გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
107. სხეულის გამო ადამიანი მოკვდავია, გონებისა და სიტყვის გამო- უკვდავი. მდუმარებ რა, აზროვნებ; აზროვნებ რა, მეტყველებ, რადგან გონება დუმილში შობს სიტყვას, ხოლო ღვთისადმი აღვლენილი მადლიერების სიტყვა ადამიანის ცხონებად გვევლინება.
106. გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია, - და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის - გამოუთქმელი.
105. სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა.
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთ... იხილეთ სრულად
25. მართებთ სათნოებითი და ღვთისმოყვარე ცხოვრების მაძიებლებს, განეშორონ ამპარტავნებასა და ყოველგვარ ფუჭსა თუ ცრუ დიდებას, და ესწრაფონ ცხოვრებისა და აზრების ჯეროვან გამოსწორებას, რადგან სწორედ ღვთისმოყვარე და უცვალებელი გონებაა ზეამ... იხილეთ სრულად
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!
ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკე... იხილეთ სრულად
გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის; მომავალი ენატრება; შემეცნებულს არ ჯერდება და უცნაურ მისზა მყოფს ტრფიალებს. რომელითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვენებელ კმაყოფილებას... იხილეთ სრულად
ახლა დასვათ ერთი უდიდესი კითხვა, თუ რაი არს გონება? ამას პასუხად ღმრთის მეტყველებით განათლებულ წმიდა მამები გაკვირვებით იტყვიან: "ვინ სცნა გონება თვისი?!" გარნა რაც შესაძლოა დაახლოებით მაინც ვსთქვათ: ყვალა შეგნებულ პირმა უწყის, რო... იხილეთ სრულად
გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო ... იხილეთ სრულად