითხება უშუალოდ წმდა ზიარების წინ?იკითხება ,,მრწამს უფალი, და აღვიარებ ...", რომლის დროსაც ჩვეულებრივ მუხლს ვიდრეკთ.1825.ლოცვის ,,მრწამს უფალი, და აღვიარებ ..." შემდეგ, როგორ უნდა მივიღოთ წმიდა საიდუმლო?უნდა მივიღოთ შემდეგნაირად:
1. უნდა წამოვდგეთ, გულზე ჯვრის სახით დავიწყოთ ხელები და წარვდგეთ მღვდლის წინაშე,
2. გარკვევით წარმოვსთქვათ სახელი,
3. მდაბლად მივეახლოთ და კრძალვით გავხსნათ ბაგენი წმ. საიდუმლოთა მისაღებად.
1826.რით გვაწვდიან საუფლო ძღვენს?გვაწვდიან მოოქროვილი ვერცხლის მომცრო კოვზით - ლახვრით.1827.წმიდა ზიარების მიღებისას უნდა გვეშინოდეს თუ არა გადამდები დაავადებების?არათუ არ უნდა გვეშინოდეს, რამეთუ ეს სრული უგნურებაა, არამედ მკრეხელობაცაა, რამეთუ ჩვენს მცირედმორწმუნეობას მოწმობს.1828.რატომ არ უნდა გვეშინოდეს წმ. ზიარების მიღებისას გადამდები სნეულებისა?არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ვეზირებით ხორცსა და სისხლს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ასეთი ძღვენით კი ყოველგვარი სენის გადადება შეუძლებელია.1829.როგორ უნდა განვიხილოთ წმ. საიდუმლოს ზიარება ერთი საერთო ბარძიმიდან?უნდა განვიხილოთ, როგორც წრფელი ძმობის გამოვლენა მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხრიდან, რომელნიც განურჩევლად მდგომერეობისა, განათლებისა და მატერიალური მდგომარეობისა სიძულვილს კი არ გრძნობენ ერთმანეთისადმი, არამედ ხარობენ, რომ შეუძლიათ ერთი ბარძიმიდან ეზიარონ წმიდა ძღვენს.1830.როგორ უნდა მოვიქცეთ წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ?წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ:
1. ოდნავ დავხაროთ თავი უდიდესი მადლიერების ნიშნად, ამავე დროს ხელები გადაჯვარედინებული გვეწყოს გულზე,
2. შემდეგ გადავინაცვლოთ გვერდით,
3. მხოლოდ ამის შემდეგ კეთილკრძალულებით გამოვისახოთ პირჯვარი,
4. დავბრუნდეთ იმ ადგილზე, სადაც ლიტურღიის დაწყებისას ვიდექით და აღვავლინოთ ზიარების შემდგომი ლოცვები.
განმარტება:
I. წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ აღარ ვდგებით მუხლებზე, რადგანაც უფალი იესო ქრისტე შემობრძანდა ჩვენს გულებში.
II. ზოგან მიღებულია, რომ წმ. ზიარების მიღებისთანავე, სვამენ ცოტაოდენ წყალს ღვინით განზავებულს, რათა დარწმუნებულნი იყონ, რომ ბაგეებს არ შერჩა საუფლო ძღვენის მცირეოდენი ნაწილიც კი.
1831.რა იგალობება მორწმუნეთა ზიარების დროს?მორწმუნეთა ზიარების დროს გალობენ: ,,ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ. ალილუია, ალილუია, ალილუია." თუკი მრავალნი ეზიარებიან, საგალობელს რამდენჯერმე იმეორებეს გუნდი მცირეოდენი შესვენებებით.1832.რატომ იწოდება საუფლო ძღვენი უკვდავების წყაროდ?იმიტომ, რომ იგი წინდია ჩვენი აღდგომისა და ზეციურ ნეტარებაში დამკვიდრებისა, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,რომელი წამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა" (ინ.6,54).1833.რამდენად ხშირად მიეახლებოდნენ წმ. ზიარებას პირველი ქრისტიანები?მიეახლოებოდნენ ყოველი ლიტურღიის როს და სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენც, განწმენდილი სინდისით, ძალდატანების გარეშე, კეთილი ნებით, ხშირად ვეზიარებოდეთსაუფლო ძღვენს.
განმარტება:
I. ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ნებავს, რომ წმ. ევქარისტიის საიდუმლოში ისევე მჭიდროდ შევუერთდეთ მას, როგორც ხის ტანს აქვს შეერთებული მისი ტოტები. ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ ვენახი, და, თქუენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს რტონი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განხმეს და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას" (ინ.15,5-6). ეს შინაგანი შეერთება ყველაზე კარგად ხორციელდება შინაგანი მიღებით. ამიტომ გადაწყვიტა ქრისტემ საზრდოთ მოგვცეს თვისი ხორცი და სისხლი, რათა ჩვენ მისით ვიცოცხლოთ ისე, როგორც ვცოცხლობთ საზრდოთი და როგორც იკვებებიან რტოები ხის ტანის საშუალებით. ვინც ღირსეულად იღებს წმიდა საიდუმლოთ, ისე მჭიდროთ შეუერთდება ქრისტეს, რომ შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: ,,ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალ.2,20).
II. ღირსეულად მიღებული წმ. საიდუმლოთა მოქმედება ადამიანზე მკაფიოდაა გამოხატული ლოცვაში, რომელიც მოთავსებული წმ. ვასილი დიდის ლიტურღიაში ,,მამაო ჩვენოს" წინ.
III. წმიდა სინდისით საუფლო ძღვენის მიღების აუცილებლობაზე პავლე მოციქული წერს: ,,რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირდებით, თანა მდებ არს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა_ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხა ხორცნი უფლისანი: (Iკორ.11,27-29). წმ. საიდუმლოთა უღირსად მიღება იმ ცოდვათა რიგს განეკუთვნება, რომელსაც სიწმიდეთ მკრეხელობა ეწოდება.
IV. ქრისტეს ეკლესიაში არავინ არ უნდა დააყენოს თავისი თავი სხვაზე მაღლა, არ უნდა უგულებელყოს სხვა, ერთმანეთთან ყველა სიყვარულითა და ერთობით უნდა იყოს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, ყოველი ქრისტიანი - დანი და-ძმანი არიან. პავლე მოციქული ამბობს: ,,სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელ ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაი სისხლთა ქრისტესაითაი არსა? პურსა ამას, რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთაი არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს" (Iკორ.10,16-17).
V.ერთი ბარძიმიდან ზირების მნიშვნელობას გვახსენებს წმ. ბასილი დიდის ლიტურღიაც, საუფლო ძღვენის გარდასახვის შემდგომი ლოცვით:
VI. ავადმყოფთა ზიარებისთვის მათმა ახლობლებმა ან მომვლელებმა უნდა მოამზადონ მაგიდა, გადააფარონ სუფთა სუფრა და დადგან მასზე ჯვარი და თუნდაც ერთი სანთელი შანდლით.
VII. ნერჩენ სეფისკვერს, რომლიდანაც ტარიგი ამოიჭრება, ,,წმ. საიდუმო ტრაპეზი" ეწოდება.
VIII.ნარჩენ სეფისკვერს, საიდანაც ტარიგი ამოიჭრა, პატარა ნაწილებად ამტვრევენ და მას შემდეგ, რაც იგალობება ,,იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე" ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ურიგებენ მორწმუნეთ, რათა ჯერ კიდევ ტაძარში მყოფთ იხმონ კრძალვით და მიიღონ მისგან ნუგეში და სიხარული. თუ მორწმუნენი ბევრნი არიან, ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ის სეფისკვერიც, რომლიდანაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოსახსენებლად იყო ნაწილი ამოღებული. დარიგებულ ნაწილებს ანტიდორი ჰქვია. ეს ბერძნული სიტყვაა და ძღვენის სანაცვლოს ნიშნავს. ეს ჩვეულება წარმოსდგება ჯერ კიდევ პირველ ქრისტიანთა დროიდან და როგორც ჩანს აღმოცენდა ,,სიყვარულის სერობიდან", როდესაც პირველი ქრისტიანები ღმრთისმსახურების შემდეგ იკრიბებოდნენ, რათა განურჩევლად ძმურ სიყვარულში ყველას ეხმია ეკლესიის შეძლებუ წევრთა მიერ შეწირული ძღვენი. მოგვიანებით ეს ტრადიცია დაიკარგა, რადგან ქრისტიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ტაძარში აღარ იყო საკმარისი ადგილი. ანტიდორი განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც ამ დღეს არაფერი უხმევია, რაიმე მიზეზის გამო არ ჰქონდა წმ. ზიარების შესაძლებლობა და სურს, თუნდაც სულ მცირე ნაწილი იხმოს იმ პურიდან, რომელიც მღვდელმა აკურთხა პროსკომიდიაზე და საიდანაც ამოღებული იქნა ტარიგი. მართლმადიდებელი ეკლესია უცვალებლად იცავს ანტიდორის დარიგების წესს.
link
 

თემა: ღმერთი

1316.არის თუ არა წმიდა წერილში მოთხრობილი, რომ უფალი იესო ქრისტე საკუთარ თავს ღმერთის ძეს უწოდებდა?დიახ არის, კერძოდ:
1. როცს მან განკურნა ბრმად შობილი ადამიანი (ინ.9,35-37).
2. ლაზარეს აღდგინებისას (ინ.11,4).
3. როცა ის ესაუბრებოდა იუდეველებს, რომლებიც ღმრთის გმობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მან საკუთარ თავს ღმრთის ძე უწოდა (ინ.10,36).
4. როდესაც ის იდგა ებრაელ ღმვდელმთავართა წინაშე, როგორც განსასჯელი (ლკ.22,70).
1317.რა უთხრა უფალმა იესო ქრისტემ თვალახელილ ბრმას?ჰკითხა ,,გრწამსა ძე ღმრთისაი?", რაზედაც განკურნებულმა კითხვითვე მიუგო: ,,ვინ არს იგი უფალი, რაითა მრწმენეს იგი?" ამაზე უფალმა იესო ქრისტემ მიუგო: ,,იხილე იგი, და რომელი იტყვის შენ თანა, იგი არს". თვალახელილმა კი თქვა: ,,მრწამს, უფალო! და თაყვანი სცა მას".1318.რა შემთხვევის გამო უწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის თავს ძე ღმრთისა, როცა ებრაელი მღვდელმთავრის წინაშე იდგა?უწოდა მაშინ, როცა სინედრიონში შეკრებილი უხუცესი იუდეველნი და მწიგნობარნი ყვირილით ეკითხებოდნენ: ,,შენ უკუე ხარა, ძე ღმრთისაი?" რაზედაც იესომ მიუგო მათ: ,,თქვენ იტყვით, ვითარმედ მე ვარ".1319.უწოდებდა თუ არა უფალი იესო ქრისტე თავის თავს, აგრეთვე, მხოლოდშობილ ძეს ღმრთისა?დიახ უწოდა, თავის ფარულ მოწაფესთან ნიკოდიმოსთან საუბრის დროს (ინ.3,16-18).1320.რას ნიშნავს ,,მხოლოდ შობილი ძე ღმრთისა"?ეს ნიშნავს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ერთადერთი და ჭეშმარიტი ძე ღმრთისა, რომელსაც მამა ღმერთის თანაარსი ბუნება აქვს.1321.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ ის სამყაროს შექმნამდე არსებობდა?დიახ, ამბობდა უკანასკნელ სერობაზე, როცა მიმართავს თავის ზეციურ მამას: ,,და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა" (ინ.17,5).1322.კიდევ რომელი სიტყვებით განაცხადა უფალმა იესო ქრისტემ, რომ იგი მარადისობიდან არის?განაცხადა სიტყვებით: ,,ამენ, ამენ გეტყვი თქვენ: პირველ აბრაჰამის ყოფამდე მე ვარ" (ინ.8,58).1323.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ მას ისეთივე ბუნება აქვს, როგორიც მამა ღმერთს?დიახ ამბობდა, სოლომონის ბჭესთან იუდეველებთან საუბარში: ,,მე და მამა ჩემი ერთი ვართ" (ინ.10,30).1324.საკმარისია უფალ იესო ქრისტეს ისე მივაგოთ პატივი, როგორც გამოჩენილ ადამიანებს მივაგებთ?არა, არ არის საკმარისი. უნდა:
1. გვწამდეს უფალი იესო ქრისტე, ვითარცა მხოლოდშობილი ძე ღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი,
2. ვსასოებდეთ მას,
3. გვიყვარდეს ის,
4. თაყუანის ვცემდეთ და ვილოცოთ მის მიმართ,
5. ვაღიარებდეთ მას.
