სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ!

ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და გავცეთ პასუხი კითხვას: გვაქვს კი ჭეშმარიტი ერთგულება ღვთისა?! გვაქვს კი განცდა იმისა, რომ არავისზე და არაფერზე არ გავცვლით მის სიყვარულს, და შევძლებთ პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას:
„ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას“ (რომ. 8, 38–39).
თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ! ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ განვლილ


რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?

„ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 37–39), - ბრძანებს მაცხოვარი.
რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?
იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმესადმი სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ ჩვენი ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისაგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს, იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (შდრ. ინ. 15, 5). ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ

სადაც სიყვარული მეფობს, იქ მცნებები ზედმეტია, თხოვნაც საკმარისია. მოყვარული გულისთვის თხოვნა მცნებაზე უპირატესია. სადაც სიყვარული მეფობს, იქ მცნებები ზედმეტია

ყველა ადამიანური სიკეთე უფლისადმი ან ადამიანისადმი სიყვარულში იღებს დასაბამს. ამ ღვთაებრივ მცნებას უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, შესაძლოა დაბეჯითებით ითქვას, რომ ცა და მიწა, მთელი სამყარო, მატერიალური და ანგელოზებრივი, მასზეა დამყარებული. ყველა ადამიანური სიკეთე უფლისადმი ან

ადამიანთა შორის სიყვარული სუფევს მაშინ, როდესაც უწყიან, რომ არსებობს ის, ვისაც ყველა თანაბრად უყვარს. ადამიანთა შორის სიყვარული სუფევს მაშინ

ლიტურგია ადამიანისადმი უფლის სიყვარულის გამოვლინებაა. წმინდა ლიტურგიაში კაცთა მოდგმის მიმართ ღმერთმა თავისი სიყვარული დაამოწმა.
ღვთის სიყვარული ოდენ რაიმეს გაღებით არ გამოიხატება. იგი საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაა. ლიტურგია ადამიანისადმი უფლის სიყვარულის

მთელი არსებით დაიმარხე რწმენა და დაელოდე დროს, როცა რწმენა სიყვარულს აღმოაცენებს. თუ სიყვარული განელდა, ბევრს დაკარგავ, თუ დაკარგავ რწმენას, ყველაფერს კარგავ. მთელი არსებით დაიმარხე რწმენა და დაელოდე

მონაზვნური ღვაწლის საბოლოო მიზანი სიყვარულია. სიყვარული უფლისა და ადამიანთა მიმართ. მონაზვნური ღვაწლის საბოლოო მიზანი სიყვარულია.

სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება. სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა


აი მთავარი თემა სახარებისა!

სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი - აი, მთავარი თემა სახარებისა. სიყვარული ღვთისა და კაცისა, ადამიანთა შორის

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2