სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს.
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს.
რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ,... იხილეთ სრულად
ვერტიკალური ჭვრეტა ცისა და მიწის ერთობაა, სრულყოფილების კიბეზე ამაღლებაა, ადამიანის სულისა და ზრახვის ღვთისკენ მიმართვა და მასთან სრული შერწყმაა.
საქმეში გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარული შინაგანი სრულყოფით მოიპოვება, რომლის მისაღწევად წმიდა იოანე კიბისაღმწერელმა ოცდაათ სულიერ საფეხურზე ამაღლების აუცილებლობა გვიჩვენა.
ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან დაშორებული.