როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველ...
იხილეთ სრულად
როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოვლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მას, რადგან ყოველი საზვერე მის ცოდ...
როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი...
იხილეთ სრულად
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი გვერდით დგას და იმაზე იცინის, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი ადამიანმა მისივე მსგავსის წინააღმდეგ მიმართა, დემონი კი შეუმჩნეველი და დავიწყებული იქნა.
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფ...
იხილეთ სრულად
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფოთება სამართლიანად გამოაჩინოს ადამიანის თვალში. ვისაც მართალი გზით სვლა გადაუწყვეტია, მრისხანება ყოველთვის უცხო უნდა იყოს მისთვის, როგორც შეგვაგონებს მამა მაკარი: უცხოა მონაზონისათვის განრისხება და მოყვასის შეწუხება.
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახუ...
იხილეთ სრულად
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახურებისადმი. ყოველივე ამას და მსგავს საქმეებს ნამდვილად ძალუძს შენი სულისაგან დამღუპველი დემონის განდევნა, რომელიც კადნიერდება უკეთური აზრები ჩაგაგონოს შენი ნების საწინააღმდეგოდ, ღმრთის, მისი ქმნილების, წმიდა და პატიოსანი ...
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბ...
იხილეთ სრულად
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბეჭდებიან გულის გაქვავებითა და უსიცოცხლობით, ურწმუნოებით. სულში დემონები დაბრუნდებიან, ერთ დროს ლოცვით განდევნილები, დაბრუნდებიან ძველი გაძევების გამო გამძვინვარებულნი, დაბრუნდებიან დიდი გაშმაგებით და დიდი რაოდენობით...