ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მდუმარებისას გვეძლევა დრო შინაგანი და ღვთის ნების მაუწყებელი ლოცვისთვის, ნათელი აზროვნებისთვის, რაც გონებასა და გულს გაასხივოსნებს.
რადგან კარგი დასაწყისი საქებარია, უდები – გასაკიცხი!
თუ მდუმარებას არ ვიმარხავთ, ეს სულის ცუდი მომავლის ნიშანია, რადგან რასაც მოიხვეჭს, მაშინვე განაბნევს.
მაშინ დაიდება მონაზვნობის საძირკვლის ქვა...
იბრძოლე თავის იძულებისთვის
ადამიანის სიტყვებიდან მისი შინაგანი ბუნება, შინაგანი კაცი ჩანს.
კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი – ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები.
საუბარი არ გაუბა ბოროტ აზრებს!
ლოცვა ცეცხლია, რომელიც წვავს და დევნის ეშმაკებს.
ბილწი გულისსიტყვები შერისხე და ლოცვით განდევნე. ლოცვა ცეცხლია, რომელიც წვავს და დევნის ეშმაკებს.