1325.ითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე, რომ გვწამდეს, როგორც ღმერთი?დიახ, ითხოვს, რამეთუ ბრძანა:
1. რომ საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს მხოლოდ ის, ვინც მას იწამებს, ვითარცა მხოლოდშობილ ძეს ღმრთისა (ინ.3,15-18);
2. ,,გრწმენინ ღმრთისა და გრწმენინ ჩემდა მიმართ" (ინ.14,1);
3. ,,რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი" (ინ.5,23).
1326.როგორ რწმენას ითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე?ითხოვს, რომ გვწამდეს იგი, როგორც ღმერთი და არა როგორც ლიტონი ადამიანი.1327.როგორ პატივს ითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე?ითხოვს, ისეთივე პატივისცემას, როგორსაც მივაგებთ ზეციურ მამას, ანუ ითხოვს ღმრთის შესაფერ პატივს.1328.ითხოვს უფალი იესო ქრისტე, რომ ვსასოებდეთ მას?დიახ, ითხოვს, რამეთუ მან ბრძანა: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ.16,33).1329.ითხოვს უფალი იესო ქრისტე, რომ შეგვიყვარდეს იგი?დიახ, ითხოვს, რომ ამქვეყნად უფროისი სიყვარული გვაქნდეს მის მიმართ, გვიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი მამა ან დედა (მთ.10,37).1330.მოწმობს თუ არა წმიდა წერილი მასზედ, რომ უფალ იესო ქრისტეს მოწაფენი თაყუანს სცემდნენ, ვითარცა თავიანთ უფალსა და ღმერთსა?დიახ, ამოწმებს მრავალგზის. მაგალითად:
1. როდესაც ზღვაზე ქარი დაცხრა იესო ქრისტეს სიტვით, მოწაფეებმა თაყუანის სცეს და უთხრეს: ,,ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ" (მთ.14,33);
2. როდესაც განკურნა ბრმად შობილი, თვალის ახილვის მან შეჰღაღადა: ,,მრწამს უფალო! და თაყუანი-სცა მას" (ინ.9,35-38);
3. როდესაც იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოციქულებს, წმიდა მოციქულმა თომამ მას უთხრა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (ინ.20,28).
1331.ლოცულობდნენ იესო ქრისტეს მიმართ მისი მოწაფეები?დიახ, ლოცულობდნენ. მაგალითად:
1. როდესაც ზღვა ფრიად ღელავდა, უთხრეს: უფალო, ,,მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით" (მთ.8,25);
2. როცა ის საუბრობდა ცთუნებებსა და მიტევებაზე, მოწაფეებმა თხოვეს უფალ იესო ქრისტეს: ,,შემძინე ჩუენ სარწმუნოებაი" (ლკ.17,5);
3. ერთი ავაზაკთაგანი, რომელმაც ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, ევედრებოდა მას: ,,მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლკ.23,42);
4. როცა ქვები დაჰკრიბეს წმ. სყეფანეს, იგი ილოცვიდა და ამბობდა: ,,უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი" (საქ.7,59).
1332.იყო ეს ვედრებანი ლოცვა?დიახ, იყო, რამეთუ ყოველმა მათგანმა უწყოდა, რომ ესოდენ ადამიანთა სიმრავლის ხსნა, რომლებიც ზღვის ტალღებში ინთქმებოდნენ, გამრავლება სარწმუნოებისა, მიტევება ცოდვათა და სულის მიღება მომაკვდავი ადამიანისა, არ ძალუძს ადამიანს, გარნა, მხოლოდ ღმერთს. ხოლო ვედრება ღმრთისადმი არსი კიდეც ლოცვა.1333.ითხოვს უფალი იესო ქრისტე რომ ვაღიარებდეთ მას?დიახ, ითხოვს: ,,ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამი წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მთ.10,32-33).1334.ითვლება თუ არა უფლ იესო ქრისტეს მოწაფედ ის, ვინც პატივს სცემს მას როგორც მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს, რომელმაც ღმერთი ყველაზე უკეთ შეიცნო, ღმერთის მცნებების თანახმად იცხოვრა და შეუერთდა ღმერთს, როგორც თავის მამას?არა, არ ითვლება.1335.მაშინ, ვინ ითვლება უფალ იესო ქრისტეს მოწაფედ, ე.ი. ქრისტიანად?ითვლება მხოლოდ ის, ვისაც სწამს იგი და აღიარებს მას მხოლოდშობილ ძედ ღმრთისა, განკაცებულს, ვინც სასოებს და თაყვანს სცემს მას, ვითარცა ამას იქმოდნენ პირველი ქრისტიანნი.
განმარტება:
I. უფალი იესო ქრისტე თავის თავს ხან ძე ღმრთისას უწოდებდა, ხან ძე კაცისას. პირველი წოდება განეკუთნება მის ღმრთიურ ბუნებას, მეორე მის ადამიანურ ბუნებას. იმისთვის, რომ ჩვენთვის თავმდაბლობის მაგალითი მოეცა, ის თავის თავს, ძე კაცისას უწოდებდა.
II. ადამიანებიც ღმრთის ძეებად და ასულებად ან შვილებად იწოდებიან, მაგრამ არა ნამდევილი, მნისჰვნელობით, თითქოს ისინი ღმრთისაგან იშვნენ, არამედ სხვა მნიშვნელობით, რომ როდესაც ცოდვებს შეინანებენ, ღმერთი მიუტევებს და წყალობას მიმადლებს მათ, ვითარცა მამა, რომელმაჩ თვისი მონანული უძღები შვილი შეიწყნარა, დარომ ისინი წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებით სულიერად აღორძინდებიან. ადამიანთა შორის თუკი ვინმე თავს ღმრთის ძედ იმ მნისჰვნელობით მოიხსენიებს, როგორც უფალი იესო ქრისტე უწოდებდა თავის თავს, მაშინ ეს ღმერთის გმობა იქნება.
III. პავლე მოციქული ამბობს, რომ უფალ იესო ქრისტეში ,,დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისაი ხორციელად" (კოლ.2,9).
IV.იოანე მოციქული წერს: ,,ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაი მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი, რაითა ვიცოდეთ ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხოვრებაი საუკუნოი" (Iინ.5,20).
V. უფალ იესო ქრისტეს არ სურადა თვისი ღმრთაებრივი ელვარებით განეკვირვებინა ადამიანები; პირიქით, ის სურდა და მოქმედებდა ისე, რომ მათ სულებში აღეძრა ნდობა, პატივისცემა და სიყვარული მისადმი. მას ენება, რომ ადამიანებს თვით ეგრძნოთ აუცილებლობა - განეჭვრიტათ გონებით მისი პიროვნების საიდუმლო და რათა მათ, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემეცნებით, განსაკუთრებით სასწაულების ხილვითა და მისი სიტყვების შეცნობით, მადლის შეწევნით თვით შეეცნოთ მისი ღმრთაება. ეს იყო ყოვლად სარწმუნო, ფრიად ჭეშმარიტი სასჰუალება ადამიანთა სულებზე სამოქმედოდ, ღმერთკაცისა და მაცხოვრის ღირსების შესაფერი.
VI. მაცხოვრის მიერ აღსრულებული უმთავრესი სასწაულებია: წყლის ღვინოდ ქცევა (ინ.2,1-11); ნკვდრების აღდგინება,- კერძოდ იაიროსის ასულის (მთ.9,25), ნაინელი ქვრივის ვაჟისა (ლკ.7,11-17) და ლაზარესი (ინ.11,1-44); მძიმე სნეულთა განკურნება წამლის გარეშე: ბრმების (მთ.9,27-32; მკ8,22-26), ბრმად შობილის (ინ.9,1-8), ყრუ-მუნჯის (მკ.7,32-37), სისხლისმდინარი დედაკაცის (მთ.9,20-22), კეთროვანთა (ლკ.17,12-17) და მრავალ სხვა სნეულთა. აღელვებული ზღვის დაცხრობა (მთ.8,24-28); სვლა წყალდაწყალ (მთ.14,25), ხუთი ათასზე მეტი ადამიანის დაპურება ხუთი პურითა და ორი თევზით (მთ.14,15-21); ადამიანთა ზრახვებისა და მოქმედებათა გულისხმისყოფა (მთ.9,4;12,14-15; 14,13-16; ინ1,48-49) და სხვა.
VII. არც ერთი ადამიანი, ფრიად გამოჩენილიც კი, არ შეიძლება შევადაროთ უფალ იესო ქრისტეს. არც ერთ ფილოსოფოსს, სხვადასხვა რელიგიების არც ერთ ფუძემდებელს არ შეეძლო საკუთარ თავზე ეთქვა და არც უთქვამს ,,მოვედით ჩემდა ყოველი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მთ.11,28); ,,მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე" (ინ.11,25); ,,მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს" (ინ.10,9); ,,ნუ გეშინინ, შვილო მოგიტვევნენ შენ ცოდვანი შენნი" (მთ.9,2); არც ერთ მომაკვდავს არვისთვის უთქვამს ის, რაც თქვა იესომ: ,,ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ.23,43); არც ერთ მოძღვარს არ მოუთხოვია თავისი მოწაფეებისთვის, რომ საკუთარ მშობლებზე მეტადაც ჰყვარებოდათ ის. არავინ მიუტევებდა თვისი სახელით ცოდვებს. არავის უთქვამს, რომ მოვა განსასჯელად ცხოველთა და მკვდართა. უფალ იესო ქრისტეს არ შეიძლება შევადაროთ არც კონფუცი, არც ბუდა, არც მუჰამედი. ის, ვინც ამას იქმს, ღმრთისმგმობელია და არ შეიძლება ქრისტიანად იწოდებოდეს. რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (ინ.14,6). შეუძლებელია მისვლა ზეციერ მამასთან კონფუცის, ბუდას, მუჰამედის მეშვეობით. ჭეშმარიტად ამბობს პეტრე მოციქული, რომ უფალ იესო ქრისტეს გარდა, ,,არავინაი არს სხვით ცხოვრებაი" (საქ.4,12). კაცობრიობის ისტორიაშI ერთადერთისა და განუმეორებელი მოვლენის შეცნობისთვის იღვწოდნენ I, III, IV, V და VI მსოფლიო საეკლესიო კრებები.
link
 

თემა: ეკლესია

1562.როგორ იმართება ადგილობრივი ან ეროვნული ეკლესიები საკუთარ ეპისკოპოსთა კრებულის მიერ?იმართება შემდეგნაირად:
1. ეპისკოპოსები ჟამითი ჟამად იკრიბებიან და გამოქავთ ადგილობრივი ეკლესიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტიებები.
