მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომე...
იხილეთ სრულად
მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომელთაც მისი მოკვლა სურთ, იმ იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს მისი გმირობა ღირსეულად დაგვირგვინდება. ჩვენც მიწიერი მოგზაურები ვართ, ქრისტეს მეომრები, განა არ უნდა ვიტანდეთ და ვითმენდეთ სულგრძელად ყველა მწუხარებას? მამაცურად წი...
თუკი ხალისით მიუყვებით ოღროჩოღრო გზას, რადგან იცით, რომ მშობლიური სახლისკენ მიჰყავხართ: მაშ, გაიარეთ ხალისით მწუხარე ცხოვრების გზა, რომელსაც ღვთის სასუფეველში შევყავართ.
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ...
იხილეთ სრულად
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგება - ისინი წმენდენ და სრულყოფენ ჩვენს კეთილ თვისებებსა და საქმეებს, ღირსგვყოფენ დავიმკვიდროთ მარადიული, მომავალი სიკეთეები. მაგრამ ამასთან, ჩვენც მოგვეთხოვება, სულგრძელებით, მოთმინებით გადავიტანოთ განსაცდელები, სრულიად მი...
წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ჩანს, რომ არასდროს ყვედრიდა მდიდარს, არამედ მადლიერებით ატარებდა სიღატაკის უღელს. ამისთვის ლაზარე აბრაამის წიაღში მიიღეს.
როგორც მწუხარების მოთმინებით, სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას.