თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები

თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მან არ დაიჯერა. იოთამმა სთხოვა გიორგის, ნება დაერთო, ღამე მეფის საწოლში დაწოლილიყო. დილით, როდესაც მეფე გიორგი თავის ოთახში შებრძანდა, იოთამ ზედგენიძე აკუწული დახვდა. საქართველოს ეკლესიამ ასეთი თავდადებული ერთგულებისა და სიყვარულისათვის იგი წმიდანად შერაცხა. XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა

მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა და მოყვასისათვის მსხვერპლადშეწირულ მსახურებას ემყარება მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.
ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა. თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და


რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?

ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით - ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში. ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი

ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაიმკვიდრებდა და ამდენად, მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა

თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვადასხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას. თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის

წმ. იოვანე ოქროპირი წერს, რომ სიყვარული მსასოებელია, სჯერა და ითმენს, ხოლო წმ. ეფრემ ასური შეგვაგონებს: "ნეტარია ადამიანი, რომელშიც ღვთის სიყვარული სუფევს, რადგან იგი ღმერთშემოსილია. ვისშიც სიყვარულია, ის თავის თავს არავისზე მაღლა არ აყენებს, არავის ექიშპება, არც არავისი შურს და არც სიძულვილით იმზირება, არც სხვისი დაცემა უხარია, ხოლო დაცემულს კი არ შეურაცხყოფს, არამედ თანაუგრძნობს... გასაჭირში ჩავარდნილი მოძმე არ ეზიზღება, პირიქით, მფარველობას უწევს და მზადაა მისთვის თავი გაწიროს". წმ. იოვანე ოქროპირი წერს, რომ სიყვარული

უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13). უფალი ჩვენი და ღმერთი , იესო ქრისტე

დედობის, საერთოდ, მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი რა უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს. დედობის, საერთოდ, მშობლის ვალის შემდეგ

ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ თავისუფლებას და ნეტარებას. ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული

თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

2