სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ნუ დაძრახავ სიღატაკეს, როდესაც სხვებთან შეხვდები მას; ნუ შეგეშინდება მისი, თუ იგი შენთან მოსვლას დააპირებს.
ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ.
ნუ ცდუნდები, თუ ვინმეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და დიდებულებას დაინახავ, რამეთუ სიკვდილის შემდეგ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. სად არის ახლა სოლომონის სიმდიდრე, ფუფუნება და დიდება?
ნუ შეგშურდება მდიდრის და ნუ იწუხებ თუ სიმდიდრე არ გაქვს, რადგან ის სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების ნიშანი.
მხოლოდ მდიდრები კი არ მხიარულობენ და ღარიბებს სიამოვნებანი აკლიათ. ისინიც მხიარულობენ და როგორც ჩანს, უფრო ხშირად და სრულად, ვიდრე - მდიდრები.
ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან სვამ თუ თიხისა". - თქვა ერთმა ბრძენმა.
ქოხი, რომელშიც სიხარული და მხიარულება სახლობს, უმდიდრეს სასახლეებს სჯობს, რომლებშიც ტირიან და წუწუნებენ.
მიწიერი ბედნიერება მიწიერი სიკეთეების მოპოვებაში კი არ გამოიხატება, არამედ - სულის სიმშვიდესა და კმაყოფილებაში, რომელიც უმეტესწილად მიუღწეველია იმ ადამიანთათვის, რომლებიც მიწიერი მადლით არიან აღვსილნი.