2. ეპისკოპოსთა კრებული ირჩევს ადგილობრივი ეკლესიის პიველიერარქს, რომელიც წვევს ეპისკოპოსებს სხდომებზე და ზრუნავს, რათა ამ სხდომებზე მიღებული დადგენილებები მიღებული წესის თანახმად გამოქვეყნდეს და შესრულდეს, აგრეთვე იმაზე, რომ მთელს ადგილობრივ ეკლესიაში წესრიგი სუფევდეს.
1563.რა ეწოდება ადგილობრივი ეკლესიის პიველ იერარქს?ეწოდება პატრიარქი ან მიტროპოლიტი.1564.ადგილობრივი ეკლესიის პირველ იერარქს მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებული ირჩევს?არა მარტო ეპისკოპოსთა კრებული, არამედ სასულიერო პირთა და კეთილმორწმუნე ერისკაცთა წარმომადგენლებიც ირჩევენ.1565.ვინ ეხმარება ადგილობრივი ეკლესიის პირველიერარქს ეკლესიის მართვაში?ეხმარება სამი ან მეტი ეპისკოპოსისგან შემდგარი წმიდა სინოდი.1566.ვის წინაშეა პასუხისმგებელი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (პირველიერარქი)?ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (პირველიერარქი) პასუხისმგებელია ღმერთისა და ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე.1567.ირღვევა თუ არა ქრისტეს ეკლესიის ერთიანობა ღმრთისმსახურების აღვლენისას ენობრივი განსხვავებულობის გამო?არ ირღვევა.1568.მაშ რითი ირღვევა ეკლესიის ერთიანობა?ირღვევა:
1.მწვალებლური მოძღვრებით,
2.მტრობითა და ძალაუფლების მოყვარეობით,
3.ურჩობითა და განხეთქილებით.
1569.სწორი იქნებოდა, რომ ერთ ეროვნულ ეკლესიას სხვა ხალხებისთვის თავს მოეხვია საკუთარი საღმრთისმსახურო ენა?არ იქნებოდა, რამეთუ მსგავსი ძალდატანება
1.იქნებოდა ამაყი ზვაობა და სხვათა დამცირება;
2.ავნებდა რელიგიურ ცხოვრებას, რამეთუ უცხო და გაუგებარი ენის გამოყენება აკნინებს რელიგიურ ცხოვრებას.
1570.რომელი ეკლესია ინახავს ურყევად წმიდა მოციქულთა დროეინდელი ეკლესიის მოძღვრებას?ურყევად იმარხავს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც გაიგივებულია განუტოფელი ქრისტეს ეკლესიასთან და მისი ერთგული მემკვირდეა.
განმარტება:
I.პავლე მოციქული ეკლესიის ერთიანობის შესახებ ამბობს: ,,გლოცავ თქუენ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველით მით მშვიდობისაითა. ერთ ხორც სა ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაითა. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღება, ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის” (ეფ.4,1-6).
II.Iოანე მოციქულს გამოცხადებაში მოჰყავს მცირე აზიის შემდეგი ადგილობრივი ეკლესიები: ეფესოს, სმირნის, პერგამოსის, თიატირის, სარდის, ფილადელფიის და ლაოდიკიის (გამოცხ.2,1; 2,8; 2,12; 2,18; 3,1; 3,7; 3,14). ყველა ისინი, რა თქმა უნდა, მიეკუთნებოდა ქრისტეს ერთიან ეკლესიას, რამდენადაც აღიარებდნენ ერთ მრწამსს.
III.ღმრთისმსახურების ენის შესახებ პავლე მოციქული წერს: ,,ეგრეცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაი იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქმნეს თქმული იგი? რამეთუ იყვნეთ ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. ესოდენნი სახენი თესლადნი ხმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უხმო, უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ხმისაი მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა, ვითარცა სხვაი ენაი, და რომელი-იგი მეტყოდეს მე – ვითარცა სახუაი ენაი” (Iკორ.14,9-11).
IV.ყველა ადგილობრივი და ეროვნულ ეკლესიათა სულიერი ერთობა დღემდე ვერ შენარჩუნდა, იმდენად, რამდენადაც დასავლეთის ეკლესიაში შუა საუკუნეებში შემოღებულ იქნა ახალი სწავლება, კერძოდ კი ის, რომ სული წმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან, რომ წმიდანები იმაზე მეტ დამსახურებას ჰპოვებდნენ, ვიდრე მათთვის იყო საჭირო, რის წყალობითაც წარმოიქმნა დამსახურებათა კიდობანი, საიდანაც გასცემენ ინდულგენციებს, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი ეკლესიის ხილული თავია, რომ მას უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე მსოფლიო კრებას და რომ ყველა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესია ვალდებულია დაემორჩილოს მას; რომ ამ ეპისკოპოსს აქვს უფლება იყოს სახელმწიფოს საერო მმართველიც და რომ მას საერო საკითხებში უმაღლესი ძალაუფლებაც ეკუთვნის, უფრო დიდი, ვიდრე რომელიმე სახელმწიფოს მმართველს (მეთაურს); შემდეგში საღმრთო ლიტურღიიდან ამოიღეს ეპიკლეზია. Nაცვლად გაფუებული პურისა შემოღებულ იქნა ხმიადი; ნაბრძანები იქნა მორწმუნენი ეზიარებინათ მხოლოდ პურის სახით; ყველა მღვდელს აეკრძალა ქორწინების წმიდა საიდუმლოში მონაწილეობა. ეს ახალი სწავლებანი სრულიად იქნა უარყოფილი აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რის შედეგადაც 1054 წელს განხეთქილება მოხდა აღმოსავლეთის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებსა და რომის ეკლესიას შორის. ეკლესიათა გაყოფის შემდეგ რომის ეკლესიამ უფრო მეტად გააღრმავა ეს სიახლენი. XVI საუკუნეში უარყო რა ეს სიახლეები, მას გამოეყო ქრისტიანობის დიდი ნაწილი, რომელბმაც ჩამოაყალიბეს ევანგელისტური ანუ პროტესტანტულ ეკლესია; მაგრამ ეს ეკლესია კიდევ უფრო შორს წავიდა მართლმადიდებლობასთან წიააღმდეგობაში, ვიდრე რომის ეკლესია იმ მიმართებისთ, რომ უარყო ზეპირი გადმოცემა და განაცხადა, რომ ის ცნობს მხოლოდ წმიდა წერილს. ამ ახალი გაყოფის შემდეგ რომის ეკლესიამ კიდევ უფრო მეტი სიახლეები შემოიღო და 1870 წელს ვატიკანში, სადაც რომის ეპიკოპოსის, ანუ პაპის სამყოფელია, გამართულ კრებაზე ხმამხაღლა გამოაცხადა პაპის უცთომელობის შესახებ, რწმენისა და ზნეობის საქმეებში. Uახლოეს ხანში კვლავ მოხდა ქრისტიანობის დაქუცმაცება ახალი რელიგიური საზოგადოებების აღმოცენებით, რომლებიც მართალია თავის თავს ეკლესიებს უწოდებენ, მაგრამ მას არ წარმოადგენენ იმის გამო, რომ მათ დიდ ნაწილს არ სწამს უფალ იესო ქრისტეს ღმრთიური წარმოშობა. განხეთქილებების შედეგად ასეთი დაქუცმაცება არ პასუხობს უფალ იესო ქრისტეს ნებას, ამიტომ ბევრი ქრისტიანი ცდილობს ლოცვით, სიყვარულითა და ერთობლივი ურთიერთობით მოამზადოს საეკლელიო ერთიანობის განახლება. ამის წინაპირობას წარმოადგენს პირველდაწყებით სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან და ეკლესიის ორგანიზაციასთან დაბრუნება.
V.ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია შედგება ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან, ერთ-ერთი ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციას დაქვემდებარებულ საეგზარქოსოებისაგან და ერთ-ერთი ავტოკეფალური ეკლესიიდან წარგზავნილი მამებისაგან. ამჟამად ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) ეკლესიებია: კონსტანტინოპილისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა, იერუსალიმისა, რუსეთისა, საქართველოსი, სერბეთისა, რუმინეთისა, ბულგარეთისა, ელადისა, კვიპროსისა, პოლონეთისა, ალბანეთისა და ჩეხეთისა. ჩალკეული ავტოკეფალური ეკლესიების საეგზარქოსოები არის გერმანიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ჩალკეული მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მისიებია ჰოლანდიაში, იაპონიაში, უნგრეთში, ინგლისში, საფრანგეთში, აფრიკასა და ავსტრიაში.
VI.ყველაზე დიდი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია რუსულია. მან არათუ მოიცვა ყოფილი სსრკ-ს მთელი ევროპული ნაწილი, არამედ დიდი წარმატებით ეწეოდა და ეწევა სამისიონერო საქმიანობას აზიის ხალხთა შორის. ჩდილობენ ამტკიცონ, რომ თითქოს რუსული ეკლესიის მეთაური რუსეთის იმპერატორი იყო, ეს არასწორია. ღამდენადაც რუსული ეკლესია მიეკუთვნება ქრისტეს ერთიან ეკლესიას, მისი თავი ყოველთვის იყო და არის უფალი იესო ქრისტე. მას მართავს ეპისკოპოსთა კრება.
VII. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ან მიტროპოლიტი არ არის მეთაური იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიის თავი უფალი იესო ქრისტეა, როგორადაც ითვლება რომის ეკლესიაში რომის ეპისკოპოსი ანუ პაპი. მართლმადიდებელი პატრიარქების, მიტროპოლიტების (და მთავარეპისკოპოსების) უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიის მმართველობაზე, ანუ მასში წესრიგის დაცვაზე, ანუ მის წარმომადგენლობაზე. ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურთაგან არავინ არ ითვლება და არც თავად ისინი თვლიან თავს უცოდველად; თითოეული მათგანი პასუხისმგებელია თავისი ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრების წინაშე და შეიძლება ჩამოერთვას ხარისხი კრების მიერ იმ შემთხვევაში, თუ სერიოოზულად დააშავებს თავისი მოვალეობის აღსრულებას.
