ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. "კლდესა...
იხილეთ სრულად
ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18). - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზ...
სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება მხოლოდ ცრემლსა და მწუხარებას მოუტანს კაცს, რადგან ღვთის კანონით, ვინც სხვისას იჩემებს, ის თავისასაც კარგავს და ჯოჯოხეთისთვის განიმზადებს უკვდავ სულს.
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრო...
იხილეთ სრულად
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერი ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა ...
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამია...
იხილეთ სრულად
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი).
შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება. აუცილებელია მოღვა...
იხილეთ სრულად
შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება.აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია. "ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას" (მათე 11,12).
ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრ...
იხილეთ სრულად
ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ სამყაროს.
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გ...
იხილეთ სრულად
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას".
როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი ყურადღება განათლებას და ცოდნის ამაღლებას უნდა მივაქციოთ: "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5,48). - მოგვიწოდებს მაცხოვარი.
ფილოსოფოს სოკრატეს დროს ცხოვრობდა ვინმე ალკიბიადე, გენიალური, მაგრამ უზნეო. იგი შეხვედრისას ასე მიმართავდა ხოლმე ფილოსოფოსს: "სოკრატე, მე მძულხარ, რადგან, როცა შენ მიყურებ, ვხედავ ჩემს თავს". და მართლაც, იგი სოკრატეში ხედავდა სინა...
იხილეთ სრულად
ფილოსოფოს სოკრატეს დროს ცხოვრობდა ვინმე ალკიბიადე, გენიალური, მაგრამ უზნეო. იგი შეხვედრისას ასე მიმართავდა ხოლმე ფილოსოფოსს: "სოკრატე, მე მძულხარ, რადგან, როცა შენ მიყურებ, ვხედავ ჩემს თავს". და მართლაც, იგი სოკრატეში ხედავდა სინათლეს და თავის თავში - ცოდვით სავსე პიროვნებას.