ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ განმეშორებიან ვნებები? ბერმა მიუგო: "იმიტომ, რომ მათი წინდი შემთანაა; დააბრუნე ისინი და ვნებებიც განგეშორებიან" (ვნებების წინდი არის მათი გამომწვევი მიზეზი. მრუშობის ვნების გამომწვევი მიზეზი არის ხ...
იხილეთ სრულად
ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ განმეშორებიან ვნებები? ბერმა მიუგო: "იმიტომ, რომ მათი წინდი შემთანაა; დააბრუნე ისინი და ვნებებიც განგეშორებიან" (ვნებების წინდი არის მათი გამომწვევი მიზეზი. მრუშობის ვნების გამომწვევი მიზეზი არის ხორცის ფუფუნება, მოყვასის განკითხვა; ვინც ხორცის ფუფუნებასა და მოყვასის განკითხვას შეწყვეტს, იგი მოიპოვებს ძალას - დათრგუნოს მრუშობის ვნებაც).
link
თავმდაბალს არ ახსოვს ბოროტება, რომელიც სხვამ მიაყენა და არ განიკითხავს ცოდვილ ადამიანს. ამრიგად, იგი სამი საშუალებით ღებულობს ცოდვათა მიტევებას: როგორც არაგანმკითხველი არ განიკითხება; როგორც თავმდაბალი გამართლდება და როგორც მიმტევ...
იხილეთ სრულად
თავმდაბალს არ ახსოვს ბოროტება, რომელიც სხვამ მიაყენა და არ განიკითხავს ცოდვილ ადამიანს. ამრიგად, იგი სამი საშუალებით ღებულობს ცოდვათა მიტევებას: როგორც არაგანმკითხველი არ განიკითხება; როგორც თავმდაბალი გამართლდება და როგორც მიმტევებელი მიტევებას მიიღებს.
link
თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ამ წუთისოფელშიც და იმქვეყნადაც, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს უთხარი: - "ვინ ვარ მე?" და ნურავის განიკითხავ.
დიდი საქმე როდია, არ განიკითხო, ანდა თანაუგრძნო მას, ვისაც მწუხარება აქვს და გემორჩილება; დიდი ვერაფერი საქმეა, არ განიკითხო ის, ვინც წინააღმდეგობას გიწევს, შური არ იძიო ვნებების გამო, მის განმკითხველებს არ დაეთანხმო და გიხაროდეს ...
იხილეთ სრულად
დიდი საქმე როდია, არ განიკითხო, ანდა თანაუგრძნო მას, ვისაც მწუხარება აქვს და გემორჩილება; დიდი ვერაფერი საქმეა, არ განიკითხო ის, ვინც წინააღმდეგობას გიწევს, შური არ იძიო ვნებების გამო, მის განმკითხველებს არ დაეთანხმო და გიხაროდეს მათთან ერთად, ვინც შენ განიჭებს უპირატესობას!
link
უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილე...
იხილეთ სრულად
უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს განკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინც დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნ...
link
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვე...
იხილეთ სრულად
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში: პირველი - როცა ის იქ მოხვდება, მეორე - ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე - ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს, მთელი ერისა და ქვე...
link
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედი...
იხილეთ სრულად
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედისათვის; ისე ვსაუბრობთ მასზე, ვითომდა მისი სულის საიდუმლოს ვხედავდეთ, ან მთელი მისი ცხოვრება ჩვენს წინ იყოს გადაშლილი. ადამიანზე ჩვენს გამონაგონს, არასწორს და მერყევს, დამყარებულს არა იმდენად ფაქტებზე, რამდენადაც მის მიმა...
link
ჩვენ ვლანძღავთ და განვიკითხავთ იმათ, ვისაც უჩვენოდაც ვერ იტანს ურწმუნო სოფელი, ვიმეორებთ ქამის ცოდვას, რომელმაც არ დაფარა თავისი მამის სიშიშვლე - ეს იმ შემთხვევაში, თუ განვიკითხავთ მღვდელმსახურს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებისა...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვლანძღავთ და განვიკითხავთ იმათ, ვისაც უჩვენოდაც ვერ იტანს ურწმუნო სოფელი, ვიმეორებთ ქამის ცოდვას, რომელმაც არ დაფარა თავისი მამის სიშიშვლე - ეს იმ შემთხვევაში, თუ განვიკითხავთ მღვდელმსახურს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გამო და თანაც ისე მკაცრად განვიკითხავთ, თითქოს არ ვიცოდეთ, რომ მღვდელი თავისი ბუნებით ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ.
link
ერიდე ენით კიცხევასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას
ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნამეტნავისაგან გულის იტყუან ბაგენი (I, 432-433).