ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი – სახის გამომეტყველებით შეხვედრისას. სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს. კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი – სახის

image
image თემა: ადამიანი

თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ. თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება

თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვთისა და მამისა საუკუნო დიდებაში. თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ

თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალით ვუცქერდეთ ადამიანებს. უბრალოდ შევხედოთ მას, როგორც შევხედავდით შესანიშნავ, განსაცვიფრებელ ხელოვნების ნიმუშს, ან ისე, როგორც შეიძლება, უსმინო მუსიკას და აღიქვა ის მთელი შენი არსებით, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ბგერის მიღმა დაიჭირო იმისი გამოცდილება, ვინც ეს მუსიკა დაწერა, არამედ შეიძლება დაიჭირო კომპოზიტორის სული და გაიგო ის, რაც ადრე ჩვენ არანაირად არ გვესმოდა. თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ

თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ ერთი მცნებით შეკრული, რათა ცხადი ყოფილიყო, რომ უზენაესი მართავდა მას. ის კი, ეშმაკისაგან ცთუნებული და ღმრთის თანასწორობის მსურველი, განიდევნა სამოთხიდან და მწუხარებაში ჩავარდა ღმრთისაგან განკვეთილი და მთელი ცხოვრება ნარ–ეკლის შემგროვებელი. თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა

ამქვეყნად არსებულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს – ადამიანს აქვს უნარი თავის არსებაში მიიღოს ყოვლად უსაზღვრო ღმერთი, რადგან მხოლოდ ასეთ გონიერ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი – ღამით სიზმრისეულ ხილვა–ჩვენებათა მეშვეობით იქმს ამას, დღისით კი – გონების გზით. თავის ღირსეულ თაყვანისმცემლებს ღმერთი ბევრს რასმე წინასწარ განუცხადებს და საცნაურად მიანიშნებს კიდეც მომავალ საუკუნო სიკეთეებს. ამქვეყნად არსებულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს –

ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით. ამიტომ ქრისტიანისთვის, მორწმუნისთვის არ არსებობს ადამიანის ისეთი იდეალური ფორმა, რომელსაც მან უნდა მიაღწიოს, ადამიანი უნდა გახდეს ის, რაც არის. ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო

ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც იგი თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრძნითაც და ყველა სხვა ღმრთივშვენიერი სიკეთითაც, რათა თითოეული ამ საღმრთო ნიჭის მიზეზით მუდმივი მისწრაფება ჰქონოდა ამ მონათესავესადმი – ანუ ღმერთისადმი... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა გამოხატა ერთი გამოთქმით, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა

ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმერთისაგან ნაბრძანები აქვს ღმერთი გახდეს მადლის მიერ. ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმერთისაგან

ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედების გზაჯვარედინზე იმყოფება. ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე – ეს მადლით გასხივოსნებული ხატებაა ღვთისა, მადლი რამდენადაც მოიხვეჭა, იმდენადაა ადამიანი, იმდენად ცხოვრობს. ღვთის სახისა და მადლის გარეშე ადამიანი მშვენიერი და სხეულებრივი ჩირქგროვაა, ხოლო ცხოვრება მისი სიკვდილს ჰგავს. ადამიანი – უცნაური არსებაა

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2