VIII. მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გამოითქმოდა და დღემდე გამოითქმის მრავალი არასწორი განსჯა. მაგრამ უკანასკნელ ხანს მის დამსახურებათა აღიარებას სხვა სარწმუნოების მიმდევარნიც იწყებენ. განსაკუთრებიტ გერმანელი ევანგელისტური ეკლესიის ღმრთისმეტყველნი, რამდენადაც მათ შეძლეს ახლოს გაცნობოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, მასზე მშვენიერი გამოხმაურება აქვთ. ხედავენ მასში ჩვენი დროეის ქრისტიანთათვის განახლების წყაროს (ფრ. გეილერი), ელიან მისგან სულიერ დახმარებას დასავლეთის ეკლესიისთვის და ღიად აცხადებენ, რომ მართმადიდებელმა ეკლესიამ დაიცვა ტრადიციები, ე.ი. მოციქულთა ზეპირი გადმოცემები და რომ ის უშუალოდ ეყრდნობბა ეკლესიის მამათა სწავლებას და უძველეს ქრისტიანულ დოღმებს (გ.ერენბერგი). მართმადიდებელი ეკლესიის ეს შინაგანი ღირებულება არავითარ შემთხვევაში არ კნინდება იმით, რომ ის ქრისტიანულ სამყაროში უმცირესობას წარმოადგენს. შიმრავლე ჭეშმარიტების წინდი არ არის. ძველი აღთქმის ეპიქაში იყო დროები, როცა ხალხის მხოლოდ მცირე უმცირესობა რჩებოდა ღმრთის ერთგული, და ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა. არიოზელობის გაფურჩქვნის წლებში, რომელმაც უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთიური წარმომავლობა, ანდა მონოთელიტობის დროს, რომელიც სრულიად არ ცნობდა უფალ იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, ან ხატთმბრძოლობის დროს, როცა იმჟამინდელ ქრისტიანთა მხოლოდ უმცირესობა იცავდა სიმართლეს, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა. ეკლესიის ისტორიისთვის რომელიც დამარადისოდ იცოცხლებს, მნიშვნელობა არა აქვს რამდენიმე საუკუნეს და თვითათასწლეულსაც. ღაც დღეს უმცირესობაშია, შეიძლება ათასი წლის შემდეგ უმრავლესობაში მოექცეს და პირიქით. უპირველესად უმთავრესი და აუცილებელია იმ ჭეშმარიტების ხმამაღალი აღიარება, რომელიც წმიდა ზეპირი გადოეცემებით და წმიდა წერილით მრკიცდება. ყოველივე ცვალებადია, მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტებაა მარადიული.
IX.თუ მართმადიდებელი ეკლესია სიახლეების წინააღმდეგია, ეს არ ნიშნავს პროგრესისადმი წმინააღმდეგობას. პროგრესი პირველსაწყისის შინაგან და გარეგან ზრდას ნიშნავს. შიახლე კი ხშირად ამ პირველსაწყისის ფესვებს ეწინააღმდეგება.უფალ იესო ქრისტეს ღმრთაებრივი წარმოშობა სრულიად არ წაემოადგენს ,,პროგრესულ ქრისტიანობას” (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღწეულ იქნას ქრისტიანული ეკლეიის განვითარებით), სინამდვილეში ის თვით ქრისტიანობიდან გადახვევაა.
link
 

თემა: ბიბლია

როგორი კავშირი არსებობს ახალ და ძველ აღთქმებს შორის?ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი აღთქმის მისაღებად, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება და დასრულება ძველი აღთქმისა.
განმარტება:
I. ქრისტიანებს ბევრი რამ შემორჩათ ზეპირი გარდმოცემიდან, მაგალითად ის, რომ გამოვისახოთ პირჯვარი, ლოცვის ჟამს ვიდგეთ პირით აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც აღმოხდება მზე, როგორ ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ, რომელი სიტყვებით მივმართოთ ღმერთს, რათა მან აკურთხოს და გარდასახოს შესაწირავი პური და ღვინო, როგორ იკურთხოს წყალი და სხვა. Aმიტომ შეახსენებდა წმიდა მოციქული პავლე ქრისტიანთ თესალონიკში: ,, ძმანო, მტკიცეთ დექით და შეიკრძალეთ მოძღურება ესე, რომელიცა გისწავლიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა” (2თეს.2,15). ის, რასაც პავლე მოციქული ასწავლიდა ქადაგებებში, ეს იყო ზეპირი გარდმოცემა. ხოლო რასაც ასწავლიდა ეპისტოლეებით, ეს არის ეპისტოლარული სწავლება და წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს. ის, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ძირითადად ზეპირი გარდმოცემის საფუძველზე ვრცელდებოდა, სრულიად გასაგებია. Pავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: ,, რაი-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა,რომელნი შემდზლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად ” (2ტიმ.2,2). თითქმის ოცი წლის მანძილზე უფალ იესო ქრისტეს ამაღლებიდან, ეკლესიას არა ჰქონდა არც ერთი წიგნი ახალი აღთქმისა და იძულებული იყო ესარგებლა მხოლოდ ზეპირი გარდმოცემით, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მოქმედებდა, აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, იღწვოდა და განეფინებოდა ყოველგან, ეყრდნობოდა ზეპირ გარდმოცემას, იმარხავდა მას, როგორც ზეციურ საუნჯეს. ჭმიდა ზეპირი გარდმოცემის შესახებ ფრიად დამაჯერებლად წერს წმიდა მამა ბასილი დიდი 91_ე კანონში.
II. 1. დაბადება, - მასში მოთხრობილია ქვეყნიერებისა და ადამიანის შექმნის, პირველქმნი ადამიანთა ცხოვრების, ცოდვით დაცემის, მათ შთამომავალთა ცხოვრებისა და შრომის შესახებ, აგრეთვე იოსების ეგვიპტეში აღსრულების შესახებ (შემოკლებით დაბ ).
2. წიგნი გამოსვლათა, - მასში აღწერილია ებრაელთა მძიმე ცხვრება ეგვიპტეში, მოსეს წინამძღოლობით, მითი სვლა უდაბნოში აღთქმია ფიცთა მიღება სინას მთაზე და კარვის შენება (გამ).
3. წიგნი ლევიტელთა, - მასში ჩაწერილია ძველი აღთქმის მგვდელთმსახურთა და ლევიტელთა ღმრთისმსახურების წესები და საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო კანონები (ლევ).
4. რიცხვთა, - მასში ებრაელი ხალხის საყოველთაო აღწერა, რომლის დროსაც, ლევიტელთა გარდა, 603 550 მოზრდილი მამაკაცი დაითვალეს; შემდეგ ზედმიწევნით არის აღწერილი ლევიტელტა მოვალეობანი, მოთხრობილია ხალხია დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ და აარონის სიკვდილი (რიცხვ).
5. მეორე სჯულისა, - მასში, მოსე სიკვდილის წინ, კიდევ ერტხელ, მოკლედ, უმეორებს ებრაელ ხალხს სჯულს, რომელიც გმერტმა მოსცა მათ, მადლობას სწირავს და აკურთხებს ხალხს; ბოლოს აღწერილია მოსეს აღსასრული და მისი დაკრძალვა. (მსაჯ).
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
8. წიგნი რუთისა, - მასში მოთხრობილია ვინმე რუთის ამბავი, რომელიც იყო მეფე დავითის დიდი ბებია.
9-12. ორი წიგნი სამოელისა და ორი წიგნი მეფეთა, - რომლებშიც მოთხრობილია ებრაელთა ცხოვრება, როდესაც მათ მართავდნენ მეფენი, და განსაკუთრებით აღწერილია იერუსალიმი დიდებული ტაძრის მშენებლობა (სამ. Dდა მეფ.).
13-14. ორი წიგნი ნეშტთა, - რომლებიც ავსებს მეფეთა წიგნებს (ნეშ.).
15-16. წიგნები ეზრასი და ნეემიასი, - მათში მოთხრობილია ებრაელთა დაბრუნების შესახებ ბაბილონის ტყვეობიდან, ახალი ტაძრის მშენებლობისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ (ეზრდ. და ნეემ).
17. წიგნი ესთერისა, - მასში მოთხრობილია ღმრთის მოყვარე და მხნე ებრაელი დედაკაცის შესახებ, რომელმაც ერი თვისი იხსნა დაღუპვისაგან სპარსეთის მეფის, ართაქსერქსის მეფობის ჟამს (ესთ).
18. წიგნი იობისა, - მასში მოთხრობილია მართალ იობის ღმრთივსათნო ცხოვრების შესახებ, რომელმაც უდიდესი მწუხარების და ვაების ჟამს დაიმარხა მტკიცე რწმენა ღმრთისადმი, გამოაჩინა უდიდესი მოთმინება და სიბრძნე (იობ).
19. ფსალმუნთა წიგნი, - რომელიც შეიცავს 150 სულიერ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ეკუთვნის წმ. Mეფე დავითს (ფს).
20. იგავნი სოლომონისა, - რომელიც შეიცავს მეფე სოლომონის ბრძნულ გამონათქვამებს და რჩევებს, ამ ქვეყნად მართალი ცხოვრების წარმართვისათვის (იგ. შოლ).
21. ეკლესიასტე, - რომელშიც მეფე სოლომონი ქადაგებს ცხოვრების საზრისის შესახებ და მიგვითითებს, რომ ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც ისწრაფვის არა მატერიალური კეთილდღეობისაკენ, არამედ ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ (ეკლ.)
22. ქება ქებათა, - სოლომონისა, რომელშიც იგი წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს ქრისტეს წმიდა სიყვარულის შესახებ ეკლესიის მიმართ, სიძისა და სასძლოს სიყვარულის მაგალითზე.
23. წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი, - მასში წინასწარმეტყველი მრავალ რასმე წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ცხოვრებიდან. ღამდენიმე მოვლენა მისი ცხოვრებიდან ისეთი ზედმიწევნულებით არის აღწერილი, თითქოს იგი საკუთარი თვალით ჭვრეტდა ყოველივეს. ის ამბობს აგრეთვე, რომ მხსნელი იშვება ქალწულისაგან. Aმის გამო წინასწარმეტყველ ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ (ეს).
24. წიგნი წინასწარმეტყველ იერემიასი, - მასში მოყანილია მრავალი წინასწარმეტყველება ებრაელი ანუ ისრაელი ერის მომავლისა და მაცხოვრის შესახებ. (იერ).
25. წიგნი წინასწარმეტყველ ეზეკიელისა, - ასევე შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას (ეზ).
26. წიგნი წინასწარმეტყველ დანიელისა, - რომელშიც აღწერილია მისი ცხოვრება ბაბილონის ტყვეობაში, აგრეთვე გამოთქმულია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ (დან.).
27-38. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნნი: ოსიასი (ოს), იოელისა (იოელ), ამოსისა (ამოს), აბდიასი (აბდ), იონასი (იონ), მიქეასი (მიქ), ნაომისა (ნაომ), ამბაკუმისა (ამბ), სოფონიასი (სოფონ), ანგეასი (ანგ), ზაქარიასი (ზაქ), და მალაქიასი (მალაქ). Aმ წიგნებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მესიის – მაცხოვრის შესახებ. მაგალითად: წინასწარმეტყველ მიქეამ იწინასწარლეტყველა, რომ მაცხოვარი იშვებოდა ბეთლემში (5,2), წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9) და მისი ვნება (13,7), წინასწარმეტყველმა მალაქიამ გამოთქვა, რომ მესიას ეყოლებოდა წინამორბედი, - წმინდა იოანე ნათლისმცემელი (3,1).
III. პირველ ხუთ წიგნს ახალი აღთქმისა ეწოდება ასევე მოსეს პირველი ხუთწიგნეული, სჯულდებითნი ანუ აღთქმის წიგნები. ზოგიერთ გამოცემაში სამოელის პირველ წიგნს უწოდებენ პირველ წიგნს მეფეთა, სამოელის მეორე წიგნს – მეფეთა მეორე წიგნს. ასსეტ შემთხვევაში მეფეთა პირველ წიგნს ეწოდება მესამე წიგნი მეფეთა, ხოლო მეფეთა მეორე წიგნს მეორე წიგნი მეფეთა. წინასწარმეტყველთ – ესაიას, იერემიას, ეზაკიასა და დანიელს ეწოდებათ დიდი წინასწარმეტყველნი.
