მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ! იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული „მეუფე ჰურიათა“, თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.
ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი ...
იხილეთ სრულად
ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში.
დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. სამწუხაროა, რომ დღეს ძველქართული (ასომთავრული და ნუსხა-ხუცური) მხოლოდ ენათმეცნიერების საქმედ იქცა.
„მჯერა, ადრე თუ გვიან ხალხი გამოფხიზლდება, გათავისუფლდება ტექნიკის ტყვეობისაგან, ხელს აიღებს საკუთარი ძალით თავმომწონეობაზე და დაუბრუნდება ჭეშმარიტ ღირებულებებს: მშვიდობას, ადამიანურ სიყვარულს, მორჩილებას, ურთიერთპატივისცემას, დიდ...
იხილეთ სრულად
„მჯერა, ადრე თუ გვიან ხალხი გამოფხიზლდება, გათავისუფლდება ტექნიკის ტყვეობისაგან, ხელს აიღებს საკუთარი ძალით თავმომწონეობაზე და დაუბრუნდება ჭეშმარიტ ღირებულებებს: მშვიდობას, ადამიანურ სიყვარულს, მორჩილებას, ურთიერთპატივისცემას, დიდ ხელოვნებას, ნამდვილ მეცნიერებას“, - წერდა მეორე ცნობილი ფიზიკოსი მაქს ბორნი.