
ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი.
ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი.
ლოცვის დროს, როდესაც სხეული მიწისკენ იხრება, შენი სული მაღლისაკენ - ღვთისკენ აღიმართება.
ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.
ცოდვა გვიზიდავს იმით, რომ სასიამოვნოა, სათნოების გზა კი ეკლითაა მოფენილი, მაგრამ ვინც ორივეს ნაყოფს შეიცნობს, იპოვის სიტკბოებას სათნოების სიმწარეში და ცოდვის სიტკბოების სიმწარეს.
რწმენა, იმისათვის რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან.
საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულის თვალი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულე... იხილეთ სრულად
დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი - მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ - არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგ... იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38.5). - არა... იხილეთ სრულად
უდიდეს ქმედებებს მუდამ მარადისობაზე ფიქრი წარმოშობდა: იგი შთააგონებდა მოწამეებს და მათ ყველაზე ულმობელი ტანჯვასადმიც კი უშიშარს ხდიდა; იგი ამწყვდევდა უდაბნოებში მოსაგრეებს და მიჰყავდა ისინი არაადამიანური თვითუარყოფის ღვაწლამდე; იგ... იხილეთ სრულად