IV. მარლთმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ხსენებულ წიგნებს უწოდებს მემკვიდრეობას, რომელიც მიიღო ძველ აღთქმისეული ებრაელთა ეკლესიისაგან, რამეთუ ებრაელ ერს ერწმუნა ღმრთის სიტყვა, რომელიც ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (3,1-2), ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს წიგნები ებრაელთაგან.წმიდა წერილი ზოგიერთ გამოცემაში შეიცავს აგრეთვე შემდეგ წიგნებს: ა) წიგნი ტობიასი, ბ) წიგნი ესთერისა, გ) სიბრძნე სოლომონისა, დ)წიგნი ისუსი ძისა ზირაქისა, ე)წინასწარმეტყველ ბარუქისა, ვ) სამი წიგნი მაკაბელთა, ზ) მესამე წიგნი ეზრასი. მარლთმადიდებელი ეკლესიის მიერ დაშვებულია მათი კითხვა, ისევე როგორც სხვა რელიგიური წიგნებისა, მაგრამ მა თარ მიაკუთვნებს წმიდა წერილის კანონიკურ წიგნებს.
V. ახალი აღთქმა შეიცავს 27 წიგნს, კერძოდ: ა) სახარებებს: 1. მათესი (მთ.) 2. მარკოზისი (მკ.) 3. ლუკასი (ლკ.) 4. იოანესი (ინ.) ბ) 5. წმიდა მოციქულთა საქმეებს (საქ). გ) წმიდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლეს: 6. რომაელთა მიმართ (რომ.) 7. კორინთელთა მიმართ I (I.კორ.) 8. კორინთელთა მიმართ II (II.კორ) 9. გალატელთა მიმართ (გალ.) 10. ეფესელთა მიმართ (ეფ.) 11. ფილიპელთა მიმართ (ფლპ.) 12. კოლოსელთა მიმართ (კოლ.) 13. თესალონიკელთა მიმართ I (I.თეს.) 14. თესალონიკელთა მიმართ II (II.თეს.) 15. ტიმოთეს მიმართ I (I.ტიმ.) 16. ტიმოთეს მიმართ II (II.ტიმ.) 17. ტიტეს მიმართ (ტიტ.) 18. ფილიმონის მიმართ (ფილ.) 19. ებრაელთა მიმართ (ებ.) დ) 7 ეპისტოლეს სხვა მოციქულთაგან, კერძოდ: 20. იაკობ მოციქულისა (იაკ.) 21. პეტრე მოციქულისა I (Iპეტ.) 22. პეტრე მოციქულისა II (IIპეტ.) 23. იოანე მოციქულისა I (Iინ.) 24. იოანე მოციქულისა II (IIინ.) 25. იოანე მოციქულისა III (IIIინ.) 26. მოციქულ იუდასი (იუდ.) ე) 27. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)
VI. სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება,აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა ,,ევანგელე" – ბერძნულია და ,, ხარებას" ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება – არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება, - არის უდიდესი ნუგეში. პირველი სამი სახარება დაწერილია 50-დან 70 წლამდე ქრისტეს შობიდან, ხოლო იოანეს სახარება დაიწერა დაახლოებით 90 წელს.
VII. მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სული წმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოს ხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისა. პირველმოწამეთა – სტეფანესა და იაკობის, მოციქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.
VIII. ეპისტოლეები – აის წერილები, რომლებსაც წმ. Mოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში ისინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება, სარწმუნოებასტან თანხმობით.
IX. აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმ. მოციქულ იოანეს, ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყბიერების აღსასრული.
X. წმიდა წერილს აგრეთვე ეწოდება ბიბლია. შიტყვა ,, ბიბლია “ – ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს წიგნს. თავისი მნიშვნელობით ის განსაკუთრებული წიგნია, იგი შეიცავს ღმერთის განცხადებას. Bიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ღამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.
XI. წმიდა წერილი ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. Aდამიანები გარდაიქმნებოდნენ, ყოველ ოჯახში ყოველდღე რომ იკითხებოდეს ბიბლია თუნდაც რამდენიმე წუთის მანმავლობაში, თუნდაც კვირა დგეს ან დღესასწაულზე. ყურადღებათა და კეთილკრძალულებით კითხვა წმიდა წერილისა აკეთილშობილებს ადამიანს, რამეთუ ამ დროს მას თვით ღმერთი ეზრახება.
XII. ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა ებრაულად და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ითარგმნდა ბერძნულად. Aახალი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ ორი წიგნი დაიწერა ებრაულად: სახარება მათესი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.
XIII. წმიდა წერილი ლათინურად ითარგმნდა მხოლოდ II საუკუნეში. შლავურად ითარგმნა 862-885 წწ. ჭმ. Kირილესა და მეთოდეს მიერ. შავარაუდოა, რომ ქართულად სახარება თარგმნეს ქართლის მოქცევისტანავე (337). Iაკობ ხუცესის ,, შუშანიკის წამებაში “ დადასტურებულია სახარების (,,ევანგელე”) არსებობა. V-VI სს.-ის პალიმფსესტები სახარების ფრაგმენტებს შეიცავენ. Gიორგი მთაწმინდელის ცნობით, არსებულა ხანმეტური და საბაწმიდური რედაქციები. შახარების უძველესი ქართული დათარიღებული ხელნაწერია ადიშის ოთხთავი (897). X ს-ით თარიღდება ურბნისის (906), ოპიზის (913), ჯრუჭის (936), პარხლის (973) ოთხთავები. შემდეგ სახარება თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე ჭინჭიმელმა. Gიორგი მთაწმინდელის თარგმანმა კანონიკური უფლება მოიპოვა ქართული ეკლესიის პრაქტიკაში და საყოველთაოდ იყო გავრცელებული. დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე სახარება XII-XV ასწლეულებში ითარგმნა.
XIV. წმიდა წერილის ყოველი წიგნი დაყოფილია თავებად, ყოველი თავი მუხლებად. როდესაც რომელიმე მუხლზე მიუთითებენ, სარგებლობენ შემოკლებით. Mაგ. თუკი ფსალმუნებიდან მოხმობილია სიტყვები ,, ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა “, რომელიც მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლშია ჩაწერილი, აღინიშნება ასე: ფს.19,1; თუკი ჩაწერილია 1კორ.11,25 – ეს ნიშნავს: პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 11, მუხლი 25.
link
 

თემა: მცნებები

1663.როგორ იკითხება ღმრთის მეოთხე მცნება?იკითხება ასე: ,,მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა-ჰყავ იგი; ექვს დღეს იქმოდე, და ქნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა”.1664.რას გვიბრძანდებს ღმრთის მეოთხე მცნება?გვიბრძანებს:
1.შრომას სადაგ დღეებში,
2.უქმე დღეებში ანუ კვირა დღეს და დღესასწაულებზე სამსახურს უფლისა ღმრთისა.
1665.მართებს თუ არა თითოეულ ადამიანს შრომა?მართებს გარდა, მცირეწლოვან ყრმათა და სნეულთა, აგრეთვე უძლურებაში მყოფ მოხუცთა.1666.რას წერდა მოციქული პავლე იმის შესახებ, რომ მოვალენი ვართ ვიშრომოთ?პავლე მოციქული წერს: ,,უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ” (IIთეს.3,10).1667.როგორ გვმართებს აღვასრულოთ შრომითი მოვალეობანი?გვმართებს აღვასრულოთ:
1.კეთილსინდისიერად და პატიოსნად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენი უფროსები ვერ გვხედავენ;
2.სამსახურად უნდა ჩავთვალოთ ის, რასაც ჩვენგან ითხოვს უფალი.
1668.როგორ უნდა ვიუქმოთ კვირას?კვირას უნდა ვიუქმოთ ასე:
1.გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ უნდა შევასრულოთ მძიმე სამუშაო და არც სხვა ვაიძულოთ ეს გააკეთოს;
2.კეთილკრძალულებით მივიღოთ მონაწილეობა ღმრთისმსახურებაში და არ ავარიდოთ მას თავი სიზარმაცის ანდა გართობის მიზეზით.
3.აღვასრულოთ მრავალი კეთილი საქმე, მაგალითად მოვინახულოთ ავადმყოფები, შევეწიოთ უპოვართ და მეტი ძალისხმევით შევეწიოთ ეკლესიას დამ ის მიზნებს.
1669.რატომ ვუქმობთ კვირადღეს?ვუქმობთ უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მოხსენიებისა და განდიდებისთვის.1670.რომელ დღეს უქმობდნენ ძველ აღთქმაში?ძველ აღთქმაში უქმობდნენ შაბათს.1671.რა დროიდან იწყეს ქრისტიანებმა კვირა დღეს უქმობა?იწყეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისთანავე.1672.მოხსენებულია თუ არა წმიდა წერილში პირველი ქრისტიანების მიერ კვირა დღეს უქმობა? მოხსენებულია, კერძოდ:
1.მოციქულთა საქმეებში, სადაც მითითებულია, რომ პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ ,,პურის გასატეხად”, ანუ წმიდა ზიარებისთვის შაბათის მომდევნო პირველივე დღეს, ანუ კვირა დღეს (საქ.20,7).
2.კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წმიდა პავლე მოციქული შეგვახსენებს, რომ ,,შესაწირავისა მისთვის წმიდათაისა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეცა თვის თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ” (16,1-2).
3.ეპისტოლეში კოლასელთა მიმართ იგივე წმიდა მოციქული წერს, რომ ,,ნუმცა ვინ უკუე განგვიკითხავს თქუენ გინა კერძო დღესასწაულისა თა, გინა შაბათობითა” (2,16).
1673.კვირა დღის გარდა კიდევ რომელ დღეებში უნდა ვუქმობდეთ?უნდა ვიუქმოთ სადღესასწაულო დღეებში, ანუ ის დღეები, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და უფლის წმინდანების ცხოვრების ან ჩვენი ეკლესიის და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს მოგვაგონებს.
განმარტება:
I.არსებობს ფიზიკური და გონებრივი შრომა. ორივე თანაბრად საჭიროა და იმსახურებს პატივისცემას. ფიზიკური საქმიანობიდან კვირასა და სხვა უქმე დღეებში ნებადართულია მხოლოდ ის საქმიანობა რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეული საჭიროებისთვის, მათ შორის კვებისთვის, ან რაიმე დიდი დანაკარგების თავიდან აცილებისთვის.ეს არის, მაგალითად, საჭმლის მომზადება, შინაური ცხოვრების მიხედვა; მომკილი ხორბლის დაბინავება, ხანძრის ჩაქრობა და წყალდიდობის დროს დამხმარე სამუშაოები; მუშაობა ელექტროსადგურებსა და წყალსაცავებზე; ავადმყოფთა მიხედვა და სხვა მსგავსი საქმიანობა. კვირასა და სხვა უქმე დღეებში გონებრივი შრომა დასაშვებია მხოლოდ ღმრთისმსახურებაში.
II.არასწორია, როცა იესო ქრისტეს მორწმუნე ადამიანები უქმობენ შაბათს და არა კვირას. პირველ ქრისტიანთა მიერ კვირა დღეს უქმობა დამოწმებულია როგორც წმიდა წერილში, ასევე წმიდა გადმოცემით. წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსმა (II ასწლეული) დაწერა ქრისტიანული სარწმუნოების სამი აპოლოგია კერპთაყვანისმცემელთა თავდასხმის წინააღმდეგ, დად ა პირველმათგანში ამბობს, რომ ქრისტიანები იკრიბებიან იმ დღეს, რომელსაც კვირა დღე ჰქვია. ქრისტიანთა დევნის ერთ-ერთ უკანასკნელ ჟამს, რომის იმპერატორ დიოკლირინეს მეფობის დროს (305წ.), მიმდინარეობდა გამოკვლევა – დასმენილთაგან თუ ვინ უქმობდა კვირა დღეს იმიტომ, რომ ამის საშუალებით იგებდნენ – ვინ იყპ ქრისტიანი. ქრისტიანები დაკითხვისას პასუხობდნენ, რომ ,,კვირა დღე ქრისტიანისთვის სიხარულის დღეა. ვუქმობ ამ დღეს, რამეთუ ქრისტიანი ვარ. დაე, უწყოდნენ ამის შესახებ!” ანდა: ,,მეც ვიყავი ღმრთისმსახურებაზე კვირა დღეს და ვიყავი იქ ჩემი კეთილი ნებით.” I მსოფლიო საეკლესიო კრებაც (325წ.) მე-20 განჩინებით თავისთავად საგულისხმოდ მიიჩნევს იმას, რომ ქრისტიანები უქმობენ კვირა დღეს.
1674.როგორ იკითხება ღმრთის მეხუთე მცნება?იკითხება ასე: ,,პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა რათა კეთილ გეყოსშენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა”.1675.რას გვიბრძანებს ღმრთის მეხუთე მცნება?გვიბრძანებს:
1.პატივს ვცემდეთ და გვიყვარდეს ჩვენი მშობლები.
2.შევასრულოთ მათი მოთხოვნები, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან საღმრთო სჯულს.
3.შევეწიოთ მათ შრომაში და საჭიროებებში.
4.ვიზრუნოთ მათზე ავადმყოფობისა და მოხუცებულობის ჟამს.
5.ვილოცოთ მათთვის ამქვეყნიური ცხოვრების დროსაც და მათი აღსრულების შემდეგაც.
1676.რას მიაგებს სანაცვლოდ უფალი მშობლების პატივისმცემელ შვილებს?მიმადლებს კურთხევას, ოჯახურ კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.1677.რა მოვალეობანი აქვთ მშობლებს შვილების მიმართ?მშობლები მოვალენი არიან:
1.იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და უზრუნველყონ ისინი.
2.აღზარდონ ქრისტიანული ცხოვრების წესის მიხედვით, განსაკუთრებით მიაჩვიონ შრომას.
3.აჩვენონ მათ კარგი პირადი მაგალითი.
4.დაიცვან ისინი ხიბლისაგან, ცუდი ზემოქმედებისა და თვისებების შეძენისაგან.
1678.კიდევ ვის უნდა ვცეთ პატივი მშობლების გარდა?პატივი უნდა ვცეთ:
1.სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთ, განსაკუთრებით სახელმწიფოს მეთაურს და ეპარქიის ეპისკოპოსს.
2.ჩვენს მოძღვრებს და მასწავლებლებს.
3.ნათლიებს, მეურვეებს და კეთილისმყოფელთ.
4.ჩვენ დამსაქმებელთ და უფროსსებს სამსახურში.
5.მოხუცებულთ.
1679.რატომ ვუწოდებთ მღვდლებს სულიერ მამებს?იმიტომ, რომ მათ მივყავართ სულიერი ცხოვრებისაკენ და ჩვენი ხსნისთვის იღვწიან ისევე, როგორც ჩვენი ხორციელი მშობლები.
მინაწერი:
I.საკუთარი მშობლები არ უყვარს იმას, ვინც მათ ეურჩება, მწუხარება და ტანჯვა მოაქვს და ბოროტება სურს მათთვის, ზესთმჩენობას იჩენს მათ მიმართ, თავს არ უყადრის და ცუდად ექცევა.
II.მშობლებს ნების საწინააღმდეგოდ მოქცევა დიდ ცოდვად ითვლება, და ძველ აღთქმაში ზოგიერთი მათგანის გამო სიკვდილით სჯიდნენ (გამოს.21,17).
III.მოსამსახურენი ერთგული უნდა იყონ იმ საწარმოთა და დაწესებულებათა მიმართ, სადაც მუშაობენ; მათი ხელმძღვანელები კი მოვალენი არიან სამართლიანად და სულიერი სიკვდილისათვის.
IV.წმიდა მოციქული პავლე წერს: ,,დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებდნენ სულთა თქუენთათვის, ვითარცა-იგი სიტყუაი მისცენ; რაითა სიხარულით ამას ჰყოპდნენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა” (ებ.13,17).
V.იგივე მოციქული თავის მოწაფეს, ტიმოთეს (რომელიც ეპისკოპოსად დაადგინა) წერს: ,,მოხუცებულთა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცვედ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა – ვითარცა ძმათა, მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა – ვითარცა დატა” (Iტიმ.5,1-2).
VI.,,წინაშე პირსა მხცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა” (ლევ.19,32).
VII.ჩვენ კეთილდღეობაზე მზრუნველ ადამიანებს რომ პატივი უნდა ვცეთ, როგორ მშობლებს, ჩანს თვით ქრისტეს მაგალითზე: მართალია წმიდა იოსები არ იყო მისი მამა, მაგრამ მიუხედავად ამისა უფალი იესო ქრისტე ,,იყო დამორჩილებულ მისა” (ლკ.2,51).
VIII.წმიდა პავლე ამბობს, რომ ,,ყოველი სული ხელმწიფებისა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან” (რომ.13,1).
IX.იგივე მოციქული, თავის ეპოქის სოციალური წყობის გათვალისწინებით ამბობს, რომ ,,მონანი ერჩდით ხორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისათა, ვითარცა ქრისტესა, ნუ თუალთა წინაშე თუალებით მონებად, ვითარცა კაცთ-მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა” (ეფ.6,5-9).
X.მშობლებისადმი მუდმივი პატივისცემა მიგვიყვანს იქამდე, რომ გვეყვარება მშობლიური ჩვეულებელიც, საკუთარი ხალხიც და სამშობლოც. მარლთმადიდებელი ეკლესია აღიარებს ორ უდიდეს ფასეულობას: პირველი, ზეციური – ეს არის რელიგია, მეორე, მიწიერი – ეს არის სამშობლოს სიყვარული. ღელიგია რმერთთან და მარადისობასთან გვაერთებს, მონათესავე ადამიანთა სიყვარული ოჯახებად აერთიანებს. ადამიანი გარკვეულ ადამიანთასაზოგადოებაში იბადება, და ამიტომ ეროვნება საღმრთო განგებულებით ბოძებული საფასეა. ეს ღმრთიური საუნჯე უნდა გავაკეთილშობილოთ, შინაგანად სრულვყოთ და გარეგნულად განვამრავლოთ პირადი და ადამიანთა საერთო ძალისხმებით, რამეთუ ეროვნება ბოძებული გვაქვს როგორც ტალანტი, რომელიც უნდა ვამრავლოთ. ეროვნება, როგორც ღმრთის საბოძვერი, ფრიად ძვირფასია. თითოეული ადაიანი მოვალეა კრძალვით მოეპყრას მას. ისევე, როგორც ზნეობრივად ვართ მოვალენი პატივი მივაგოთ მშობლებს, არ გვრცხვენოდეს მათ გამო და გვიყვარდეს ისინი. ასევე, თითოეული ადამიანი ვალდებულია თავს თვლიდეს საკუთარი ერის შვილად, უყვარდეს თავისი ხალხი და იღვწოდეს მისი კეთილშობილებისთვის. შეგნებულად დანდგომა დიდ უზნეობად ითვლება, რამეტუ ეს მშობლების უარყოფის ტოლფასია და ღმრთის მიერ დადგენილ წესს არღვევს. თუ ასეთი ქმედება შეგნებული და წინასწარგანზრახულია, ის ადამიანის სულზე ისევე დამღუპველად მოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა დანაშაული. ისევე, როგორც დამნაშავენი ხდებიან კადნიერნი, ასევე განდგომილნიც ხვდებიან კადნიერნი და სასტიკნი, რათა ჩაახშონ სინდისი და შეეწყონ უსამართლობასა და სიცრუეს. შწორია ძველი ანდაზა: ,,გათურქებული თურქზე უარესიაო”. განდგომილებასთან გათანაბრებული ცოდვაა ისარგებლო მოყვასის მძიმე და გაჭირვებული მდგომარეობით და აიძულო ის გავიდეს განდგომილებაში. მარლთმადიდებელ ეკლესიას ერთნაირად დადებითი დამოკიდებულება აქვს ყველა ხალხის მიმართ. ის ყალიბდება ეროვნული ნიშნით, ღმრთისმსახურებას წარმართავს სხვადასხვა ენაზე და ერწყმის ხალხის ისტორიას, ტრადიციებს, საჭიროებებს, ტკივილებს, საზრუნავსა და სიხარულს დ აიმ ხალხის სულს, რომელიც თავს მას მიაკუთვნებს. მისთვის სრულიად მიუღებელია თვლიდეს ერთ ხალხს მეორეზე უპირატესად, რამეთუ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია თანასწორუფლებიანია და ჰქმნინ ეკლესიას, რომლის წიაღშიც ყველა ხალხი საეკლესიო ცხოვრებას დამოუკიდებლად წარმართავს. თითოეულ მარლთმადიდებელ ერთეულს (საეკლესიო თემი, მონასტერყ, ეპარქია) საკუთარი ეროვნული ხასიათი აქვს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, რამეთუ მას მტკიცე სამართლებრივი საფუძველი აქვს. მარლთმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, რომ, ვთქვათ, სერბეთის ან ბულგარეთის საეკლესიო თემი დროთა განმავლობაში შეცვლილიყო ბერძნული ან სხვა თემით, მაშინაც კი, როცა ის გარემოცული იყო უცხო ხალხებით. ხალხის ცნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული სამშობლოს ცნება. ღოგორც ყოველ ოჯახს აქვს საკუთარი საცხოვრებელი კერა, ასევე თიტოეულ ხალხს , თუ ის მომთაბარე არ არის, აქვს სამშობლო. ეს ის მიწაა, სადაც ის ცხოვრობს, რომელზეც თაობიდან თაობამდე აღასრულებს საერთო საქმეს, რომელზეც ჰქმნის ისტორიას, გამუდმებით ეზიდება ყოველდღიურ ტვისრთსა და სიძნელეს, რომელსაც ამუშავებს და ამშვენებს, სადაც ცხოვრობს და კვდება და არის მისი ძვალშესალაგი. ღოგორც სარწმუნოება და ეროვნება, ასევე სამშობლოც, ძვირფასია მარლთმადიდებელი ქრისტიანისთვის. ეს გამოსჭვივის საეკლესიო ლოცვიდან მათთვის ,,ვინც თავი გასწირა სარწმუნოებისსა და სამშობლოსათვის”. ასევე უყვარდა ქრისტეს ის ხალხი, ვის შორისაც იშვა და ის მიწა, რომელზეც ცხოვრობდა. ის ცრემლოოდა იერუსალიმის დაქცევის გამო, რამეთუ უყვარდა თავისი სამშობლო და მისი დედაქალაქი. ვისაც საკუთარი ხალხისა და საკუთარი სამშობლოს გამო რცხვენია, ის ადამიანთაგან კიცხვას იმსახურებს.
