სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები
რატომ ხარ დაღონებული და დარდით დატანჯული? მწუხარების სულს საკუთარი თავის გამხნევებით და ნუგეშით უნდა დაუპირისპირდე, რომ ეშმაკის მიერ მოწოდებულ სასოწარკვეთილების აზრებს სძლიო. თუ ყურს დაუგდებ, რასაც მწუხარების ბოროტი სული შთაგაგონე... იხილეთ სრულად
სასოწარკვეთილება ეშმაკის იარაღია, რომელმაც ბევრი დასცა, სასოებამ კი მრავალი იხსნა უწმინდურობის ორმოში ჩავარდნისგან.
ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთ... იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმა... იხილეთ სრულად
ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გა... იხილეთ სრულად
ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის... იხილეთ სრულად
როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.
ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარისია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენი სულის მზაკვარი მოწინააღმდეგე უმოქმედოდ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვ... იხილეთ სრულად