გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
114. ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.
113. ისევე როგორც მუცლიდან გამოსული უკეთესი და უმჯობესი გახდი სხეულით, ასევე სხეულიდან განწმენდილად და უმწიკვლოდ გამოსული უფრო უკეთესი იქნები და უხრწნელი, ცათა შინა დამკვიდრებული.
112. ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია.
სიკვდილისგან განრიდება შეუძლებელია და განუხორციელებელი. ამის მცოდნე ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, სათნოებებში და ღვთისმოყვარე მსჯელობაში გაწვრთნილები, იღებენ სიკვდილს კვნესის, შიშისა და მოთქმის გარეშე, იაზრებენ რა როგორც მის გა... იხილეთ სრულად
81. თუ ზეაღმატებული უფლებამოსილება გაქვს, იოლად ნურავის დაემუქრები სიკვდილით, იცი რა, რომ ბუნებითად შენც სიკვდილის ქვეშ ხარ და რომ ისევე განიძარცვავს სული სხეულს, როგორც უკანასკნელ შესამოსელს. ამის აშკარად მცოდნემ თავმდაბლობა იღვა... იხილეთ სრულად
80. სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა იმათზე არანაკლებ ხვრინავენ (რუსულში, როგორც ჩანს, ევფიმისტური მიზნით, ნაცვლად "ხვრინვისა" გვაქვს "მაგრად დაძინება", თუმცა ბერძნულშ... იხილეთ სრულად
სიკვდილი ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს, საწუთრო კი ცრუა, და ცხოვრება სავსეა ეშმაკის მახეებით, რომლებსაც ორმაგი სიკვდილი მოაქვთ ჩვენთვის. წუთისოფლის ნეტარება კი აჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარია, როგორც ბუშტი, ისე სკდება. ყვე... იხილეთ სრულად
49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთის... იხილეთ სრულად
სიკვდილი, რომელიც მრავალთათვის დიადია და საშინელი, ჩემთვის მხოლოდ დასვენებაა, უტკბესი რამ, რომელიც როგორც კი მოვა, გამათავისუფლებს ამ სოფლის ჭირთაგან. და ველოდები მას წუთი-წუთს. იგი მართლაც დიადია. მაგრამ ფრიად დიდია ღვაწლი დღევან... იხილეთ სრულად
ერთმა მონაზონმა მომწერა, რომ იტანჯება და თუ ოპერაციას არ გაიკეთებს, მოკვდება. მე ვუპასუხე მას და სრულიად საპირისპირო ვუხარი. იგი ისევ მწერს, რომ ექიმმა უთხრა, თუ არ გაიკეთებდა ოპერაციას, რამდენიმე დღეში მოხდებოდა გახვრეტა და საბოლ... იხილეთ სრულად