სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ორი ათასი წელია კაცობრიობას საშუალება აქვს მიუკერძოებლად განსაჯოს თავისი თავი და სინანულით აღვსილმა მიიღოს შეწყალება უფლისაგან ცოდვათა გულწრფელი მონანიებით; რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა.
გავიხსენოთ სახარება: იუდამ გასცა მაცხოვარი, პეტრემაც სამჯერ უარყო იგი. შემდეგ ერთმაც შეინანა და მეორემაც, მაგრამ იუდა წარწყმდა იმიტომ, რომ უსიყვარულო იყო ქრისტესთან გატარებული მისი ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, უნაყოფო მისი სინ... იხილეთ სრულად
"გამოსვლათას" მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა.
ამიტომაცაა სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებანი ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან.
როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან ჩვენი შემრიგებელი უფალთან.