XI.ისტორია მომავალში გვიჩვენებს, რომ არავის, თვით პრიმიტიულ ხალხსაც კი, არ შეუძლია იცხოვროს სახელმწიფოებრივი მოწყობის გარეშე. ასეთი სახელმწიფოებრივი წყობის მიზანს წარმოადგენს წესრიგის დამყარება და ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს საერო ხელისუფლებას და ლოცულობს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რატა ღმერთმა უბოძოს მათ ნათელი გონება და ძალა თავიანთი მოვალეობის სწორად აღსრულებისთვის, კეთილად განეწყონ მართლმადიდებელი ადამიანების მიმართ, რათა მათ შეძლონ მშვიდად, კეთილმსახურებით და პატიოსნად იცხოვრონ თავიანთი სარწმუნოების მიხედვით.
link
 

თემა: ეკლესია

1541.რომელი ეკლესია ხელმძღვანელობს მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებების განწესებით, აგრეთვე, წმიდა მამათა მიერ ჩაწერილი კანონებით?დღეინდელ დღემდე ხელმძღვანელობს ერთი მხოლოდ მართლმადიდენბელი ეკლესია.
განმარტება:
I. ზეციურ ეკლესიას წმიდა მოციქულთა პავლე ზეციურ იერუსალიმს უწოდებს (ებ.12,22).
II.წმინდანებთან ურთიერთობა, აგრეთვე კავშირი მიწიერ და ზეციურ ეკლესიათა შორის ხორციელდება ამგვარად: მიწიერი ეკლესიის წევრები ევედრებიან ღმერთს, იხსენიებენ მარადისობაში გარდასულ წმინდანებს და დანარჩენ გარდაცვლილთ, აგრეთვე ანგელოზებს. ვევედრებით წმინდანებს, რათა ილოცონ ღმრთის წინაშე ჩვენთვის. ჭმინდანები კი, ჰგიებენ რა უფლის სიახლოვეს, თავიანთი ლოცვებით ჩვენც განგვამტკიცებენ ლოცვაში და ამას გარდა, ღმრთის ნებით, სხვა გვარადაც მოქმედებენ ჩვენზე, ანგელოზების მსგავსად. ჩვენ საშუალება გვაქვს, აგრეთვე, შევთხოვოთ ღმერთს, რათა მოწყალე იქმნას ჩვენი გარდაცვლილებისათვის; ამას სიყვარული შეგვაძლებინებს, რომელიც არ წყდება და ვერც შეწყდება თვით სიკვდილითაც კი. წმინდანებთან ურთიერთობა მოიცავს აგრეთვე თანაზიარობას ლოცვასა და სიყვარულში ქრისტესადმი და მიწიერი ეკლესიის წევრთა ურთიერთმსახურებას. ლოცვითი ურთიერთობები მიწიერი ეკლესიის წევრთა შორის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვლოცულობთ ერთმანეთისთვის; ურთიერთსიყვარულია ის, რომ ერთმანეთს შევეწევით. ღოგორც შეიძლება მიწიერი ეკლესიის წევრს, რომ ჩვენთვის ილოცოს, ასევე შემიძლია იგივე ვთხოვო ზეციური ეკლესიის წევრსაც.
III.ნებისმიერი ადამიანთა გაერთიანების დასაბამი არ შეიძლება იყოს ადამიანი, არამედ იგი ეფუძვნება რაიმე იდეას. მით უფრო ქრისტიანული ეკლესიის დასაბამი ვერ იქნება ადამიანი, თუნდაც ეს ადამიანი მოციქული იყოს. Aრამედ ის უნდა დაფუძნებულიყო და ეფუძნება კიდეც უმთავრეს ქრისტიანულ აღმსარებლობას, ანუ სარწმუნოებას, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა ცხოველისა.
IV. უფალი იესო ქრისტე მოციქულებს სახელდებოდა მათივე საქციელის მიხედვით. ეს შეეხებოდა მათ პირადად და არავითარ შემთხვევაში მათ მემკვიდრეებს, ეს არ იყო მემკვიდრეობა, რომელიც შეიძლებოდა შერწყმოდა გარკვეულ საეპისკოპოსო კათედრებს და გადასცემოდა ამ კათედრებზე მოღვაწე ყველა ეპისკოპოსს. ღოგორც სიმონ მოციქულს ეწოდა პეტრე იმ რწმენისთვის, რომელიც მან განსაკუთრებული ძალით გამოავლინა, ასევე უწოდა უფალმა მოციქულებს იაკობსა და იოანეს ,,ძენი ქუხილისანი” მათი მოშურნეობისა და გულითადობისთვის (მკ.3,16-17). რამდენადაც ვიეთნი ამტკიცებენ, რომ სიმონ მოციქულს თვისება, რისთვისაც მას პეტრე ეწოდა, მემკვიდრეობით გადაეცემათ მის მემკვიდრეებს, შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ იაკობ და იოანე მოციქულების თავდადებაც გადადის ყველა ეპისკოპოსზე, რომლებიც მათი მემკვიდრეები არიან. Mოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს შორის ურთიერთკავშირის ასეთი პრიმიტიული დამექანიკური გაგება ქრისტიანული სარწმუნოების არსის საწინააღმდეგოა.უფალმა ისეო ქრისტემ სრულიად ნათლად გვამცნო, დავა იმის შესახებ იერუსალიმში ჯერ არს ლოცვა თუ გარისიმის მთაზე, სწორი ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისთვის შეუფერებელია, რადგანაც ღმერთი სულია და დამოკიდებული არ არის განსაკუთრებულად განსაზღვრულ ადგილზე, რათა მხოლოდ იქ იყოს შესაძლებელი მისდამი ლოცვა (ინ.4,20-24). ვინც ამტკიცებს, რომ ღმერთის ეკლესიის სვე-ბედი დამოკიდებულია განსაზღვრულ საეპისკოპოსო კათედრაზე, ის ამჟღავნებს აზრს, რომელიც კიდევ უფრო უღირსია ღმრთისა, ვიდრე ის დავა, რომელსაც ესოდენ უარყოფითად გამოეხმაურა უფალი იესო ქრისტე, რამეთუ იერუსალიმსა და გარისიმის მთას შორის რელიგიური თვალსაზრისით იყო სხვაობა, მაშინ როდესაც ეკლესიის შიგნით, კანონიკური თვალსაზრისით, არავითარი სხვაობა არ არსებობს საეპისკოპოსო კათედრებს შორის.
V.მთელს ეკლესიაზე ქალაქ რომის ეპისკოპოსის სწავლება იქამდე მივიდა, რომ ეს ეპისკოპოსები ანუ პაპები VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა იტალიაში ფრანკთა მეფეების მიერ შექმნილი სახლემწიფოს, რომლის დედაქალაქი რომი იყო და ,,წმიდა პეტრეს სამემკვიდრეო” ეწოდებოდა, საერო ხელისუფალნი შეიქნენ. ამ სწავლების მომდევნო შედეგი იყო ის, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსებს დაექვემდებარა დასავლეთ და შუა ევროპის, აგრეთვე ჩრდილო აფრიკის ყველა ადგილობრივი ეკლესია. ბოლოს კი ეს სწავლება იქამდე მივიდა, რომ 1870 წლის რომის ეკლესიის კრებამ ვატიკანში, ქალაქ რომის ეპისკოპოსი რწმენისა და ზნეობის საკითხებში უცთომელად გამოაცხადა.
VI.არ შეიძლება ეპისკოპოსი საერო ხელისუფლად ვცნოთ, რამეთუ ეპისკოპოსნი ქრისტეს საიდუმლოთა მსახურნ არიან (I.კორ.4,1) და უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა, რომ მისი მეუფება არა ამ ქვეყნიურია. შაერო ხელისუფალთ საერო საქმეებზე მართებთ ზრუნვა, უნდა შეინახონ ჯარი, აწარმოონ ომები და ა.შ. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება ღმრთისმსახურის მოვალეობებს. Uფალმა იესო ქრისტემ ბრძანა, ვითარცა ამას ერისმთავარნი იქმან (მთ.20,15-28).
VII.შეუძლებელია, რომ ცალკეული ქრისტიანი, თუნდაც ეპისკოპოსი, უცთომელი იყოს რწმენისა და ზნეობის საკითხებში, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ეკლესიის არცერთი ცალკეული წევრისთვის, თუნდაც მოციქულისთვის, არ მუცია უცთომელობის ნიჭი, რათა არ შეეყვანა ისინი ამპარტავნების, მედიდურობის და ზესთმჩენობის დამღუპველ ცოდვაში. გარდა, ამისა, თვით ეპისკოპოსებს შორისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა მემკვიდრეებად ითვლებოდნენ, გამოჩნდნენ ისეთები რომლებიჩ ეკლესიის განსასჯელები შეიქმნენ. ქალაქ რომის ზოგიერთი ეპისკოპოსი გაასამართლეს კიდეც, მაგალითად: ჰონორუსი (625-638), რომელიც ემხრობოდა მწვალებლობას, თითქოს უფალ იესო ქრისტეს არ ჰქონდა ადამიანური ნება; ამისთვის ის განსაჯა მსოფლიო საეკლესიო კრებამ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს სერგისთან და ალექსანდრიის ეპისკოპოს კიროსთან ერთად. შხვები ჭეშმარიტებასა და მწვალებლობას შორის მერყეობდნენ, როგორც, მაგალითად, ლიბერიუსი, რომელიც გარკვეულ პერიოდში თანხმობაში იყო არიოზთან ან ვიგილუსი (538-555), რომელიც ასევე დროებით მიემხრო მწვალებლობას, რომ თითქოს უფალ იესო ქრისტეს არ ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება.
VIII.სწავლება, რო რომის ეპისკოპოსი ეკლესიის ხილული თავია, შეიცავს მრავალ წინააღმდეგობას:
1.ქალაქ რომის ეპისკოპოსებს რომ ეკუთნოდეთ პირველობა ეკლესიაში, მაშინ ეკლესიის თავი უკვე უნდა ყოფილიყო პირველი ეპისკოპოსი ლინიოსი, ხოლო წმიდა იოანე მოციქული რომელმაც 100 წელი იცოცხლა და იესო ქრისტეს შობის 100 წლის თავზე აღესრულა, ეპისკოპოს ლინიოსისა და მისი მემკვიდრეების კლეტოსის, კლიმენტესა და ეფარისტის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო, რაც სრულიად წარმოუდგენელია. შეუძლებელია ვიზრახოთ ან დავუშვათ, რომ იმ ჟამინდელ ქრისტიანებს რომის ეპისკოპოსი მოციქულზე მაღლა დაეყენებინათ.
2.თუკი იოანე მოციქული არ ექვემდებარებოდა რომის ეპისკოპოს ლინიოსს და მის მემკვიდრეს, მაშინ, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ვერ იარსებებს უმაღლესი ხილული თავის გარეშე, ასეთი თავი იოანე მოციქული უნდა ყოფილიყო, ხოლო რომის ეპისკოპოსი ლინიოსი, კლეტოსი, კლიმენტი და ეფარისტი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამასთან, აქ წამოიჭრება კითხვა, რის საფუძველზე უნდა გამხდარიყო იოანე მოციქული ეკლესიის თავი, როცა ეკლესიის თავად თითქოს უკვე დადგენილი იყვნენ წმიდა პეტრე მოციქული და მისი მემკვიდრეები.
