ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში მიუძღვნიან თავს ღმერთს, მაგრამ მიაღწევენ კი ამ ასაკს, როგორც ისინი იმედოვნებენ? და თუ მიაღწევენ კიდეც, განა ისე ადვილი იქნება შეცვლა, როგორც ისინი ფიქრობენ?
ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისთვის შემოინახოს იმ დროისთვის, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება.
ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურვ... იხილეთ სრულად
ღმერთს სურს, რომ შენ მის მსახურებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება და არა - მისი უარესი ნაწილი.
ჰოი, რამდენი ცრემლის ღირსია თანამედროვეობის ხრწნა! სურთ, რომ ღვთისმოსავნი გახდნენ არა სხვაგვარად, არამედ იმით, რომ ღმერთს სიბერეში ამ სოფლისადმი ცოდვილ მსახურებაში უგუნურად გაფლანგული საკუთარი ძალების ნარჩენები მიუტანონ.
წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება თავის არსში - იპოსტასური, პიროვნული ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვ... იხილეთ სრულად
"ყოველივე ხილული უხილავის შესახებ მოწმობს; ყოველივე უხილავი ქმნილებათა ხილვით შეიცნობა".
თ. 1, 20
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა