იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო.

სულიერი მარგალიტი - ციტატები, ამონარიდები
დრო ძვირფასია, მაგრამ რაოდენ ფუქსავატური დამოკიდებულება აქვთ მისდამი, როგორ ნაკლებად აფასებენ მას? - "როდესაც თქვენი ღვინო ილევა, მწუხარენი ხართ, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ხოლო როდესაც კარგავთ დროს - მხიარულდებით!"
დაკარგულ ან ფუჭად ჩავლილ ერთ დღეს, ერთ საათს, ერთ წუთს შეუძლია მარადიულობაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს.
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი – დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. – ამით საკუთარ თავსაც იხსნი... იხილეთ სრულად
გაუფრთხილდი დროს, იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება ნეტარი მარადიულობა.
ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკე... იხილეთ სრულად
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.