3.თუ წმიდა მოციქული იოანე წმიდა პეტრე მოციქულის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა ეკლესიის თავი, მაშინ ეს პირველობა წმიდა პეტრეს მემკვიდრეზე კი არ გადავიდოდა რომში, არამედ პეტრეს თანამოციქულზე, რომელიც ცხოვრობდა არა რომში, არამედ ეფესოში;
4.ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, წმიდა იოანე მოციქულის აღსრულების შემდეგ რატომ არ გადავიდა მს მემკვიდრეზე ეფოსის ეპისკოპოსზე ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება, და რატომ გადავიდა ის ქალაქ რომის ეპისკოპოსებზე, იმ დროს როცა ზემოთხსენებულ რომის პირველ ეპისკოპოსებს ეს მეთაურობა არ ჰქონდათ;
5.თუკი წმიდა პეტრეს აღსრულების შემდეგ ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება რომის ეპისკოპოსმა ლინიოსმა მიიღო და თუ იოანე მოციქული მის დაქვემდებარებაში აღარ შედიოდა, ისმის კითხვა – ვინ იყო მცირე აზიის მრავალრიცხოვან მორწმუნეთა უმაღლესი ხილული წინამძღოლი, რომელთაც ეფესოდან ჰმწყსიდა წმიდა იოანე მოციქული; რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ ისინი, რომლებმაც ერთმანეთის მიმდევრობით დაიკავეს რომის კათედრა – ლინიოსი, კლეტოსი, კლიმენტი და ეფარისტი, თუე ს იყო იოანე მოციქული.
6.ამის გარდა, მუდამ, რომის ეპისკოპოსის აღსრულების დროს, თავს იჩენს წინააღმდეგობა – რამეთუ ეკლესია რჩება უმაღლესი ხულული მეთაურის გარეშე;
7.უდავოა ის გარემოებაც, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსთა შორის, ღმრთისმოყვარეთა გარდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა; შესაძლოა იმის დაშვება, ასეთი ცოდვილნი ქრისტეს ეკლესიის უმაღლესი ხელისუფალნი ყოფილიყვნენ?
8.ხშირად ხდებოდა, რომ რომში ერთდროულად ორი ეპისკოპოსი იყო, რომლებიც ერთმანეთს განკვეთდნენ ეკლესიისგან, იან ჰუსის მმართველობის ჟამს, 1409-1415 წლებში, ერთდროულად სამი პაპიც კი იყო: რომში – გეორგ XII, ავინიონში – ბენედიქტ XIII, როლო პიზაში – იოანე XXIII; ვინ იყო მათ შორის ეკლესიის უმაღლესი ხილული წინამძღოლი?
IX.უფალ იესო ქრისტეს სახელით შეკრებილ მოციქულებს, მტკიცედ სწამდათ მისი აღთქმა, რომ ის სულიერად ჰგიებს მათ მტკიცედ სწამდათ მისი აღთქმა, რომ ის სრულიას ჰგიებს მათ ჭეშმარიტებამდე. ამ მტკიცე, სავსებით ჭეშმარიტი და დასაბუთებული რწმენის საფუძველზე, მათ გამოიტანეს გადაწყვეტილება კერპთაყვანისმცემელთა ეკლესიაში მიღების შესახებ და ადგილობრივ ეკლესიებს დაუგზავნეს ეპისტოლენი, რომლებშიც ნათქვამია: ,,რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა” (საქ.15,28). მოციქულთა კრებების გადაწყვეტილებებს მთელი ეკლესია ცნობდა და იღებდა მათ ჭეშმარიტებაში ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე. ასეთივე მნიშვნელობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს აღემატება, აქვს კანონიერად მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებებს, რამეთუ ისინი უფალ იესო ქრისტეს სახელით არიან მოწვეულნი და სრულიად სარწმუნოა, რომ უფალი იესო ქრისტე უხილავად ჰგიებს მთ შორის. მათი განჩინებანი სავალდებულოა ისევე, როგორც მოციქულთა კრების განჩინებანი. ჭმიდა მოციქულმა პავლემ ეკლესიას ,,სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა” (1ტიმ.3,15) უწოდა. შაეკლესიო კრებებს ესწრებიან ეპისკოპოსები, სხვა სასულიერო პირები, განსაკუთრებით სწავლულნი ღმრთისმეტყველნი, ასევე კეთილმსახური ერისკაცნი. კენჭისყრაში მონაწილეობენ და დადგენილებები გამოაქვთ მხოლოდ ეპისკოპოსებს, როგორც მოციქულთა მემკვიდრეებს.
X.ურყევი რწმენა, რომ უფალი იესო ქრისტე, ვითარცა თავი ეკლესიისა ჰგიებს მათ შორის, ვინც მისი სახელით შეიკრიბა ამა თუ იმ ადგილზე, ამა თუ იმ საეპისკოპოსო კათედრაზე, განსაკუთრებით თუე ს ეხება მსოფლიო საეკლესიო კრებას, და რომ მსგავსი შეკრება ზეციდან იღებს კურთხევას, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, - არის სულ სხვა რამ, ვიდრე მოძღვრება სარწმუნოებრივი უცთომელობის შესახებ, რომელიც გარკვეულ საეკლესიო კათედრას უკავშირდება, თითქოს უფალ იესო ქრისტეს მუნ ყოფნითა და სული წმიდის მოქმედებით გადამწყვეტ დროს მხოლოდ ეს კათედრა იყო უზრუნველყოფილი. Mსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ მართლმადიდებლურ შეხედულებას სამი სახის მოწინააღმდეგე ჰყავს: ზოგიერთებს არ სწამთ უფალი იესო ქრისტეს ღმრთაებრივი ღირსება და რომ ის მარადიულად, ცხოვლად, უხილავად ჰგიებს ეკლესიაში და ეკლესიას უმზერენ, როგორც ჩვეულებრივ რელიგიურ საზოგადოებას, ისინი აცხადებენ: უარვყოფთ მსოფლიო საეკლესიო კრებების უცთომელობას ისევე, როგორც რომის ეპისკოპოსის უცთომელობას; სხვებს, თუმცა გარეგნულად სწამთ ქრისტეს ღმრთიული ღისრება, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს რწმენა დამძიმებულია არათანამიმდევრული მსჯელობით, რაც გამოწვეულია ეკლესიურ საკითხთა და მისი სისავსის უცოდინრობით, თანდათან ავიწროვებდნენ მცნებას მის შესახებ და უმეცრობის გამო უარყვეს საეკლესიო კრებებილ მესამეთ, თუმცა სწამთ ქრისტეს ღმრთიურობისა და ეკლესიის ღმრთიური წარმომავლობისა, მაგრამ ისტორიული განვითარების შედეგად, რაც აღნიშნავს განდგომას პირველდაწყებითი საეკელსიო განგებულებისაგანმ რომლის არსებით ნაწილად გვევლინებიან საეკლესიო კრებები, უარყვეს ისინი და მათზე აღმატებულად ერთერთი საეპისკოპოსო კათედრა შერაცხეს.
XI.Mსოფლიო საეკლესიო კრებები:
1.პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 325 წელს ნიკეაში იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ. კრებას უძღვებოდა წმიდა გოსი, კორდობელი ეპისკოპოსი.
2.მეორე კრება მოწვეულ იქნა 381 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსი I დიდის მიერ,. მას თანმიმდევრობით უძღვებოდნენ: ეპისკოპოსი მელეტი ანტიოქიელი, შემდგომში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, წმ. გრიგოლ ნაზიანზელი, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრე კონსტანტინოპოლის კათედრაზე ეპისკოპოსი ნექტაროსი.
3.მესამე კრება მოწვეულ იქნა 431 წელს იმპერატორ თეოდოსი II-ის მიერ ეფესოში დამ ას უძღვებოდა მღვდელმთავარი წმ. კირილე ალექსანდრიელი.
4.მეოთხე კრება 451 წელს იმპერატორმა მარციანუსმა მოიწვია ქალაქ ქალდონში. Mმას ჯერ თავმჯდომარეობდა: კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ანატოლი, შემდეგ რომის ეპისკოპოსის ლევ I-ის მოადგილეები (ეპისკოპოსები პასხასიოსი და ლუცენსიოსი), ამას გარდა, ანტიოქიის ეპისკოპოსი მაქსიმე იერუსალიმელი იუბენალი.
5.მეხუთე კრება კონსტანტინოპოლში მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა 553 წელს, მას თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ევტიხი.
6.მეექვსე კრება 680 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე IV პოღონატმა და თავად თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსთა თანხმობით.
7.მეშვიდე კრება 787 წელს მცირეწლოვანი იმპერატორის კონსტანტინე VI პორფიროგენეტის სახელით მოიწვია ირინე დედოფალმა დამ ას თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ტარასი.
XII.მსოფლიო საეკლესიო კრებებს თავმჯდომარეობდნენ ის ეპისკოპოსები, რომელთაც კრებაზე ნდობა გამოუცხადეს. თავმჯდომარეს, რომელსაც კრება დაუჭერდა მხარს, ამტკიცებდა და ნიშნავდა ამ კრების მომწვევი იმპერატორი.
XIII.რომის ეპისკოპოსის უპირატესობის დამამტკიცებელ საბუთად მოჰყავთ ისიც, რომ მას რჩევისთვის სხვა ადგილობრივი ეკლესიების სამღვდელოება მიმართავდა, აგრეთვე ის, რომ რომის ეპისკოპოსი ეპისტოლეებს ანუ ენციკლიკებს უგზავნიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს; მაგრამ დაიდუმებენ იმის შესახებ, რომ ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და სხვა ეკლესიათა ეპისკოპოსებსაც უგზავნიდნენ სამწყსო ეპისტოლეებს სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს.
XIV.პაპის ტიტული ეკუთვნის ორ ეპისკოპოსს: ალექსანდრიის (მართლმადიდებელს) და რომისას. სიტყვა ,,პაპი” აღნიშნავს ,,მამას”. აღმოსავლეთში თავიდან ყველა ეპისკოპოსს ხალხურ მეტყველებაში ასე უწოდებდნენ. მოგვიანებით ეს წოდება შეუნარჩუნა მხოლოდ ალექსანდრიის ეპისკოპოსს, რომის ეპისკოპოსს მხოლოს V საუკუნიდან უწოდებენ ასე.
XV.მოძღვრება ეკლესიის თავის შესახებ განაგდებს შეგნებას, რომ უფალი იესო ქრისტე მუდმივად ჰგიებს ეკლესიაში და რომ მისი ყოფნა ეკლესიაში საგრძნობია და გამამხნევებელი და ზემოქმედების გარეშე არ ტოვებს საეკლესიო ცხოვრებას, შეეწევა და მიმართავს მას.
XVI.მაცხოვრის სიტყვები მოციქულ პეტრეს მიმართ ,,შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი” თავისი უპირატესობის დასაცავად მხოლოდ რომის ეპისკოპოსმა კალისტრატე I-მა (217-222) გამოიყენა.
1542.რა ძირითადი თვისებები აქვს ეკლესიას?ეკლესიის მთავარი თვისებებია, რომ ის არის:
1. ერთიანი,
2. წმიდა,
3. საყოველთაო (კათოლიკე) და
4. სამოციქულო.
link
image
image
258
259
260